„მე მომწონს, თუ როგორ აშუქებს ის საკითხებს“
„მე მომწონს, თუ როგორ აშუქებს ის საკითხებს“
ეს სიტყვები ეკუთვნის ბიზნეს-სასწავლებელში მომსახურე იუკატანელ (მექსიკა) ახალგაზრდას, რომლებიც მან იმასთან დაკავშირებით თქვა, თუ როგორ აშუქებს ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ სხვადასხვა საკითხს. წერილში ის განმარტავს, რომ „გამოიღვიძეთ!“ სადაზღვევო ბროკერაჟის ფირმაში თანამშრომელმა მისცა, რომელიც მოწმე იყო.
„გამოიღვიძეთ!“-ის შესახებ იგი აღნიშნავს: „ის არის ინფორმაციისა და სიმართლის ნამდვილი წყარო. მე მომწონს, თუ როგორ აშუქებს ის საკითხებს, რადგან არ ერევა პოლიტიკაში და ადამიანებს შორის ზღვარს არ ავლებს. ამ ჟურნალის კითხვით პრობლემებიდან გამოსავალი ვიპოვე. ეს არის მიმზიდველი, გაწონასწორებული, თანამედროვე და სარგებლობის მომტანი პუბლიკაცია. გულწრფელად გიხდით მადლობას!“.
რამდენიმე წლის წინათ „გამოიღვიძეთ!“ განიხილავდა საყვარელი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებულ სირთულეებს. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ხელახლა გამოქვეყნდა ბროშურის სახით, სათაურით „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“. შესაძლოა, თქვენ ან რომელიმე თქვენი ნაცნობი განუგეშოთ ამ 32-გვერდიანმა ბროშურამ. თუ გსურთ, მიიღოთ ბროშურის ეგზემპლარი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გააგზავნეთ მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.