‘ჩვენი მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა’
‘ჩვენი მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა’
შარშან, აგვისტოს თვეში, იეჰოვას მოწმეთა კონგრესის ჩაშლის მცდელობამ მოსკოვში საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები 20 და 21). 1999 წლის 21 აგვისტოს „მოსკოუ ტაიმზში“ ანდრეი ზოლოტოვი იტყობინებოდა, რომ „სპორტკომპლექსის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კოზირევმა, თქვა, რომ ადმინისტრაციას იეჰოვას მოწმეთა კონგრესის ჩატარების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. მან თქვა, რომ არ იცის, საიდან წამოვიდა [მისი ჩაშლის] ბრძანება“.
ერთი კვირის შემდეგ „მოსკოუ ტაიმზში“ გამოქვეყნებულ წერილში მკითხველმა შეაქო გაზეთი „ჭეშმარიტად მიუკერძოებელი“ სტატიის გამოქვეყნებისთვის და თქვა, რომ მან „ნამდვილად დაიმსახურა მკითხველთა ყურადღება“. წერილის ავტორმა აღნიშნა: „თქვენმა მონათხრობმა უდიდეს სირთულეებზე, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები წააწყდნენ თავიანთი ყოველწლიური კონგრესის მზადებისას, [ამხილა მათ მიმართ] გამოვლენილი უსამართლო დამოკიდებულება“.
შემდეგ წერილის ავტორმა შენიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები „მთელ მსოფლიოში კარგად არიან ცნობილი (ამჟამად რუსეთშიც). . . ისინი. . . კარგად არიან ცნობილი როგორც ძალიან სასიამოვნო, კეთილი და მშვიდი ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან ადვილია. ისინი არანაირ ზემოქმედებას არ ახდენენ სხვა ადამიანებზე და მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური მრწამსით სხვები მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაჰმადიანები ან ბუდისტები არიან, მათთან ურთიერთობაში იეჰოვას მოწმეები ყოველთვის მშვიდობას ეძიებენ. მათ შორის არ არიან მექრთამეები, ლოთები ან ნარკომანები, ამის მიზეზი კი ძალიან უბრალოა: ისინი მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ყველაფერში, რასაც აკეთებენ ან ამბობენ, ბიბლიაზე დაფუძნებულმა რწმენამ უხელმძღვანელოთ. თუკი მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანი მცირედით მაინც ეცდებოდა ბიბლიის თანახმად ცხოვრებას ისე, როგორც იეჰოვას მოწმეები ცხოვრობენ, ჩვენი ულმობელი მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა“.
უფლებამოსილი პირები, რომლებიც აკვირდებიან იეჰოვას მოწმეებს და მათთან ურთიერთობა აქვთ, მთლიანად ეთანხმებიან ზემოაღწერილს. მათ, მაგალითად, მოწმეებს უფლება მისცეს, აეშენებინათ ეს მშვენიერი ახალი საკონგრესო დარბაზი სანქტ-პეტერბურგში. მის მიძღვნაზე გასული წლის 18 სექტემბერს, დარბაზი სავსე იყო 2 257 სიხარულით აღსავსე დამთვალიერებლით, და მათ გარდა პროგრამა მოისმინა 2 228 ადამიანმა სანქტ-პეტერბურგის სამეფო დარბაზებსა და მის მახლობლად მდებარე სოლნეჩნოეში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში.