არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | სიმართლე ანგელოზების შესახებ

გყავთ მფარველი ანგელოზი?

გყავთ მფარველი ანგელოზი?

ბიბლიაში ვერსად ნახავთ იმ აზრს, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ერთხელ იესომ ასეთი რამ თქვა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი [ანუ ქრისტეს არც ერთი მოწაფე], რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10). მაგრამ ამით იესოს იმის თქმა არ სურდა, რომ ყველა მის მიმდევარს მფარველი ანგელოზი ჰყავდა. სინამდვილეში ის იმას გულისხმობდა, რომ ანგელოზები დაინტერესებული არიან ქრისტეს თითოეული მოწაფით. აქედან გამომდინარე, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დაუდევრად არ იქცევიან და განზრახ არ იგდებენ საკუთარ თავს საფრთხეში იმ იმედით, რომ ღვთის ანგელოზები დაიცავენ.

ნიშნავს ეს იმას, რომ ანგელოზები საერთოდ არ ეხმარებიან ადამიანებს? რასაკვირველია, არა (ფსალმუნი 91:11). ბევრი დარწმუნებულია, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით უხელმძღვანელა მათ და დაიცვა. სწორედ ასე ფიქრობს შესავალ სტატიაში მოხსენიებული კენეთიც. მართალია, დოგმატურები ვერ ვიქნებით, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ კენეთის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამებოდეს. იეჰოვას მოწმეები არაერთხელ დარწმუნებულან, რომ ქადაგების დროს ანგელოზები ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან ანგელოზები უხილავი ქმნილებები არიან, ზუსტად არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა და რა სახით ეხმარება ღმერთი ადამიანებს მათი მეშვეობით. როგორც უნდა იყოს, ნამდვილად არ შევცდებით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთს მადლობას გადავუხდით გაწეული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 3:15; იაკობი 1:17, 18).