არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხალხისთვის ნამდვილი იმედის მიცემა

ხალხისთვის ნამდვილი იმედის მიცემა

ხალხისთვის ნამდვილი იმედის მიცემა

მოლდოვაში მცხოვრებმა 17 წლის ახალგაზრდამ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მისწერა, რათა მადლიერება გამოეხატა 1998 წლის 8 სექტემბრის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ გამოქვეყნებული სტატიების სერიისათვის, სახელწოდებით „რა იმედი არსებობს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის?“. წერილის ავტორმა ახსნა:

„ძლივს ვიკავებდი ცრემლებს, და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. სტატიებმა გამახსენა გრძნობები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დამეუფლა. როდესაც თვითმკვლელობის პირას ვიდექი, იეჰოვას მოწმეებმა ისე გადამარჩინეს, რომ თავად არც კი გაუგიათ. მათთან საუბრებით მომავლის იმედის შესახებ და შემოქმედის გულმოწყალებისადმი ჩემი ნდობის გაძლიერებით თანდათანობით გამოვედი სასოწარკვეთილებიდან. . .

თქვენ მიერ ადამიანებისათვის გაწეული დახმარება — ყველამ გაიგოს ღვთის განზრახვის შესახებ, რომელიც უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას ეხება — ახლობლის მიმართ სიყვარულის ჭეშმარიტი გამოვლენაა. აშკარაა, რომ ეს ძალისხმევა უშედეგო არ არის. თქვენი მცდელობა, გააშუქოთ საზოგადოებაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემები, საქებარია. გთხოვთ, გააგრძელოთ ამ სასარგებლო საქმის კეთება. მე დაველოდები ამ ჟურნალის ყოველ ახალ გამოცემას“.

აბზაცში «რატომ გამოიცემა „გამოიღვიძეთ!“ », რომელიც ყოველი გამოცემის მე-4 გვერდზე ჩნდება, ნათქვამია: „ეს ჟურნალი უნერგავს რწმენას შემოქმედის აღთქმისადმი მშვიდობიანი და უსაფრთხო ახალი ქვეყნიერების შესახებ, რომლითაც მალე შეიცვლება თანამედროვე ბოროტი, უკანონო სისტემა“. ღვთის დანაპირები, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, ამ ძნელ დროში მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მილიონობით ადამიანს პრობლემებთან გასამკლავებელ ძალას აძლევს.

თქვენ იპოვით ნამდვილ იმედს, რომელსაც გვაძლევს შემოქმედი. ეს იმედი შესანიშნავად არის აღწერილი 32-გვერდიან ბროშურაში „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქვესათაურებს „ღმერთის განზრახვა მალე განხორციელდება“ და „მარადიულად იცხოვრე სამოთხეში დედამიწაზე!“. თუ გსურთ, მიიღოთ ეს ბროშურა, შეავსეთ ამ ჟურნალის თანმხლები ტალონი და გააგზავნეთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.