არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის სხვებს თავის ეგზემპლარს აძლევს

ის სხვებს თავის ეგზემპლარს აძლევს

ის სხვებს თავის ეგზემპლარს აძლევს

ერთმა ბიზნესმენმა სლოვენიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ბიუროს მისწერა:

«გმადლობთ, რომ რეგულარულად მიგზავნით ჟურნალებს „გამოიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“. მე ისინი თან დამაქვს, რადგან მგზავრობისას და საქმიან შეხვედრებამდე თავისუფალ დროს ვკითხულობ.

აგრეთვე მინდა გთხოვოთ, რომ გამომიგზავნოთ ამ ჟურნალებში მოხსენიებული პუბლიკაციები: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ და „წიგნი ყველასთვის“.

მინდა, თითოეული პუბლიკაციის ორი ეგზემპლარი მქონდეს, რადგან ყოველთვის, როცა მგზავრობისას თქვენს რომელიმე პუბლიკაციას ვკითხულობ, ვინმე ინტერესდება მათით. მე ჩემს ეგზემპლარს ვაძლევ მას, თუმცა სიამოვნებით დავიტოვებდი პირადი ბიბლიოთეკისთვის».

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთვისაც ძალიან სასარგელო იქნება 32-გვერდიანი ბროშურის „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ წაკითხვა. ეს პუბლიკაცია გვატყობინებს, რომ ჩვენს შემოქმედს დიდებული განზრახვა აქვს, რომელიც მალე შესრულდება. თქვენ შეძლებთ ამ ბროშურის მიღებას, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გააგზავნით მე–5 გვერდზე მოყვანილ შესაბამის მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.