არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

2 | ნუ იძიებთ შურს

2 | ნუ იძიებთ შურს

ბიბლიაში ნათქვამია:

«ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. შურს ნუ იძიებთ, . . რადგან დაწერილია: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘ 12:17—19).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

ბუნებრივია, ვბრაზდებით, როცა ვინმე ცუდად გვეპყრობა. მაგრამ ღმერთი მოელის, რომ შურს არ ვიძიებთ და ბოროტებას ბოროტებით არ ვუპასუხებთ. ის მოგვიწოდებს, მოთმინება გამოვავლინოთ და დაველოდოთ დროს, როცა თავად აღასრულებს სამართალს (ფსალმუნი 37:7, 10).

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

შურისძიება პრობლემას არ აგვარებს, პირიქით, უფრო ამწვავებს და სიძულვილს აღვივებს. ასე რომ, თუ ვინმე უსამართლოდ მოგეპყრობათ, სამაგიეროს ნუ გადაუხდით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავი ხელში აიყვანოთ. ზოგჯერ უკეთესია, საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება მომხდარს (იგავები 19:11). თუმცა არის შემთხვევები, როცა გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. მაგალითად, როცა გძარცვავენ ან თავს გესხმიან, მართებულია, ამის შესახებ პოლიციას ან სხვა უფლებამოსილ პირებს შეატყობინოთ.

შურისმაძიებელი ხის იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როცა ფიქრობთ, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება შეუძლებელია ან თქვენი მხრივ ყველაფერი იღონეთ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ ვერაფერს გახდით? ნუ იძიებთ შურს, რადგან ეს სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. გათავისუფლდით სიძულვილისგან, მიენდეთ ღმერთს და გჯეროდეთ, რომ ის საუკეთესოდ მოაგვარებს პრობლემას. ბიბლია მოგვიწოდებს: „მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“ (ფსალმუნი 37:3—5).