არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

4 | ღმერთი გაგამარჯვებინებთ სიძულვილზე!

4 | ღმერთი გაგამარჯვებინებთ სიძულვილზე!

ბიბლიაში ნათქვამია:

„სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება“ (ᲒᲐᲚᲐᲢᲔᲚᲔᲑᲘ 5:22, 23).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

ღვთის დახმარებით სიძულვილისგან გათავისუფლება შესაძლებელია. მისი წმინდა სული ისეთ თვისებებს შეგვძენს, რომელთა განვითარებაც საკუთარი ძალით გაგვიჭირდებოდა. ამიტომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან. თუ ასე მოვიქცევით, მოციქული პავლეს მსგავსად, ჩვენც თამამად ვიტყვით: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“; და გავიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფილიპელები 4:13; ფსალმუნი 121:2).

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

„იეჰოვას დახმარებით ერთ დროს დაუნდობელი მოძალადე მშვიდობიანი ადამიანი გავხდი“ (ᲕᲐᲚᲓᲝ).

სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რომ მისი მოსაწონი თვისებები განივითაროთ (ლუკა 11:13). გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია სიყვარულზე, მშვიდობაზე, მოთმინებასა და თავშეკავებაზე; ამ თვისებების განვითარება სიძულვილისგან გაგათავისუფლებთ. დაუმეგობრდით მათ, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს ამ თვისებების განსავითარებლად. მათთან ურთიერთობა „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ წაგახალისებთ (ებრაელები 10:24).