მუდმივ კავშირად უნდა იქცეს ქორწინება?
ბიბლიის თვალსაზრისი
მუდმივ კავშირად უნდა იქცეს ქორწინება?
საერთოდ, რატომ უნდა ვსვამდეთ ამ კითხვას? განა საქორწინო აღთქმაში არ არის ნათქვამი, რომ მეუღლეები მთელი სიცოცხლის განმავლობაში, „ჭირსა და ლხინში“, ერთად უნდა იყვნენ? დიახ, საქორწინო აღთქმაში ნეფე-დედოფალი, ჩვეულებრივ, განაცხადებს იმას, რომ იღებენ ვალდებულებას, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრებათ. მაგრამ ბევრი აღარ თვლის თავს ვალდებულად ამ აღთქმის შესასრულებლად. შემაშფოთებლად ბევრი დაქორწინებული წყვილი წყვეტს ოჯახურ კავშირს — ზოგი რამდენიმე თვეში, სხვები კი ათწლეულების შემდეგ. რატომ იკარგება ქორწინების ინსტიტუტისადმი პატივისცემა? ამ კითხვაზე ბიბლია გვპასუხობს.
გთხოვთ, წაიკითხოთ მე-2 ტიმოთეს 3:1—3 და წაკითხული შეადაროთ თანამედროვეობას. კერძოდ კი, ამ მუხლებში წერია: «უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, . . . უმადურნი, უწმიდურნი [„ორგულნი“, აქ], მოძულენი, შეურიგებელნი, . . . შეუკავებელნი». ეს წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით სრულდება. ამ თვისებების გამო მთელ მსოფლიოში ზარალდება და სუსტდება ცოლქმრული ურთიერთობები, რასაც განქორწინებათა დიდი რიცხვიც ამტკიცებს.
ცხადია, ბევრ ადამიანს დაკარგული აქვს პატივისცემა ცოლქმრობისადმი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიკითხოთ: სერიოზულად უნდა შევხედოთ ქორწინებას? არსებობს ისეთი რამ, რასაც ქორწინების წმინდა კავშირი ეწოდება? როგორ უნდა უყურებდნენ ქრისტიანები ქორწინებას? რა დახმარებას სთავაზობს ბიბლია დაქორწინებულ წყვილებს?
შეიცვალა ღვთის თვალსაზრისი?
თავიდანვე, ადამიანების შექმნისას, ღმერთს არ უხსენებია, რომ საქორწინო კავშირი დროებითი იყო. დაბადების 2:21—24-ში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა; აქ საერთოდ არ არის ნახსენები ის, რომ არსებობდა განქორწინების ან განცალკევებით ცხოვრების არჩევანი. პირიქით, 24-ე მუხლში ნათქვამია: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“. რას ნიშნავს ეს?
დაფიქრდით ადამიანის სხეულზე — იმაზე, თუ როგორ არის სხვადასხვა ქსოვილი ერთმანეთთან შეერთებული ყოველგვარი ნაკერის გარეშე და რა მყარადაა შეკავშირებული ძვლები, თანაც შეერთების დაბადების 2:24-ში ნახსენები სიტყვა ‘ერთხორცი’ ცოლქმრულ კავშირში არსებულ სიახლოვესა და მის მუდმივობას უსვამს ხაზს. მასში ის გაფრთხილებაც არის ნაგულისხმები, რომ ამ კავშირის დარღვევის შემთხვევაში მტანჯველი ტკივილი აუცდენელია.
ადგილებში ისინი ერთმანეთს არ ეხახუნება. რა მყარი კავშირია! მაგრამ რა მტკივნეულია, როდესაც ეს შეუდარებელი ორგანიზმი სერიოზულად ზიანდება! ამიტომაცმიუხედავად იმისა, რომ გასულ ათასწლეულში ადამიანთა თვალსაზრისი ქორწინებაზე განუწყვეტლივ იცვლებოდა, ღმერთი ქორწინებას კვლავ მუდმივ კავშირად თვლის. დაახლოებით 2 400 წლის წინათ ზოგმა ებრაელმა მამაკაცმა თავისი პირველი ცოლი მიატოვა იმ მიზნით, რომ უფრო ახალგაზრდა ქალებზე დაქორწინებულიყვნენ. ღმერთმა დაგმო ასეთი მოქმედება, როდესაც მალაქია წინასწარმეტყველის პირით განაცხადა: „თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. რადგან მძულს გაყრა, ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი“ (მალაქია 2:15, 16).
