არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი, რომელსაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია!

წიგნი, რომელსაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეუძლია!

როგორც წინა სტატიებში ვისაუბრეთ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი მომავალი ბედ-იღბალზე, ფულზე, განათლებაზე ან კარგ თვისებებსა და სიკეთის კეთებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ამ შეხედულებებით ცხოვრება იგივეა, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად არასწორი რუკით ვიხელმძღვანელოთ. ნიშნავს ეს იმას, რომ ვერასდროს შევიქმნით კარგ მომავალს? რა თქმა უნდა, არა!

ᲕᲘᲜ ᲒᲐᲒᲕᲘᲬᲔᲕᲡ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲮᲔᲚᲛᲫᲦᲕᲐᲜᲔᲚᲝᲑᲐᲡ?

როგორც წესი, რჩევისთვის ჩვენზე უფროს და გამოცდილ ადამიანებს მივმართავთ ხოლმე. მსგავსად, არსებობს სამყაროში ყველაზე ბრძენი პიროვნება, რომელიც გვასწავლის, როგორ შევიქმნათ ბედნიერი მომავალი. მისი რჩევების მოძიება წმინდა წერილებში შეგვიძლია, რომლის წერაც დაახლოებით 3 500 წლის წინ დაიწყო. ეს წიგნი ბიბლიაა!

რატომ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიას? იმიტომ, რომ მისი ავტორი სამყაროში ყველაზე ბრძენი და მარად არსებული ღმერთია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის არის, „ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი“ (ესაია 45:18; დანიელი 7:9; ფსალმუნი 90:2). როგორც ფსალმუნის 83:18-დან ვიგებთ, მისი სახელია იეჰოვა.

ბიბლია ერთი კულტურისა და რასის ადამიანებს მეორეზე მაღლა არ აყენებს, რადგან მისი ავტორი ყველა ცოცხალი არსების შემოქმედია. მასში ჩაწერილი რჩევები დღემდე ყველასთვის გამოსადეგია. სხვა არცერთი წიგნი არ არის იმდენ ენაზე ნათარგმნი და ისე გავრცელებული, როგორც ბიბლია. * ამიტომ მისით ხელმძღვანელობა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს წმინდა წერილებში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას:

„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘ 10:34, 35).

მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლის მსგავსად ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვეხმარება (2 ტიმოთე 3:16). ასე რომ, შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვას, რადგან მან საუკეთესოდ იცის, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის.

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენც გქონდეთ ასეთი მომავალი? გაეცანით მომდევნო სტატიას.

^ აბზ. 6 ბიბლიის თარგმნასა და გავრცელებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.pr418.com და იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲑᲘ / ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ.

^ აბზ. 16 მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნის „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ მე-9 თავი. ინგლისურ ენაზე ის ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.pr418.com. იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ / ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲑᲠᲝᲨᲣᲠᲔᲑᲘ.