არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისტორია უნდა გვჯეროდეს მისი?

ისტორია უნდა გვჯეროდეს მისი?

ისტორია უნდა გვჯეროდეს მისი?

„ისტორიის ცოდნა. . . იმ აზრს გვინერგავს, რომ ჩვენ ვართ იმ კაცობრიობის ნაწილი, რომელიც სათავეს ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე იღებს და ჩვენი სიკვდილის შემდეგაც დიდ ხანს განაგრძობს არსებობას“. „ისტორიის შესასწავლი მოკლე ცნობარი“, ავტორი მაიკლ სტანფორდი.

ისტორიის გარეშე ცხოვრება მეხსიერების გარეშე ცხოვრებას ჰგავს. უისტორიოდ თქვენ, თქვენი ოჯახი, თქვენი სანათესაო და თქვენი ერიც კი, ფესვების გარეშე, წარსულის გარეშე აღმოჩნდებოდა. აწმყო უსაძირკვლოდ და აზრს მოკლებულად მოგვეჩვენებოდა.

ისტორია შეიძლება შევადაროთ დიდ საგანძურს, რომელიც სავსეა ცხოვრებისეული გაკვეთილებით. მას შეუძლია დაგვეხმაროს იმაში, რომ ერთი და იგივე შეცდომები, რომლებიც სხვებს წარსულში დაუშვიათ, ხშირად ჩვენც არ გავიმეოროთ. როგორც ერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, ის, ვინც ივიწყებს წარსულს, უცილობლად იმეორებს მას. ისტორიის ცოდნამ შეიძლება წარსულ ცივილიზაციებში ჩაგვახედოს, მოგვხიბლოს გასაოცარი აღმოჩენებით, გაგვაცნოს საინტერესო ადამიანები და განსხვავებული შეხედულებები.

მაგრამ იმის გამო, რომ ისტორია დიდი ხნის წინათ მცხოვრები ადამიანებისა და მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მისი მონათხრობი სანდოა? თუკი ისტორიიდან ფასდაუდებელი გაკვეთილების მიღება გვინდა, ცხადია, ისინი ნამდვილ ფაქტებს უნდა ეყრდნობოდეს. და როცა ვიგებთ სიმართლეს, ჩვენ უნდა დავეთანხმოთ მას მაშინაც კი, თუ ის არც ისე სასიამოვნოა. წარსული ვარდის ბუჩქს ჰგავს — ის მიმზიდველიცაა და ეკლიანიც; მას შეუძლია აღგვაფრთოვანოს და შეუძლია ტკივილი მოგვაყენოს.

მომდევნო სტატიებში განვიხილავთ კაცობრიობის ისტორიის ზოგიერთ მხარეს, რომლებიც დაგვეხმარება წაკითხულის სიზუსტის შეფასებაში. აგრეთვე განვიხილავთ იმას, თუ რა სარგებლობის მიღება შეუძლია დაკვირვებულ მკითხველს უტყუარი ისტორიული ჩანაწერებიდან.

[სურათი 3 გვერდზე]

რა გაკვეთილების სწავლა შეგვიძლია ისტორიიდან?

[სურათი 3 გვერდზე]

დედოფალი ნეფერტიტი

[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]

Nefertiti: Ägyptisches Museum der Staatlichen Museen Preußischer Kulturbesitz, Berlin

Border: Photograph taken by courtesy of the British Museum