დაახლოებით ოთხი საუკუნის შემდეგ დაბადების 2:24-ის ციტირებისას იესომ დაადასტურა ღვთის თავდაპირველი შეხედულება ქორწინებაზე, შემდეგ კი ბრძანა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:5, 6). წლების შემდეგ პავლე მოციქულმა დაარიგა ქრისტიანები, რომ ‘ცოლი არ გაყროდა ქმარს’ და ‘ქმარს არ მიეტოვებინა თავისი ცოლი’ (1 კორინთელთა 7:10, 11). ბიბლიის ამ მუხლებში ზუსტად არის მოცემული ღვთის თვალსაზრისი ქორწინებაზე.
ბიბლიის თანახმად, შეიძლება თუ არა, ქორწინება ოდესმე დასრულდეს? დიახ, ეს ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მეუღლე კვდება (1 კორინთელთა 7:39). მრუშობის გამოც შეიძლება გაწყდეს ოჯახური კავშირი, თუკი უდანაშაულო მეუღლე ასე გადაწყვეტს (მათე 19:9). სხვა შემთხვევებში ბიბლია წყვილს ერთად დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორ ვაქციოთ ქორწინება მუდმივ კავშირად
ღმერთს სურს, რომ ქორწინება დაემსგავსოს არა არსებობისთვის ბრძოლას, არამედ სასიამოვნო, ბედნიერებით აღსავსე მოგზაურობას. მისი სურვილია, ცოლ-ქმარმა პრობლემები გადაჭრას და ერთმანეთით გაიხარონ. მისი სიტყვა გვხელმძღვანელობს იმაში, თუ როგორ ვაქციოთ ქორწინება ბედნიერ, მუდმივ კავშირად. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ შემდეგ მუხლებს.
ეფესელთა 4:26: „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ *. ერთ ბედნიერ დაქორწინებულ მამაკაცს სჯერა, რომ ეს ბიბლიური მუხლი მასა და მის ცოლს უთანხმოებების დაუყოვნებლივ გადაწყვეტაში ეხმარება. „თუკი უთანხმოების შემდეგ ვერ იძინებთ, რაღაც რიგზე ვერ არის. არ უნდა დაუშვათ, რომ პრობლემა გადაუჭრელი დაგრჩეთ“, — ამბობს ის. ზოგჯერ ის და მისი ცოლი პრობლემების შესახებ ღამე საუბრობდნენ და გულდასმით არჩევდნენ მათ. ასეთი მოქმედება კი წარმატების მომტანია. ეს მამაკაცი დასძენს: „ბიბლიური პრინციპების გამოყენებას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება“. ამგვარი ქმედებით ამ კაცმა და მისმა ცოლმა ერთად 42 ბედნიერი წელი გაატარეს.
კოლასელთა 3:13: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“. ერთი ქმარი ხსნის იმას, თუ თვითონ და თავისი მეუღლე როგორ იყენებენ ამ რჩევას: „მეუღლეებმა შეიძლება გააღიზიანონ ერთიმეორე და არ არის აუცილებელი, რომ ეს რაღაც არასწორი საქციელის გამო მოუვიდეთ. ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ ყველას აქვს თავისებურებები და ჩვევები, რომლებიც სხვა ადამიანებს არ სიამოვნებთ. ჩვენ თვალს ვხუჭავთ ერთიმეორის ნაკლოვანებებზე და მათ ჩვენს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენის უფლებას არ ვაძლევთ“. უეჭველია, რომ ეს განწყობა ერთად ყოფნის 54 წლის მანძილზე ეხმარებოდა მათ!
ასეთი ბიბლიური პრინციპების გამოყენება განამტკიცებს იმ კვანძებს, რომლებითაც ცოლ-ქმარი არის დაკავშირებული. ამიტომაც მათი ცოლქმრობა სიხარულისა და კმაყოფილების მომტანი და, ამავე დროს, მუდმივი იქნება.
[სქოლიო]
^ აბზ. 14 პირველი საუკუნის შუა აღმოსავლეთში, დროის ათვლის სისტემის მიხედვით, დღე მზის ჩასვლისას მთავრდება. ამგვარად, პავლე მოუწოდებს მკითხველებს, ყოველი დღის დასრულებამდე ყველასთან გაარკვიონ ურთიერთობა და მშვიდობა იქონიონ.