არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ცხოვრება გაუსაძლისი ხდება

როცა ცხოვრება გაუსაძლისი ხდება

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ მშვენიერია, როცა ყველაფერი კარგადაა. მაგრამ როცა პრობლემები იჩენს თავს და მათ ბოლო არ უჩანს, ცხოვრება აუტანელი ხდება.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები სალი *, რომელმაც ქარიშხლის დროს თითქმის მთელი ქონება დაკარგა, ამბობს: „მეგონა, მეტის ატანას ვეღარ შევძლებდი და ჭკუიდან შევიშლებოდი. ასეთ მდგომარეობაში კარგა ხანს ვიყავი“.

საყვარელი ადამიანის სიკვდილი საშინელ დარტყმას აყენებს ახლობლებს. აი, რას ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები ჯანეტი: „ორივე ვაჟი დავკარგე. ჯერ ერთი გამომეცალა ხელიდან, ორი წლის შემდეგ კი — მეორე. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მიწას დამანარცხეს და თიხის ჭურჭელივით ნამსხვრევებად ვიქეცი. ღმერთს ვევედრებოდი: გთხოვ, მომკალი, მეტის ატანა აღარ შემიძლია! აღარ მინდა, ხვალინდელი დღე გამითენდეს“.

დანიელი გაანადგურა იმის გაგებამ, რომ მეუღლე ღალატობდა. იგი გვიზიარებს: „როცა ჩემმა ცოლმა სიმართლე მითხრა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გულში დანა ჩამარტყეს. თვეების მანძილზე არაერთხელ მიგრძნია ასეთი ტკივილი“.

თქვენც ხომ არ გამოგიცდიათ მსგავსი რამ? თუ ასეა, ამ ჟურნალიდან გაიგებთ, რატომ არ ღირს ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა მაშინაც კი, თუ . . .

მოდი თავდაპირველად ვიმსჯელოთ, რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ სტიქიური უბედურება დაგატყდათ თავს.

^ ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.