არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

ადრე თუ გვიან ყველა კვდება, მაგრამ სიკვდილით მთავრდება ყველაფერი? სამუდამოდ ეძლევიან დავიწყებას მკვდრები? არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

აი, რას გვიმჟღავნებს ბიბლია:

გარდაცვლილები არ არიან დავიწყებულნი

„ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

ღმერთს თავის მეხსიერებაში ჰყავს ყველა გარდაცვლილი, რომელთაც სიცოცხლეს დაუბრუნებს.

მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზე მოხდება

„იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

მკვდრეთით აღდგება მილიარდობით ადამიანი, რომელთაც მშვიდობიან გარემოში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ.

აღდგომის იმედი სავსებით რეალურია

„[ღმერთი] თვლის ვარსკვლავებს, ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს“ (ფსალმუნი 147:4).

თუ ღმერთს თითოეული ვარსკვლავის სახელი ახსოვს, მით მეტად არ ახსოვს ის ადამიანები, რომელთაც მკვდრეთით აღადგენს?!