3. ბიბლია გვეხმარება, გავუმკლავდეთ პრობლემებს
ზოგ პრობლემას დღეს ვერც თავიდან ავირიდებთ და ვერც გადავჭრით. მაგალითად, თუ ხელიდან გამოგეცალათ საყვარელი ადამიანი ან ქრონიკული დაავადებით იტანჯებით, მეტი გზა არ გრჩებათ, უნდა მოითმინოთ და რამენაირად აიტანოთ ეს ტკივილი. შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ ასეთ ურთულეს მდგომარეობაში?
ქრონიკული დაავადების ტყვეობაში
გენეტიკური დაავადების გამო რიტა სრულფასოვნად ვერ ცხოვრობს, რადგან გამუდმებით გრძნობს ძლიერ ტკივილს. ზოგჯერ იგი ყურადღებას საერთოდ ვერ იკრებს ისეთი საქმეების კეთებისას, რაც მას ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება. ერთ დროს რიტა ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა მას ძალას მატებდა იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 19:26-ში წერია: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“. მან დაინახა, რომ ბიბლიის შესწავლის არაერთი მეთოდი არსებობდა. ვინაიდან ძლიერი ტკივილის გამო ზოგჯერ კითხვა ძალიან უჭირდა, მან ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების აუდიოჩანაწერების მოსმენა დაიწყო. * „ეს რომ არა, არ ვიცი, როგორ შევინარჩუნებდი ღმერთთან ახლო ურთიერთობას“, — იხსენებს რიტა.
ახლა, როცა რიტას მსგავსი გრძნობები ეუფლება, 2 კორინთელების 8:12-ში ჩაწერილი სიტყვებით ინუგეშებს თავს: „როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“. ეს სიტყვები არწმუნებს რიტას, რომ გულს უხარებს ღმერთს, რადგან ყველაფერს აკეთებს, რაც მის ძალებშია.
დარდით შეპყრობილი
დორისი, რომელსაც 18 წლის ქალიშვილი დაეღუპა, იხსენებს: „მისი სიკვდილის შემდეგ ტკივილი იმდენად ფსალმუნის 94:19-მა, სადაც ფსალმუნმომღერალი ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“. დორისი ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა, ისეთი საქმეებით დავკავებულიყავი, რაც ტკივილს დამიამებდა“.
აუტანელი იყო, რომ მეგონა, მეტს ვეღარ გავუძლებდი. ვიცოდი, რომ უწინდებურად ვეღარ ვიცხოვრებდი“. თუმცა ის დიდად ანუგეშადორისი მოხალისეთა რიგებს შეუერთდა, რათა სხვებს ბიბლიის შესწავლაში დახმარებოდა. ის ამბობდა, რომ, როგორც გატეხილი ცარცის გამოყენებაა შესაძლებელი, ისე მასაც შეეძლო რაღაცის გაკეთება სხვების დასახმარებლად. დორისი ყვება: „როცა ბიბლიის შემსწავლელებს ღვთის სიტყვით ვანუგეშებდი და მათ იეჰოვას თვალსაზრისს ვანახვებდი, მეც ვმხნევდებოდი; ვხედავდი, რომ იეჰოვა ამგვარად მანუგეშებდა და ჭრილობებს მიშუშებდა“. დორისმა იმ ბიბლიური პერსონაჟების სია ჩამოწერა, რომლებმაც მის მსგავსად დიდი ტკივილი განიცადეს, და მათ ცხოვრებაზე დაფიქრდა. „დავინახე, რომ თითოეული მათგანი გამუდმებით ლოცულობდა“. ის დასძენს: „მივხვდი, რომ თაროზე შემოდებული ბიბლია ვერაფერში დამეხმარებოდა, თუ მას არ გადავშლიდი“.
ბიბლიის შესწავლის დროს დორისმა იმის აუცილებლობაც დაინახა, რომ წარსულით კი არ ეცხოვრა, არამედ მომავალზე ეფიქრა. მას საქმეების 24:15-ში ჩაწერილი დამაიმედებელი სიტყვები ანუგეშებს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. დორისს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ იეჰოვა მკვდრეთით აღადგენს მის ქალიშვილს, რაც მისივე სიტყვებიდან ჩანს: «ცოცხლად მაქვს გონებაში ის დღე, როცა ჩემს გოგონას კვლავ შევხვდები. ჩვენი შეხვედრის დღე ღვთის „კალენდარში“ უკვე მონიშნულია. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვზივარ მასთან ერთად ჩვენს ბაღში. ეს ჩემთვის ისეთივე რეალურია, როგორც ის დღე, როცა ახალდაბადებულს ვეფერებოდი და გულში ვიკრავდი».
^ აბზ. 4 ასეთი აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე jw.org.
ბიბლიას შეუძლია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშიც განუგეშოთ