მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ჰალსტუხები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო სტატიისთვის: „ჰალსტუხები — ძველად და ახლა“ (8 ივნისი, 2000). მყავს სამი შვილი, რომლებსაც იეჰოვასადმი სიყვარულს ვუნერგავ. უფროსი ვაჟი 13 წლის არის და არც მან და არც მე არ ვიცოდით ჰალსტუხის კვანძის შეკვრა. არა და სჭირდება, როდესაც თეოკრატიული მსახურების სკოლაში დავალებები აქვს. ჩემს ურწმუნო ქმარს კი არასოდეს ჰკეთებია ჰალსტუხი. მადლობა, რომ გვაჩვენეთ, როგორ გავაკეთოთ ჰალსტუხის კვანძი ასე იოლად.
მ. ბ. (შეერთებული შტატები).
ვარ 11 წლის და, რამდენად უცნაურადაც უნდა ჩანდეს, როგორც იქნა, ჰალსტუხის გაკეთება თქვენი ილუსტრაციებიდან ვისწავლე. ახლა ყველა ჩემი ჰალსტუხის გამოყენება შემიძლია, რომლებიც გარდერობში მაქვს!
ა. ფ. (იტალია).
საზღვარგარეთ ცხოვრება. მადლობა სტატიისთვის „რა მოხდება, საზღვარგარეთ რომ ვიცხოვრო?“, რომელიც გამოქვეყნებული იყო რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ივლისი, 2000). ამ რუბრიკას ყოველთვის ვკითხულობდი, მაგრამ ხშირად მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ზოგიერთი საშიშროება, რომლებსაც თქვენ აღწერდით, გაზვიადებული იყო. გასულ წელს საზღვარგარეთ ვიმოგზაურე, რადგან მონაწილეობა მივიღე კულტურის გაცნობის მიზნით ჩვენს სასწავლებელსა და სხვა უნივერსიტეტს შორის სტუდენტების გაცვლის პროგრამაში. მართალია, ძალზე ბევრი საინტერესო შემთხვევა მქონდა, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ეს არ აღმოჩნდა სასარგებლო.
მ. ფ. (იტალია).
ეს სტატია და აგრეთვე სტატია „როგორ შევეგუო საზღვარგარეთ ცხოვრებას?“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 აგვისტო, 2000) ჩემთვის „დროული საზრდო“ იყო (მათე 24:45). გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ენის შესწავლის მიზნით, ერთი წელი საზღვარგარეთ ვიცხოვრო. ასე რომ, ნამდვილად მადლიერი ვარ თქვენი რჩევებისთვის და პრაქტიკული, სანდო ინფორმაციისთვის.
ი. ზ. (შვეიცარია).
ღიმილი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი სტატიისთვის „ღიმილი გამშვენებთ!“ (8 ივლისი, 2000). სრულიად ვეთანხმები იქ ნათქვამს, რამაც შემახსენა, რომ ყოველთვის დადებითად მეფიქრა და ჩემი ღიმილი ყოველთვის გულწრფელი ყოფილიყო. დიახ, ღიმილი ხელს გვიწყობს მეგობრების შეძენაში. ის აგრეთვე დაძაბულობის თავიდან აცილებაშიც გვეხმარება.
ფ. ჩ. (ჩინეთი).