ჭეშმარიტება ღვთისა და ქრისტეს შესახებ
ადამიანები დღეს მრავალ ღმერთს ეთაყვანებიან, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს (იოანე 17:3). ის არის უზენაესი და ყოველი ცოცხალის სულის ჩამდგმელი. მხოლოდ ის იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას (დანიელი 7:18; გამოცხადება 4:11).
ვინ არის ღმერთი?
რა ჰქვია ღმერთს? ღმერთი თავად ამბობს: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება. თუმცა ბიბლიის ბევრ თარგმანში ღვთის სახელი ჩანაცვლებულია წოდებით „უფალი“. ღმერთს სურს, რომ დავუმეგობრდეთ; ის მოგვიწოდებს, მის სახელს მოვუხმოთ (ფსალმუნი 105:1).
იეჰოვას წოდებები. ბიბლიაში მოხსენიებულია იეჰოვას ისეთი წოდებები, როგორიცაა „ღმერთი“, „ყოვლისშემძლე“, „შემოქმედი“, „მამა“, „უფალი“, „უზენაესი“. ბიბლიაში ჩაწერილი არაერთი ლოცვიდან ჩანს, რომ პატივისცემის გამომხატველ წოდებებთან ერთად იეჰოვას სახელითაც მიმართავდნენ (დანიელი 9:4).
იოანე 4:24). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:18). ბიბლია ღვთის გრძნობებსაც გვიმჟღავნებს. ურჩი ადამიანები მას ტკივილს აყენებენ, ხოლო მორჩილნი გულს უხარებენ (ფსალმუნი 78:40, 41; იგავები 27:11).
როგორია ღმერთი? ღმერთი უხილავი სულია (ღვთის შესანიშნავი თვისებები. ღმერთი მიუკერძოებელია და არ განარჩევს ადამიანებს ერთმანეთისგან (საქმეები 10:34, 35). ის „გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6, 7). თუმცა მას აქვს ოთხი გამორჩეული თვისება, რაც განსაკუთრებით გვაყვარებს მას.
ძალა. იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, ამიტომ ნებისმიერი დანაპირების შესრულების ძალა შესწევს (დაბადება 17:1).
სიბრძნე. ღვთის სიბრძნე ბევრად აღემატება მისი სხვა ნებისმიერი ქმნილების სიბრძნეს. სწორედ ამიტომ უწოდებს ბიბლია მას „ერთადერთ ბრძენ ღმერთს“ (რომაელები 16:27).
სამართლიანობა. ღმერთი ყოველთვის სამართლიანად მოქმედებს. „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ და „უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს“ (კანონი 32:4).
სიყვარული. ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). იეჰოვა უბრალოდ კი არ ავლენს სიყვარულს, არამედ სიყვარულის განსახიერებაა. ღვთის აღმატებული სიყვარული მის ყველა საქმეში ვლინდება, რასაც ჩვენთვის მრავალმხრივ მოაქვს სიკეთე.
ღმერთი ადამიანებს მეგობრობას სთავაზობს. იეჰოვა ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამაა (მათე 6:9). თუ მისდამი რწმენას გამოვავლენთ, დავუმეგობრდებით მას (ფსალმუნი 25:14). იეჰოვა თავად მოგვიწოდებს, ლოცვით დავუახლოვდეთ და ყველა ჩვენი საწუხარი მას მივანდოთ, რადგან ზრუნავს ჩვენზე (იაკობი 4:8; 1 პეტრე 5:7).
რით განსხვავდებიან ღმერთი და ქრისტე ერთმანეთისგან?
იესო ღმერთი არ არის. იესო იმით არის განსაკუთრებული, რომ იგი უშუალოდ ღმერთმა შექმნა. სწორედ ამიტომ უწოდებს ბიბლია მას ღვთის ძეს (იოანე 1:14). იესო გვერდში ედგა მამას, როგორც „ოსტატი“; სხვა ყველაფერი იეჰოვამ თავისი პირმშოს მონაწილეობით შექმნა (იგავები 8:30, 31; კოლოსელები 1:15, 16).
იოანე 7:29). ერთ-ერთ მოწაფესთან საუბრისას იესომ იეჰოვაზე ასეთი რამ თქვა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17). სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო მკვდრეთით აღადგინა ზეციური ცხოვრებისთვის, თავის მარჯვნივ დასვა და მთელი ძალაუფლება მას მისცა (მათე 28:18; საქმეები 2:32, 33).
იესო ქრისტეს არასდროს უთქვამს, რომ ღმერთი იყო. პირიქით, ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ღვთისგან იყო გამოგზავნილი (იესოს შეუძლია დაგვეხმაროს ღმერთთან დაახლოებაში
იესო დედამიწაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ მამის შესახებ ესწავლებინა. იეჰოვამ თავად თქვა იესოს შესახებ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!“ (მარკოზი 9:7). იესოზე უკეთ არავინ იცნობს ღმერთს. მან თქვა: „ძეს ისე არავინ იცნობს, როგორც მამა, და არც მამას იცნობს ვინმე ისე, როგორც ძე და ის, ვისაც ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაუმჟღავნოს“ (ლუკა 10:22).
იესო სრულყოფილად ირეკლავს მამის თვისებებს. იესო იმდენად ჰბაძავდა თავის ზეციერ მამას, რომ თამამად შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). იესო სიტყვით თუ საქმით მამის სიყვარულს ირეკლავდა და სწორედ ეს იზიდავდა ხალხს ღმერთისკენ. მან თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მამას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცენ თაყვანი, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). უბრალოდ დაფიქრდით, იეჰოვა თავად ეძებს თქვენნაირ ადამიანებს, ვისაც გულით გწადიათ მის შესახებ ჭეშმარიტების გაგება!