არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

დიაბეტი. ეს-ეს არის მეორედ გადავიკითხე სტატია „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“ (8 ოქტომბერი, 1999). ათი თვის წინათ გავიგე, რომ 1-ლი ტიპის დიაბეტი მქონდა. ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი, რაც საშუალებას მაძლევდა 17 წლიდან პიონერად ანუ სრული დროით მქადაგებლად მემსახურა. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა მომიწია. ვიყენებ ინსულინის ტუმბოს. ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარჯებმა მაიძულა, პიონერული მსახურება მიმეტოვებინა. მაგრამ მადლობას გიხდით ასეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც შეგვახსენებენ, რომ სხვებიც განიცდიან მსგავს გაჭირვებას.

ბ. ფ. (შეერთებული შტატები).

ჩემი ოთხი წლის ვაჟი ორი წლის ასაკიდან დიაბეტით იტანჯება. ის გრძნობები, რაც სონიამ და მისმა ოჯახმა სტატიაში გამოხატეს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მადლობლები ვართ მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოსთვის, რომელიც პრობლემასთან გამკლავებაში გვეხმარება.

კ. რ. (მოლდოვა).

რამდენიმე ხანია, რაც ველოდი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რამე გამამხნევებელ მასალას წავიკითხავდი. ვარ 17 წლის, 5 წლის ასაკიდან დიაბეტით ვარ დაავადებული. დროდადრო ამ დაავადებასთან გამკლავება ძალიან ძნელია. ძალიან გამიხარდა ამ ადვილად გასაგები სტატიის მიღება, რომლის ჩვენებაც შემიძლია ჩემი ოჯახისა და ყველა მეგობრისთვის და რომელიც უპასუხებდა მათ კითხვებსა და გააღრმავებდა მათ ცოდნას დიაბეტის შესახებ.

კ. ვ. (კანადა).

ცხოვრების თანამგზავრის არჩევა. გმადლობთ იმ მამობრივი მზრუნველობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენს, ახალგაზრდების, მიმართ სტატიაში „როგორ ავირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი“ (8 ოქტომბერი, 1999), რომელიც გამოქვეყნდა რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“. გამოუცდელობას ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში შეჰყავს. გატაცებას ჭეშმარიტ სიყვარულად მიიჩნევენ და ნაჩქარევად ქორწინდებიან. მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე დავქორწინდე ისეთ ადამიანზე, ვისაც ვერ შევუთავსდები.

ს. რ. მ. (ბრაზილია).

40 წლის ვარ და არასოდეს გავთხოვილვარ. ყოველდღე მივმართავ იეჰოვას ლოცვით, რომ მომაძებნინოს მეუღლე და ძალიან ვცდილობ წარმატებული ქორწინებისთვის აუცილებელი თვისებების გამომუშავებას. ძალზე გამამხნევებელი იყო იმ რჩევების წაკითხვა, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იყო სულიერად მტკიცე პიროვნების ამორჩევაზე, რომელსაც მსგავსი მიზნები ამოძრავებს და ღვთის სულის ნაყოფების განვითარებას ცდილობს. დიდად გმადლობთ იმისთვის, რომ გააძლიერეთ ჩემი გადაწყვეტილება, იეჰოვაზე მინდობით გავაგრძელო ლოდინი.

ე. ფ. (შეერთებული შტატები).

ცხოვრების ისტორია. ახლა უკვე ათ წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახური ვარ და ხშირად დიდი სურვილი მიჩნდება, კარგად დაწერილი სტატიებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის განსაკუთრებით შინაარსიანია მისიონერების შესანიშნავი თავგადასავლები. ყოველთვის მსურდა, თავად ვყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი. ვილემ და გრეი ვან სელის ისტორიის („რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა“, 8 ოქტომბერი, 1999) მსგავსი ამბები საზღვარგარეთ მსახურების წადილის შენარჩუნებაში მეხმარება.

პ. კ. (შეერთებული შტატები).

იმ პერიოდში, როცა სტატიას ვკითხულობდი თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვერასოდეს მივაღწევ ჩემს სულიერ მიზნებს. ასევე, მიჭირდა დადებითი განწყობილების შენარჩუნება სრული დროით მსახურებაში. დაბრკოლებების მიუხედავად, ვილემსა და გრეის შესანიშნავი, ოპტიმისტური თვალთახედვა ჰქონდათ და იეჰოვამ აკურთხა მათი ძალისხმევა. ამან განმიმტკიცა რწმენა იმისადმი, რომ მეც შევძლებ ჩემი მიზნების მიღწევას, თუკი მტკიცე რწმენას შევინარჩუნებ.

კ. კ. (შეერთებული შტატები).

ურთიერთობა. დიდად გმადლობთ სტატიისთვის „რატომ არ შემიძლია უფრო თავისუფლად ურთიერთობა?“, რომელიც გამოქვეყნდა რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ნოემბერი, 1999). ვარ 17 წლის. სტატია თითქოს სწორად საჩემოდ იყო დაწერილი. მან ზუსტად ის გამოხატა, რასაც შინაგანად ვგრძნობ. ხშირად გამიგონია, როგორ ამბობენ ჩემზე, რომ თავმომწონე ვარ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვიღაც სხვებზე უფრო წყნარია, სულაც არ არის იმის მიზეზი, რომ არასწორი აზრი შეიქმნა ამ ადამიანზე.

რ. რ. (გერმანია).

სერიოზულმა დაავადებამ, რომელიც ბავშვობაში გადავიტანე, თავი სხვებისგან გარიყულად მაგრძნობინა. ეს სტატია ჩემს გრძნობებთან გამკლავებასა და მდგომარეობის დაძლევის საშუალების მოძებნაში დამეხმარა. ვეცდები, მეგობრები ჩემს კრებაში შევიძინო.

ჯ. ფ. ფ. (ბრაზილია).