ტრაგედიის დროს — რწმენის შენარჩუნება
ტრაგედიის დროს — რწმენის შენარჩუნება
დაახლოებით 60 წლის წინათ მინა ეშმა თავისი მეუღლისგან, პეტერისგან, საფოსტო ბარათი მიიღო. ხელნაწერი ცნობა მოკლე და გაურკვეველი იყო. მიუხედავად ამისა, მისმა მიღებამ ქალი გაახარა და შვება აგრძნობინა. მინას ქმარი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარი იყო, რომელიც ნაცისტურმა მთავრობამ იეჰოვას მოწმეობის გამო გააგზავნა იქ. საფოსტო ბარათის უკანა მხარეს მოკლე განაცხადი იყო: „პატიმარი ბიბლიის ჯიუტ მკვლევარად [ასე ეწოდებოდათ იეჰოვას მოწმეებს მაშინ] რჩება. . . მხოლოდ ამ მიზეზით აქვს ჩამორთმეული დასაშვები მიწერ-მოწერის უფლება, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ექნებოდა“. ამ ცნობამ მინას გააგებინა, რომ პეტერი მტკიცედ იცავდა თავის რწმენას.
ახლა უკვე გაცრეცილი და გაყვითლებული საფოსტო ბარათი დროებით არის გამოფენილი ჰოლოკაუსტის მემორიალურ ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმში, რომელიც ნიუ-იორკის ბატერი პარკში მდებარეობს. პეტერ ეშის ფოტოსურათთან ერთად საფოსტო ბარათს პატარა წვლილი შეაქვს ადამიანთა უდიდეს ტრაგედიაზე, ჰოლოკაუსტზე, თხრობაში, რომლის დროსაც ექვსი მილიონი ებრაელი დაიღუპა. მუზეუმის ძირითადი ექსპონატებია 2 000-ზე მეტი ფოტოსურათი და 800 ისტორიული და კულტურული დანატოვარი, რომლებიც ასახავს ებრაელთა თემის ისტორიას 1 880 წლიდან დღემდე, ჰოლოკაუსტის ჩათვლით. რატომ გამოუყო ადგილი ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმმა პეტერ ეშის წერილს?
„მუზეუმის მოვალეობა ებრაელთა ისტორიის წარმოჩენაა, — განმარტავს მუზეუმის ისტორიკოსი დ-რ ჯად ნიუბორნი, — იეჰოვას მოწმეებს იმის გამო დევნიდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ დევნიდნენ რწმენის გამო და იმიტომ, რომ არ სწამდათ რასიზმი და ბოროტ, მიწიერ დიქტატორს ერთგულების ფიცს არ აძლევდნენ და მხარს არ უჭერდნენ ამ დიქტატორის ომს. . . ებრაელები თავიანთი ღირებულებებისა და რწმენის შესანარჩუნებლად ბრძოლაში უდიდეს წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. მუზეუმს ასეთი სულიერი ურყეობის წარმოჩენა სურს. ეს დაწესებულება ამავე მიზეზით აღიარებს და აღტაცებულია ნაციზმის დროს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილი რწმენით“.
თავის დროებით ადგილსამყოფელში, ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმში, უბრალო წერილი აღწერს ერთი მამაკაცის ბრძოლას, რომლის იეჰოვასადმი ერთგულებაც გამოცდის წინაშე იყო. პეტერ ეშმა გადაიტანა ეს გამოცდა ნაცისტურ ბანაკში და მისი რწმენა არ შერყეულა.
[სურათი 15 გვერდზე]
ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმი ნიუ-იორკში.
[სურათები 15 გვერდზე]
ეში, იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე, რწმენის უარყოფაზე უარის თქმის გამო 1938 — 1945 წლებში დაპატიმრებული იყო.