არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კოლექციონერი, რომელსაც სურდა, პატივი მიეგო შემოქმედისთვის

კოლექციონერი, რომელსაც სურდა, პატივი მიეგო შემოქმედისთვის

კოლექციონერი, რომელსაც სურდა, პატივი მიეგო შემოქმედისთვის

ამერიკელმა მოქანდაკემ და პეპლების კოლექციონერმა ჰერმან სტრეკერმა საუკუნის წინათ ამერიკაში იმ დროისათვის პეპლებისა და ჩრჩილების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კოლექცია დატოვა, რომელიც — დაახლოებით 50 000 ნიმუში — ახლა ჩიკაგოში (ილინოისი, აშშ) არსებული ფილდიის სახელობის მუზეუმის ყველაზე დიდ ადგილს იკავებს. ერთ-ერთი სახეობა, სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მეტისმეტად დიდი ზომის აბრეშუმის ჩრჩილი, ამ კოლექციაში თავისი სახელის გამოა ცნობილი. თავის წიგნში, „ქერცლფრთიანები“, ბატონმა სტრეკერმა აღნიშნა, რომ მან ამ სახეობას დაარქვა არა იმ ადამიანის სახელი, ვინც გაუმასპინძლდებოდა ან ფულს ასესხებდა, არამედ — შემოქმედის *. ამგვარად ეს „ულამაზესი“ სახეობა მნახველს ღმერთს გაახსენებს. ამიტომ, ბატონი სტრეკერის სურვილისამებრ, შემოქმედისთვის პატივის მისაგებად, დღეს ეს აბრშუმის ჩრჩილი ატარებს მეცნიერულ სახელს Copiopteryx jehovah.

მაგრამ ბატონ სტრეკერის მიერ ღვთის სახელის გამოყენებას ზოგიერთი მისი თანამედროვე ეწინააღმდეგებოდა, როგორც ეს ერთმა კრიტიკოსმა დაწერა: „გონიერი ადამიანებისთვის ეს სახელი წარმოადგენს მნიშვნელოვანს და დამაფიქრებელს, ყოველივე წმინდას“. ამას სტრეკერი შემდეგი სიტყვებით პასუხობს: „თუ ასეა, მაშ, მე დიდად მოხარული ვარ, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე. ჩემი აზრით, ნებისმიერი რამ, რაც შემოქმედს გაგვახსენებდა, . .  კეთილსასურველი უნდა იყოს; და რამდენად უკეთესი იქნებოდა დავფიქრებულიყავით წმინდა ქმნილებებზე, რომლებიც უზენაესის სიდიადესა და ძალაზე მეტყველებენ?“ აქედან გამომდინარე, კოლექციონერმა სტრეკერმა დაასკვნა: „ძნელი წარმოსადგენია, არსებობდეს რაიმე გონივრული არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ შემოქმედის ქმნილებათაგან ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოს მისი სახელი დაერქვას“.

სტრეკერის ღვთისმოსაობა და შემოქმედისადმი ღრმა პატივისცემა ფრიად საყურადღებოა. დღეს ქრისტიანები ფრთხილობენ, რომ ღვთის დიდებული სახელი იმ სახით გამოიყენონ, რომელიც განადიდებს მას.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ბატონი სტრეკერის წიგნის სრული სათაურია — „Lepidoptera, Rhopaloceres and Heteroceres, Indigenous and Exotic; With Descriptions and Colored Illustrations“ (1872).

[სურათი 31 გვერდზე]

ჰერმან სტრეკერი.

[საავტორო უფლება]

Herman Strecker: From the book The Passing Scene, Vol. 8/The Historical Society of Berks County

[სურათი 31 გვერდზე]

(ნატურალური ზომის).