გამართლებულია იესოსადმი თაყვანისცემა?
ბიბლიის თვალსაზრისი
გამართლებულია იესოსადმი თაყვანისცემა?
საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს ბევრი წარმომადგენელი თაყვანს სცემდა იესო ქრისტეს, თითქოს ის ყოფილიყო ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგრამ თავად იესო ყურადღებას აპყრობდა და თაყვანს სცემდა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს. მაგალითად, როდესაც ეშმაკი აღძრავდა, თაყვანი ეცა მისთვის, იესომ თქვა: „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათე 4:10). მოგვიანებით იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“ (მათე 23:9).
იესომ სამარიელ ქალს აღუწერა, როგორ უნდა ეცათ ადამიანებს თაყვანი ღვთისთვის — ამაში იგულისხმებოდა სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. სინამდვილეში „მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23, 24). დიახ, მოკრძალებითა და მოწიწებით მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი. ვინმე სხვისადმი ან რამისადმი თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც დაგმობილია როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში (გამოსვლა 20:4, 5; გალატელთა 5:19, 20).
ზოგმა შეიძლება საწინააღმდეგო არგუმენტი მოიყვანოს: მაგრამ ბიბლიაში ხომ არის მითითებული, რომ თაყვანი უნდა ვცეთ იესოსაც? პავლემ ხომ თქვა ებრაელთა 1:6-ში: „დაე, თაყვანი სცეს მას [ქრისტეს] ღვთის ყველა ანგელოზმა“ (ებრაელთა 1:6). როგორ შეგვიძლია გავიგოთ ამ ბიბლიური მუხლის მნიშვნელობა იმის მხედველობაში მიღებით, თუ რას ამბობს ბიბლია კერპთაყვანისმცემლობის შესახებ?
რას ნიშნავს თაყვანისცემა ბიბლიაში
პირველ რიგში უნდა გავიგოთ, თაყვანისცემაში რა იგულისხმა პავლემ ზემოთ მოყვანილ მუხლში. მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა პროსკინეო. ანგერის ბიბლიის ლექსიკონში ნათქვამია, რომ ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს, „ხელზე ეამბორო ვინმეს პატივისცემის ნიშნად ან პატივი მიაგო მას“. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ ეს სიტყვა „ნიშნავს ღრმა პატივისცემის მიგებას როგორც ადამიანისადმი, ისე ღვთისადმი“. ბიბლიურ დროში პროსკინეო ხშირად პირდაპირ გულისხმობდა ისეთი პიროვნებისადმი მდაბლად თავის დაკვრას, რომელსაც მაღალი მდგომარეობა ეკავა.
მათე 18:26; კურსივი ჩვენია). უტოლდებოდა ამ მამაკაცის მოქმედება კერპთაყვანისმცემლობას? სულაც არა. ის, უბრალოდ, მოკრძალებითა და პატივისცემით მოეპყრო მეფეს — თავის ბატონსა და უფრო მაღლა მდგომს.
დაფიქრდით იესოს მიერ მოყვანილ იგავზე მონის შესახებ, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ბატონისთვის სოლიდური თანხის უკან დაბრუნება. ზემოთ მოყვანილი ამ ბერძნული სიტყვის ერთ-ერთი ფორმა ამ იგავშიც არის გამოყენებული; „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ მიხედვით შემდეგნაირად არის ნათარგმნი ეს მონაკვეთი: „მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა [პროსკინეოს ერთ–ერთი ფორმა] [მეფეს] და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო“ (ამგვარად მდაბლად თავის დაკვრა ან სხვა სახით პატივისცემის გამოხატვა აღმოსავლეთში საყოველთაოდ მიღებული იყო ბიბლიურ დროში. თავის ძმასთან, ესავთან, შეხვედრისას იაკობმა შვიდგზის მდაბლად თაყვანი სცა მას (დაბადება 33:3). იოსების ძმები პირქვე დაემხნენ ანუ მდაბლად თაყვანის სცეს მას, რადგან ეგვიპტის მეფის კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა (დაბადება 42:6). ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით უკეთ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოხდა მაშინ, როცა ვარსკვლავთმრიცხველებმა იპოვეს პატარა იესო, რომელსაც ისინი ‘იუდეველთა ახალშობილ მეფედ’ მიიჩნევდნენ. „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ასეთნაირად გადმოგვცემს ამ ცნობას: ისინი „დაემხნენ და თაყვანი სცეს [პროსკინეო] მას“ (მათე 2:2, 11).
მაშასადამე, ნათელია, რომ სიტყვა პროსკინეო, რომელიც ბიბლიის ზოგი თარგმანის მიხედვით „თაყვანისცემად“ ითარგმნება, არ გულისხმობს მხოლოდ თაყვანისცემას, რომელსაც იეჰოვა ღმერთი იმსახურებს. ეს აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს სხვა ადამიანისადმი პატივის მიგებასა და პატივისცემას. იმისათვის, რომ არასწორად გაგებული არ იქნეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, ბიბლიის ზოგი თარგმანის მიხედვით ებრაელთა 1:6-ში სიტყვა პროსკინეო ითარგმნება როგორც „პატივი მიაგო“ („ახალი იერუსალიმის ბიბლია“), „პატივი სცა“ („თანამედროვე სრული ბიბლია“), „მდაბლად დაუკრა თავი“ (მეოცე საუკუნის ახალი აღთქმა“) ან „მდაბლად თაყვანი სცა“ („ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
იესო პატივისცემის ღირსია
იმსახურებს იესო ასეთ პატივისცემას? უეჭველია, იმსახურებს! ებრაელთა მიმართ გაგზავნილ წერილში მოციქული პავლე ხსნის, რომ იესო, როგორც ‘ყოვლის მემკვიდრე’, „დაჯდა დიდების მარჯვნივ სიმაღლეებში“ (ებრაელთა 1:2—4). ასე რომ, ‘იესოს სახელის წინაშე მუხლი უნდა მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელმა, ყოველმა ენამ უნდა აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღვთის სადიდებლად’ (ფილიპელთა 2:10, 11).
ქრისტე მალე ისარგებლებს ამ ამაღლებული მდგომარეობითა და უდიდესი ძალაუფლებით, რათა მთელი დედამიწა სამოთხედ გადააქციოს. ღვთის ხელმძღვანელობით და თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე იესო ტანჯვისგან, წუხილისა და ტკივილისგან გაათავისუფლებს მათ, ვინც ემორჩილება მის სამართლიან მმართველობას. ნუთუ ის არ იმსახურებს, რომ პატივი მივაგოთ და დავემორჩილოთ? (ფსალმუნი 2:12; ესაია 9:6; ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3, 4).
„განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“
ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ჩვენს თაყვანისცემას — რელიგიური ღრმა პატივისცემისა და სრული ერთგულების გაგებით — მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იმსახურებს. მოსემ დაახასიათა ის, როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ (აქ). და ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘თაყვანი ვცეთ ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს’ (მეორე რჯული 4:24; გამოცხადება 14:7).
იესოს, უდავოდ, მთავარი ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, რის გამოც დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს (2 კორინთელთა 1:20, 21; 1 ტიმოთე 2:5). ის არის ერთადერთი პიროვნება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მივუახლოვდეთ იეჰოვა ღმერთს (იოანე 14:6). მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანები სწორად იქცევიან, რომ თაყვანს სცემენ ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას.