არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მედიცინის პიონერები

მედიცინის პიონერები

მედიცინის პიონერები

პატარა ქალაქ უპეიეში მცხოვრებ 61 წლის ბელგიელ მამაკაცს, ჟოზეს, უთხრეს, რომ მას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებოდა. „ჩემთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო“, — ამბობს ის. სულ რაღაც ოთხი ათეული წლის წინათ ღვიძლის გადანერგვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. XX საუკუნის 70-იან წლებშიც კი გადანერგვის შემდეგ ავადმყოფების გადარჩენის ალბათობა მხოლოდ და მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენდა. მაგრამ დღეს სამედიცინო წრეებში ღვიძლის გადანერგვა ჩვეულებრივ ამბად იქცა და ეს ოპერაცია ბევრად უფრო წარმატებით ტარდება.

მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ერთი დიდი ხელშემშლელი ფაქტორი. იმის გამო, რომ ღვიძლის გადანერგვისას ხშირად ბევრი სისხლი იკარგება, ექიმები, ჩვეულებრივ, ოპერაციის მსვლელობისას სისხლის გადასხმას მიმართავენ ხოლმე. თავისი რელიგიური მრწამსის გამო ჟოზეს არ სურდა სისხლის გადასხმა, მაგრამ ის თანხმობას აცხადებდა ღვიძლის გადანერგვაზე. შეუძლებელია? ვინმემ შეიძლება ასეც იფიქროს. მაგრამ მთავარი ქირურგი თვლიდა, რომ მას და მის კოლეგებს სისხლის გამოუყენებლად ოპერაციის წარმატებით ჩატარების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ; და მათ გამოიყენეს კიდეც ეს შესაძლებლობა! სულ რაღაც 25 დღეში ჟოზე შინ დაუბრუნდა თავის ცოლსა და ქალიშვილს *.

მათი ოსტატობის წყალობით, ვისაც ჟურნალმა „თაიმმა“ „მედიცინის გმირები“ უწოდა, უსისხლო მედიცინა და ქირურგია უწინდელთან შედარებით ამჟამად უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ რატომ არსებობს მასზე ასეთი მოთხოვნილება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდი განვიხილოთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული სამწუხარო ისტორია.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 რომელიმე ორგანოს გადანერგვის საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეები გადაწყვეტილებას საკუთარი სინდისით იღებენ.

[სურათი 3 გვერდზე]

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 90 000-ზე მეტი ექიმია, რომლებიც მზად არიან, უსისხლოდ უმკურნალონ იეჰოვას მოწმეებს.