მსოფლიო სიძულვილის მორევში
სიძულვილი პანდემიასავითაა გავრცელებული.
რაც დროს გადის, ხალხი ერთმანეთის მიმართ უფრო უმოწყალო ხდება. ახალ ამბებში სულ უფრო ხშირად გვესმის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. სოციალურ მედიაშიც სიძულვილის ენით დაწერილ უამრავ პოსტს ვაწყდებით. ხალხისთვის ჩვეული რამ გახდა ძალადობა, ვანდალიზმი, ჩაგვრა და შეურაცხყოფა. ფაქტია, რომ სიძულვილსა და არაადამიანურ მოპყრობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით.
საბედნიეროდ, სიძულვილის დამარცხება შესაძლებელია! ამ ჟურნალიდან გაიგებთ, რომ ბიბლიური რჩევები ბევრს დაეხმარა, გათავისუფლებულიყო ამ მანკიერებისგან.