ღმერთი სრულყოფილ მენტალურ ჯანმრთელობას გვპირდება!
ბიბლიის მეშვეობით ღმერთი გვანუგეშებს და საჭირო რჩევებს გვაძლევს მენტალურ პრობლემებთან საბრძოლველად.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ის გვპირდება, რომ აღმოფხვრის მენტალური პრობლემების გამომწვევ მიზეზებს.
როცა ღმერთი თავის დაპირებას შეასრულებს, ემოციური ტკივილი, მენტალური დაავადებები და მტკივნეული მოგონებები „აღარავის გაახსენდება და გულსაც არავის დაუმძიმებს“ (ესაია 65:17).
იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით აგიხსნიან, როდის და როგორ შეასრულებს ღმერთი ამ შესანიშნავ დაპირებას.