ჩვენ გავიმარჯვებთ სიძულვილზე!
გამხდარხართ სიძულვილის მსხვერპლი?
შესაძლოა პირადად თქვენ არ გამხდარხართ სიძულვილის მსხვერპლი, მაგრამ არაერთხელ შეგინიშნავთ ადამიანებს შორის მტრული დამოკიდებულება. ახალ ამბებში ხშირად ვისმენთ, რომ რასიზმი, ჰომოფობია და ქსენოფობია ძალადობის მიზეზი ხდება. მთავრობები კანონებს ამკაცრებენ, რომ როგორმე აღმოფხვრან სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.
სამწუხაროდ, ადამიანები სიძულვილს სიძულვილით პასუხობენ. მათ შურისძიების სურვილი უჩნდებათ; შედეგად, ერთგვარი ჯაჭვი იქმნება, რომლის გაწყვეტაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს.
სიძულვილი სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, იქნება ეს წინასწარშექმნილი აზრი, სტერეოტიპული შეხედულებები, დაცინვა, შეურაცხყოფა თუ მუქარა. თუმცა სიძულვილი უფრო მწვავე ფორმებითაც ვლინდება. ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორებიცაა: ბულინგი, ვანდალიზმი, თავდასხმა, გაუპატიურება, მკვლელობა და გენოციდი სწორედ სიძულვილით არის მოტივირებული.
ამ ჟურნალში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
რატომ სძულთ ასე ძლიერ ადამიანებს ერთმანეთი?
როგორ გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან?
დადგება დრო, როცა აღარავინ გამოავლენს სიძულვილსა და მტრულ დამოკიდებულებას?