არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველასთვის „დროული რჩევა“

ყველასთვის „დროული რჩევა“

ყველასთვის „დროული რჩევა“

„ო, რა გონივრული და დროული იყო რჩევა, რომელმაც გული ამიჩუყა“, — მოგვწერა „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ ერთ-ერთმა მკითხველმა. ნამდვილად შეეხო ჩემს გულსა და გრძნობებს მასში დაწვრილებით განხილული საკითხები და ის, თუ როგორ შეუძლია სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენას ოჯახში შექმნილ ნებისმიერ რთულ სიტუაციასთან გამკლავება. ზუსტად მე-8 თავის ნახევარზე შევჩერდი, რომ თქვენთვის მომეწერა, რადგან ლოდინი აღარ შემეძლო“.

ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) მცხოვრებმა ამ მადლიერმა მკითხველმა დასძინა: „მე ვლოცულობ, რომ, როგორც ჩემი, ისე მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრები მრავალი ოჯახი უფრო მეტი გულისყურით მოეკიდოს ამ წიგნში მოცემულ საკითხებს“.

ეს 192-გვერდიანი წიგნი მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს დაეხმარა. მასში მოცემული საკითხები სასარგებლოა ოჯახის ყველა წევრისთვის — ქმრისთვის, ცოლისთვის, მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და ბებია-პაპებისთვის. წიგნში მოცემულია ისეთი დამრიგებლობითი თავები, როგორიცაა: „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“; „დაეხმარეთ მოზარდს განვითარებაში“; „დაიცავი ოჯახი საზიანო გავლენებისგან“; „შეინარჩუნე მშვიდობა ოჯახში“.

თუ გსურთ, მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, შეავსეთ მარცხნივ მოცემული ტალონი და გაგზავნეთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე. თქვენ მიიღებთ განსაკუთრებულ რჩევებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ პრობლემების გადაჭრას და გაიხარებთ ისეთი ოჯახური ცხოვრებით, როგორიც შემოქმედს სურს ჩვენთვის.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.