არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად არსებობს ღმერთი?

ნამდვილად არსებობს ღმერთი?

ნამდვილად არსებობს ღმერთი?

ერთმა ახალგაზრდა ტაილანდელმა მამაკაცმა თქვა, რომ ლოცვით მიმართა ღმერთს: „ღმერთო, თუ ნამდვილად არსებობ, მაპოვნინე შენი გზები“. მოგვიანებით მან მოგვითხრო:

„იეჰოვას ერთ-ერთმა მოწმემ მომაკითხა, მაგრამ შინ არ ვიყავი. მან დამიტოვა ტრაქტატი და მოსაწვევი, რომელსაც დართული ჰქონდა შეხვედრის ადგილმდებარეობის გეგმა“. ეს კაცი ამ მისამართზე მივიდა. მან თქვა: „დარბაზი უჩვეულოდ სუფთა და სადა იყო, ხოლო ადამიანები ძალიან თბილები და მეგობრულები იყვნენ.

გარდა ამისა, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ის იყო, რომ ყველას ბიბლიის პირადი ეგზემპლარი ჰქონდა და მომხსენებელთან ერთად შლიდნენ მას. მეც ასე ვფიქრობდი, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ბიბლიის პირადი გამოკვლევა, რათა ადამიანი ჩასწვდომოდა ჭეშმარიტ რელიგიურ სწავლებებს. კიდევ იმან განმაცვიფრა, რომ ახალგაზრდებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული შესწავლაში და კომენტარებში მონაწილეობდნენ. მე მსგავსი რამ არასოდეს მენახა“.

ერთ-ერთი ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაცია, რომელიც გამოიყენება იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე, არის წიგნი, სახელწოდებით „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს 192-გვერდიანი წიგნი, თუ შეავსებთ აქ მოცემულ ტალონს და გაგზავნით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]

“Pillars of Creation” on cover of book: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA