საუკეთესოდ გამოვიყენოთ შთამბეჭდავი ფილმი
საუკეთესოდ გამოვიყენოთ შთამბეჭდავი ფილმი
ტილე მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სკოლაში დამოწმების შესაძლებლობა მიეცა. კლასი განიხილავდა მასალას მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკაუსტის შესახებ. ტილე მოუყვა თავის მასწავლებელს, რომ არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ იეჰოვას მოწმეებსაც ტანჯავდნენ და კლავდნენ ამ საზარელ დროს. მასწავლებელმა მას ნება დართო, კლასში მიეტანა ვიდეოფილმი, სახელწოდებით „იისფერი სამკუთხედები“. ფილმის ჩვენებამდე მასწავლებელმა კლასს მიმართა: „მაშინ როცა უამრავი ებრაელი მოკლეს ჰოლოკაუსტის დროს, სხვა მრავალი ადამიანი, რომლებიც იდევნებოდნენ, ხალხს მხედველობიდან გამორჩა. მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ“.
ფილმმა მასწავლებელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კასეტა სხვა მასწავლებელსაც ათხოვა მის კლასში საჩვენებლად. ტილეს გაახსენდა, რომ თავისი ერთ-ერთი მასწავლებლის ძმაც ჰოლოკაუსტის მსხვერპლი იყო. მან იმ მასწავლებელსაც მიუტანა ვიდეოკასეტა, რომელმაც იმ საღამოსვე ნახა ფილმი.
მთლიანობაში, 60-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ფილმი, სახელწოდებით „იისფერი სამკუთხედები“, რომელმაც ბევრი დააინტერესა. ეს ყოველივე იმიტომ მოხდა, რომ პატარა გოგონამ გაბედულად ისაუბრა თავისი რელიგიის შესახებ (ფსალმუნი 8:3).