არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტატისტიკა შიდს-ის შემაძრწუნებელ შემოტევას ცხადყოფს!

სტატისტიკა შიდს-ის შემაძრწუნებელ შემოტევას ცხადყოფს!

სტატისტიკა შიდს-ის შემაძრწუნებელ შემოტევას ცხადყოფს!

ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში

თემბეკა 12 წლის გოგონაა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. მშობლები შიდს-ით დაეღუპნენ და უმცროსი დები, რომელთა ასაკიც ათი, ექვსი და ოთხი წელია, მისი მოსავლელები გახდნენ. „გოგონებს საკუთარი შემოსავალი არა აქვთ და მთლიანად კეთილ მეზობლებზე არიან დამოკიდებული. . . მათგან მოწოდებულ პურსა და რამდენიმე კარტოფილზე,“ — განაცხადა ერთმა კორესპონდენტმა. ოთხი დაობლებული გოგონას სურათი გამოქვეყნებული იყო სამხრეთ აფრიკული გაზეთის პირველ გვერდზე, რომელიც იტყობინებოდა 2000 წლის ივლისში დურბანში (სამხრეთი აფრიკა) ჩატარებული XIII საერთაშორისო კონფერენციის შესახებ, რომელიც შიდს-თან დაკავშირებულ პრობლემებს განიხილავდა.

შიდს-ის შედეგად დაობლებული მილიონობით ბავშვი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც თემბეკა და მისი უმცროსი დები. კონფერენციაზე განიხილებოდა შიდს-თან ბრძოლის მეთოდები, რომელთა შორისაც იყო მოსახლეობის განათლება შიდს-ის თავიდან აცილების მიზნით პრეზერვატივის გამოყენებასთან დაკავშირებით, შიდს-ის მკურნალობის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც შედარებით იაფია მოსახლეობისთვის და დღესდღეობით ხელმისაწვდომია, აგრეთვე შიდს-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი თანხების გაზრდა. ისაუბრეს იმის თაობაზეც, რომ აივ-ით დაინფიცირებისა და შიდს-ის განვითარების რისკი ქალებსა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში გაცილებით დიდია.

სამწუხაროდ, ბევრ ობოლზე, ვისაც მშობლები შიდს-ით დაეღუპა, ნადირობენ მამაკაცები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქალწულებთან სქესობრივი კავშირის დამყარებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან განიკურნებიან. გარდა ამისა, ბევრ მამაკაცს ქალიშვილი მანამ არ მოჰყავს ცოლად, სანამ ბავშვს არ გააჩენს. ამის გამო, პრეზერვატივის გამოყენებას ქორწინებისა და დედობის საწინააღმდეგო ბარიერად მიიჩნევენ.

სამწუხაროდ, ბევრმა ქალიშვილმა არაფერი იცის შიდს-თან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. სამხრეთ აფრიკაში გამომავალი ჟურნალი „სოვეტანი“ თავის კომენტარს უკეთებდა იმ ანგარიშს, რომელიც გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდმა (იუნისეფი) ამ კონფერენციისთვის გამოსცა: „იუნისეფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 15-დან 19 წლამდე გოგონების 51-მა პროცენტმა არ იცოდა, რომ ადამიანი, რომელიც ჯანმრთელად გამოიყურება, შეიძლება ინფიცირებული იყოს გადამდები აივ-ით“.

შიდს-ის გავრცელების სხვა მიზეზი ქალების სექსუალური შეურაცხყოფაა. რანჯენი მუნუსამი, რომელიც კონფერენციას დაესწრო, იოჰანესბურგში (სამხრეთი აფრიკა) გამომავალ გაზეთ „სანდი ტაიმზში“ იტყობინებოდა: „მამაკაცის ძალის გამოვლენის ყველაზე შემაშფოთებელი ფორმა, ქალებზე ძალადობა, აივ-ის თავიდან აცილებასა და მკურნალობას კვლავაც უდიდეს დაბრკოლებას უქმნის. ასეთი ძალადობის გამოვლენის მრავალი ფორმა — გაუპატიურება, სისხლის აღრევა, ცოლის ცემა და სექსუალური შეურაცხყოფა — თავისთავად გვიჩვენებს, რომ სექსუალურ კავშირს ხშირად ძალდატანებით ამყარებენ, რაც, თავის მხრივ, აივ-ით ინფიცირების დიდ საფრთხეს ქმნის“.

