არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

ხმალა მსურს შეგაქოთ სტატიისთვის „ხმალა — არაჩვეულებრივი სინაზისა და სილამაზის ყვავილი“ (8 მარტი, 2000). მსიამოვნებს, როდესაც თქვენი ეკლესიის წევრები მაკითხავენ, თუმცა ვეჭვობ, რომ ოდესმე შევუერთდები მათ. ასეა თუ ისე, სტატია დაწერილია ისეთი ადამიანის მიერ, რომლისთვისაც მართლაც კარგად არის ცნობილი ეს საკითხი. ამ პრობლემებით სავსე მსოფლიოში ხმალას გახარება დასვენებისა და სიცოცხლისგან სიამოვნების მიღების შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს.

ჩ. მ. (შეერთებული შტატები).

თვითმკვლელობა სტატიების სერია „თვითმკვლელობა — ვის სიცოცხლეს უფრო ემუქრება ეს საფრთხე?“ (8 მარტი, 2000) ზუსტად ის იყო, რაც ჩვენ გვესაჭიროებოდა. რვა თვის წინათ მოულოდნელად გარდამეცვალა დედა. მისი სიკვდილის დროს მამა შინ არ იყო და ამიტომ თავს დამნაშავედ გრძნობდა. ის ამბობდა, რომ სიცოცხლე აღარ სურდა. ამიტომაც ეს სტატიები მამაჩემსაც და მეც დიდად დაგვეხმარა.

რ. ზ. (გერმანია).

ორი წლის წინათ პაპაჩემმა თავი მოიკლა. ცოლის სიკვდილის შემდეგ მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა. თქვენი სტატიები დამეხმარა პაპაჩემის მოქმედების ახსნაში.

ა. მ. (შეერთებული შტატები).

იანვარში ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელიც 48 წლის იყო, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს ჩვენს საფოსტო ყუთში მამამ, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, „გამოიღვიძეთ!“-ის ეს გამოცემა აღმოაჩინა. გაოგნებული და ნამტირალევმა გვიჩვენა ეს ჟურნალი. ამ მანუგეშებელმა სტატიებმა შვებისა და მადლიერების ცრემლები მოგვგვარა.

ბ. ჯ. (შეერთებული შტატები).

შარშან ჩვენს სასკოლო ოლქში ექვსმა ბავშვმა მოიკლა თავი. ამ ამბავმა იმდენად დიდი შეშფოთება გამოიწვია, რომ სკოლებში განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაწესდა, თვითმკვლელობა რომ არავის ჩაედინა. ჟურნალის ამ გამოცემას ისეთ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს ვთავაზობდით, სადაც, ჩვეულებრივ, ჩვენს ცნობას არ ისმენენ. ზოგჯერ ჟურნალს შეთავაზების დამთავრებამდე გვართმევდნენ!

კ. კ. (შეერთებული შტატები).

მოზარდობისას, მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ორჯერ ვცადე თავის მოკვლა. ზოგისთვის თავად სიტყვა „თვითმკვლელობაც“ კი ტაბუდადებულია. გმადლობთ იმისათვის, რომ ეს საკითხი „გამოიღვიძეთ!“-ში განიხილეთ. ჩემი აზრით, სტატიები გულახდილი, რეალისტური და ადვილად გასაგებია.

მ. გ. (საფრანგეთი).

პრობლემები მეგობრებს შორის სტატია „რატომ მაწყენინა მეგობარმა?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მარტი, 2000), ძალიან დამეხმარა. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთანაც ექვს-ნახევარი წლის მეგობრობა მაკავშირებს, ძალიან მაწყენინა. თქვენს სტატიაში მოცემული რჩევების გათვალისწინებით, მე და ჩემმა მეგობარმა მშვიდად ვისაუბრეთ. ამის შედეგად დღეს ჩვენ ერთმანეთთან უფრო ახლოს ვართ.

მ. ლ. (შეერთებული შტატები).

ხშირად მსურდა, თქვენთვის მომეწერა, მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია. ეს-ესაა დავამთავრე სტატიის „რატომ მაწყენინა მეგობარმა?“ კითხვა, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 მარტი, 2000). ჩემს ახლო მეგობართან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა მქონდა და ვგრძნობდი, რომ მის მიმართ გულისწყრომა მიძლიერდებოდა. ეს სტატია დროული იყო.

კ. ვ. (იტალია).

ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მაწყენინა. სტატია დამეხმარა იმის დანახვაში, რომ არასრულყოფილების გამო დროდადრო შეიძლება ერთმანეთი გავაღიზიანოთ. მე გავითვალისწინე სტატიაში მოცემული რჩევა და გადავწყვიტე პრობლემები.

ნ. ტ. (ტრინიდადი).

ვარ 18 წლის და მყავს ორი ახლო მეგობარი. ერთი ჩემზე ბევრად უფროსია, ხოლო მეორე — ორი წლით უმცროსი. ამ ბოლო დროს ჩემსა და ჩემზე უმცროს მეგობარს შორის რაღაც პრობლემები გაჩნდა. ეს სტატია კარგ დროს მოვიდა. კოლასელთა 3:13 შეგვახსენებს, რომ იეჰოვა ძალიან, ძალიან ბევრჯერ გვპატიებს და რომ ჩვენც უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. ბოლო აბზაცი პატიების მნიშვნელობის გაგებაში დამეხმარა. ამიტომაც ყოველ ჩვენგანს უნდა გვსურდეს, ვიყოთ იგავნის 18:24-ში აღწერილი მეგობრის მსგავსი, რომელიც ძმაზე ან დაზე მეტადაც კი მოყვარულია.

ვ. კ. (შეერთებული შტატები).