ჭეშმარიტი იმედი
ჭეშმარიტი იმედი
იესოს, რომელსაც ხშირად ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ ადამიანს უწოდებენ, დაახლოებით 2 000 წლის წინათ უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. როდესაც ის წამების ძელზე ეკიდა, მის გვერდით დაკიდებულმა ბოროტმოქმედმა დამცინავად მიმართა: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“.
მაშინ მეორე ბოროტმოქმედი, რომელიც იმნაირადვე იყო დასჯილი, გაუწყრა იმ კაცს: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია“. შემდეგ იესოს მიმართა თხოვნით: „გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მოხვალ“.
იესომ უპასუხა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:39—43, აქ).
იესოს დიდებული იმედი ჰქონდა. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, როგორ მოქმედებდა ეს იმედი იესოზე: „მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [გამო, აქ] დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი“ (ებრაელთა 12:2).
იესოსთვის შეთავაზებულ „სიხარულში“ შედიოდა კვლავ თავის მამასთან ზეცაში ცხოვრება და ღვთის სამეფოს მმართველობა. უფრო მეტიც, მას ის სიხარულიც ელის, რომელსაც თავისი გამოცდილი და ერთგული მიმდევრების ზეცაში მიღება მიანიჭებს, რომლებმაც მასთან ერთად უნდა მართონ დედამიწა (იოანე 14:2, 3; ფილიპელთა 2:7—11; გამოცხადება 20:5, 6). მაშ, რა იგულისხმა იესომ, როდესაც დაჰპირდა მომნანიებელ ბოროტმოქმედს, რომ სამოთხეში იქნებოდა?
რა იმედი არსებობს ამ ბოროტმოქმედისთვის?
იმ კაცს არ მიუღია იესოსთან ერად ზეცაში მეფობის უფლება. ის არ იყო მათ შორის, რომელთაც იესომ უთხრა: „თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:28, 29). მაგრამ იესო დაჰპირდა ბოროტმოქმედს, რომ მასთან ერთად იქნებოდა სამოთხეში. რანაირად შეასრულებს თავის დანაპირებს?
იეჰოვა ღმერთმა პირველი წყვილი, ადამი და ევა, დაასახლა სამოთხეში, ნეტარების ბაღში, რომელსაც ედემი ერქვა (დაბადება 2:8, 15). ედემი დედამიწაზე იყო და ღმერთს განზრახული ჰქონდა, მთელი დედამიწა სამოთხედ ქცეულიყო. მაგრამ დაუმორჩილებლობის გამო ადამი და ევა განდევნილ იქნენ თავიანთი მშვენიერი საცხოვრებლიდან (დაბადება 3:23, 24). იესომ კი ნათელი გახადა, რომ სამოთხე აღდგენილ იქნებოდა და მთელ დედამიწას მოიცავდა.
როდესაც მოციქულმა პეტრემ ჰკითხა იესოს, რა ჯილდო ელოდათ მოციქულებს მისი მიმდევრობისთვის, იესომ უპასუხა: „მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე“ (მათე 19:27, 28). აღსანიშნავია, რომ ლუკას ცნობაში ამ ნაწყვეტში „მეორედ შობის“ ნაცვლად იესო ამბობს, რომ ეს მოხდებოდა «მომავალში [„ახალ ქვეყნიერებაში“, აქ]» (ლუკა 18:28—30).
ასე რომ, როდესაც იესო ქრისტე ზეცაში თავის დიდების ტახტზე დაჯდება და მისი თანამმართველებიც მასთან იქნებიან, ის დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 ტიმოთე 2:11, 12; გამოცხადება 5:10; 14:1, 3). იესო ქრისტეს ზეციური მმართველობის საშუალებით ღვთის თავდაპირველი განზრახვა — მთელი დედამიწა სამოთხე ყოფილიყო — განხორციელდება!
ამ სამეფოს მმართველობისას იესო შეასრულებს იმ ბოროტმოქმედისთვის მიცემულ პირობას, რომელიც მის გვერდით მოკვდა. იესო აღადგენს მას და ის შემდეგ მისი მიწიერი ქვეშევრდომი იქნება. მაშინ იმ ბოროტმოქმედს ღვთის მოთხოვნების შესრულებისა და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომად მარადიულად
ცხოვრების საშუალება მიეცემა. უეჭველად, ჩვენ შეგვიძლია გავიხაროთ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედით, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული!თქვენმა ცხოვრებამ შეიძლება აზრი შეიძინოს
წარმოიდგინეთ, რამხელა აზრს მატებს ეს დიდებული იმედი ჩვენს ცხოვრებას. მას შეუძლია დაიცვას ჩვენი გონება უარყოფითი აზროვნების დამღუპველი შედეგებისგან. მოციქულმა პავლემ ეს იმედი სულიერი აღჭურვილობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს შეადარა. მან თქვა, რომ ჩვენ „ხსნის იმედით“ უნდა შევიმოსოთ როგორც „მუზარადით“ (1 თესალონიკელთა 5:8; ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).
ეს იმედი სიცოცხლის ხალისს გვინარჩუნებს. მომავალ სამოთხეში მარტოობას სიხარულის ცრემლები შეცვლის, როდესაც საყვარელ ადამიანებს სიცოცხლეს დაუბრუნებს ‘ღმერთი, რომელიც აღადგენს მკვდრებს’ (2 კორინთელთა 1:9). მაშინ უძლურებით, ტკივილითა და უმოძრაობით გამოწვეული გულგატეხილობა დავიწყებას მიეცემა, რადგან „ირემივით იხტუნებს მკელობელი“. ადამიანს „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (ესაია 35:6; იობი 33:25).
იმ დროს, როდესაც „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“, ხანგრძლივი ავადმყოფობით გამოწვეული სასოწარკვეთილება დავიწყებას მიეცემა (ესაია 33:24). ის სიცარიელე, რომელიც ქრონიკულ დეპრესიას ახლავს, „საუკუნო სიხარულად“ იქცევა (ესაია 35:10). სასიკვდილო ავადმყოფობით გამოწვეული უიმედობა სიკვდილთან, კაცობრიობის უძველეს მტერთან, ერთად გაქრება (1 კორინთელთა 15:26).
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
არასოდეს დაკარგო ღვთის ახალი ქვეყნიერების ეს დიდებული იმედი.