„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში“
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში“
ზემოთ მოყვანილი სიტყვები 13 წლის კალიფორნიელმა ულრიკემ მოგვწერა წიგნის, „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“, შესწავლასთან დაკავშირებით. ის გვწერს:
«მადლიერი ვარ იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთ თავში, „მარტოხელამშობლიან ოჯახებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა!“, არის მოცემული. ეს დამეხმარა, მოსაწონი და უფრო გამოსადეგი ვყოფილიყავი დედაჩემისთვის, რადგან ის მარტოხელა მშობელია. ამავე დროს, ამ თავის საშუალებით უფრო კარგად გავიგე, თუ რას გრძნობდა დედა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში და მხოლოდ მე განვიცდიდი ემოციურ ტკივილს». დასასრულ, ამ ახალგაზრდამ თქვა: „ეს წიგნი ბევრ რამეში დამეხმარა!“
ეს 192-გვერდიანი წიგნი მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს დაეხმარა. „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ოჯახის ყველა წევრისთვის — ქმრებისთვის, ცოლებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის და ბებია-პაპებისთვის — დიახ, ყველასთვის. წიგნში მოცემულია შემდეგი დამმოძღვრავი თავებიც: „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“, „დაეხმარეთ მოზარდს განვითარებაში“, „დაიცავი ოჯახი საზიანო გავლენებისგან“ და „შეინარჩუნე მშვიდობა ოჯახში“.
თუ გსურთ, მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, შეავსეთ მარცხნივ მოცემული ტალონი და გააგზავნეთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე. თქვენ მიიღებთ განსაკუთრებულ რჩევებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ პრობლემების გადაჭრას და დატკბებით ისეთი სასიამოვნო ოჯახური ცხოვრებით, როგორიც შემოქმედს სურს ჩვენთვის.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.