რას ასწავლის ბიბლია?
ადამიანის მოგონილია რელიგია?
ზოგის აზრით, რელიგია ადამიანის მოგონილია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ღმერთმა რელიგიას იმიტომ ჩაუყარა საფუძველი, რომ მისი მეშვეობით ადამიანები დაიახლოვოს. თქვენ რას ფიქრობთ?
რას ასწავლის ბიბლია?
რელიგია, რომელსაც ღმერთმა ჩაუყარა საფუძველი, არის „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა“ (იაკობი 1:27).
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ღვთისთვის ჩვენი თაყვანისცემა მისაღები რომ იყოს, ის ბიბლიურ ჭეშმარიტებას უნდა ეფუძნებოდეს (იოანე 4:23, 24).
რელიგიები, რომლებიც ადამიანურ შეხედულებებს ემყარება, ღვთისთვის მიუღებელია (მარკოზი 7:7, 8).
აუცილებელია, რომელიმე რელიგიას მივეკუთვნებოდეთ?
თქვენ რას ფიქრობთ?
დიახ
არა
არ ვიცი
რას ასწავლის ბიბლია?
„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელები 10:24, 25). ღვთის სურვილია, რომ მისი მსახურები თაყვანსაცემად ერთად იკრიბებოდნენ.
კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?
ღვთის თაყვანისმცემლებს ერთი რწმენა უნდა აერთიანებდეს (1 კორინთელები 1:10, 11).
იმ რელიგიის წევრები, რომელსაც ღმერთი იწონებს, მსოფლიო საძმოს ქმნიან (1 პეტრე 2:17).