ამ კონფერენციაზე მეტად შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემები იქნა წარმოდგენილი, როგორც ამას თანდართული ჩარჩოც ადასტურებს. ვარაუდობენ, რომ ყოველდღიურად აივ-ით 7 000 ახალგაზრდა და 1 000 ბავშვი ინფიცირდება. ჯერ მარტო 1999 წლის განმავლობაში საჰარას სამხრეთით მდებარე ქვეყნებში მცხოვრებმა 860 000-მდე ბავშვმა მასწავლებლები შიდს-ის გამო დაკარგა.

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო გამოკვლევათა საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 4,2 მილიონი ადამიანი აივ-ით არის ინფიცირებული, რაც ყოველი 10 მოქალაქიდან 1-ს უდრის. მეზობელ ქვეყნებში უარესი მდგომარეობაა. გაზეთ „ნატალ ვიტნისში“ იტყობინებოდნენ შეერთებულ შტატებში არსებული მოსახლეობის აღმწერი ბიუროს ვარაუდის შესახებ: „აფრიკის იმ ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობა, სადაც შიდს-ი მძვინვარებს, ახლო მომავალში მკვეთრად შემცირდება, რადგან მილიონობით ადამიანი ხდება ამ დაავადების მსხვერპლი; ათწლეულის ბოლოსთვის კი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წლამდე დაეცემა“.

შიდს-ის ტრაგედია კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ კაცობრიობა ცხოვრობს ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ‘საზარელ ჟამში’, რომელიც „უკანასკნელ დღეებში“ უნდა დამდგარიყო (2 ტიმოთე 3:1—5). ისინი, ვისაც ღვთის სიტყვა, ბიბლია, უყვარს, ელიან დროს, როცა კაცობრიობა ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდება შიდს-ისა და ყველა სხვა პრობლემისგან, რომლებიც დღეს თავს ატყდება კაცობრიობას. მალე ღვთის სამეფო დაეპატრონება დედამიწის მართვის სადავეებს. სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში სიღარიბე და ჩაგვრა აღარ იქნება — ყოველივე ეს წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 71:12—14; 2 პეტრე 3:13). ნაცვლად ამისა, დედამიწის მკვიდრთ სრულყოფილი ჯანმრთელობა მიენიჭებათ და აღარავინ იტყვის: „ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[ჩანართი 14 გვერდზე]

მთელ მსოფლიოში დაახლოებით 13000000 ობოლია, რომელთაც მშობლები შიდს-ით დაეღუპათ.

[ცხრილი/რუკა 15 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სრულწლოვანთა რიცხვი (15-დან 49 წლამდე), რომელთაც აივ-ი/შიდს-ი აქვთ (1999 წლის მიწურული).

ჩრდილოეთი ამერიკა 890 000

კარიბის ზღვის ქვეყნები 350 000

ლათინური ამერიკა 1 200 000

დასავლეთი ევროპა 520 000

ჩრდილოეთი აფრიკა და შუა აღმოსავლეთი 210 000

აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპა 410 000

სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია 5 400 000

აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანეთი 530 000

ავსტრალია და ახალი ზელანდია 15 000

საჰარას სამხრეთით მდებარე ტერიტორია 23 400 000

[საავტორო უფლება]

Source: UNAIDS

[სქემა⁄სურათი 15 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აივ/შიდს-ის მქონე სრულწლოვანთა (15-დან 49 წლამდე) პროცენტული მაჩვენელი აფრიკის 16 ქვეყანაში (1999 წლის მიწურული).

1 ბოტსვანა 35,8%

2 სვაზილენდი 25,2

3 ზიმბაბვე 25,0

4 ლესოთო 23,5

5 ზამბია 20,0

6 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 20,0

7 ნამიბია 19,5

8 მალავი 16,0

9 კენია 14,0

10 ცენტრ. აფრიკის რესპ. 14,0

11 მოზამბიკი 13,2

12 ჯიბუტი 11,7

13 ბურუნდი 11,3

14 რუანდა 11,2

15 კოტ-დ’ივუარი 10,7

16 ეთიოპია 10,6

[საავტორო უფლება]

Source: UNAIDS

[სურათი]

თემბეკა თავის დებთან ერთად.

[საავტორო უფლება]

Photo: Brett Eloff