რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
საზიანო რჩევა
«მასმედია და ცნობილი ფსიქოლოგები მხარს უჭერენ იმ აზრს, რომ [რისხვის] „გადმონთხევა“ სასარგებლოა, — აღნიშნავს ჟურნალი („Psychology Today“). — მაგრამ ეს რჩევა უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო». აიოვას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ ბრედ ბუშმანის თქმით „სიბრაზის გამოხატვა, ფაქტობრივად, აგრესიას ზრდის“. იმ ადამიანებმა, ვინც შემოწმება გაიარეს, და რომლებიც „სიბრაზეს აფრქვევდნენ“ საკიდ მსხალზე მუშტების რტყმით, ორჯერ მეტი აგრესია და სისასტიკე გამოავლინეს, ვიდრე მათ, ვინც ასე არ გააკეთა. „იმ ადამიანებს, ვინც საკიდ მსხალზე დარტყმამდე შემოწმება გაიარა და წაიკითხა სტატია კათარსისის სარგებლიანობის შესახებ, ალბათ, სხვებთან შედარებით ამის გაცილებით უფრო დიდი სურვილი გაუჩნდა“, — ნათქვამია სტატიაში. ნაცვლად იმისა, რომ დამშვიდებას ეცადო, — ამბობს ბუშმანი, — ნუ გაბრაზდები. თუ ისეთ მდგომარეობაში იქნები, რომ დამშვიდება დაგჭირდება, დათვალე ათამდე ან ასამდე და სიბრაზეც გაივლის“.
შემოწირული ტანსაცმლით ხელის მოთბობა
შემოწირული ტანსაცმლის „მხოლოდ მცირე ნაწილი“ აღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ნამდვილად სჭირდებათ, ნათქვამია ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში („Südwest Presse“). გერმანიაში ყოველწლიურად 500 000 ტონაზე მეტ ტანსაცმელს სწირავენ გაჭირვებულთა დასახმარებლად. მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ტანსაცმელს იბარებენ, კომერციულ საწარმოებზე ყიდიან მას. შემოწირული ტანსაცმლით ისინი ასობით მილიონი გერმანული მარკის ღირებულების საქმეს აწარმოებენ. ტანსაცმლის შემგროვებელმა ოგრანიზაციებმა ხშირად არც კი იციან, სად მიდის მათ მიერ შეგროვებული ტანსაცმელი. სტატიაში ნათქვამია: „თუ გინდა დარწმუნებული იყო, რომ შენი ტანსაცმელი ნამდვილად მოხმარდება ღარიბებს, პირდაპირ მათ უნდა გადასცე ან საიმედო ადამიანის ხელით გაგზავნო იმ მხარეში, სადაც გაჭირვებულები ცხოვრობენ“.
პირში უსიამოვნო სუნი და სამუშაო
„არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ [პირში უსიამოვნო სუნი] მრავალი ადამიანის კარიერას აყენებს ზიანს“, — ამბობს სტომატოლოგი კრისტინა კოლბე, ბრაზილიის ბიზნეს-ჟურნალში („Exame“). „უკიდურეს შემთხვევაში, — დასძენს დამქირავებელი ლაანდრუ სერდეირა, — ხალხი ერთმანეთზე მიყოლებით კარგავს სამუშაოს და მიზეზს ვერც კი ხვდებიან“. ბრაზილიის ორ დიდ ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობის 40% იტანჯებოდა პირიდან გამომავალი უსიამოვნო სუნის გამო. ამის გამომწვევ სხვა უამრავ საერთო მიზეზთა შორის იყო სტრესი და არაჯანსაღი კვება. სიმპტომების შესამცირებლად დოქტორი კოლბე გვირჩევს, რომ რამდენიმე დღით ავიღოთ შვებულება და ჩვენს რაციონში ბოსტნეულის რაოდენობა გავზარდოთ. მომუშავეს, რომელსაც პირში უსიამოვნო სუნი აქვს, ასეთ საგანგაშო შემთხვევაში შეუძლია დროებითი ზომები მიიღოს წყალბადის ზეჟანგისა და წყლის სუსტი ხსნარის გამოვლებით.
ალექსანდრიის ახალ ბიბლიოთეკაში წიგნების ნაკლებობაა
ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა, „რომელიც სწორედ იმით იყო სახელგანთქმული, რომ მასში ქრისტეს დროინდელი მთელი ადამიანური ცოდნა მოიპოვებოდა. . . ახ. წ. 47 წელს ხანძარმა გაანადგურა და ბოლოს, ახ. წ. VII საუკუნეში შეწყვიტა თავისი არსებობა“, — აღნიშნავს ერთი გაზეთი („The Wall Street Journal“). სხვა არაბული ქვეყნებისა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციის დახმარებით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ახალი ბიბლიოთეკა აშენდა და იმედოვნებენ, რომ პირველზე გაცილებით უკეთესი იქნება. „პირველი ოთხი სართული მიწაშია. ბიბლიოთეკა გარშემორტყმულია მოკამკამე აუზით, აქვს 17 ლიფტი, ფანჯრები ავტომატურად იწმინდება და ისეთი უახლესი უსაფრთხოების სისტემაა დამონტაჟებული, რომ ხანძრის ჩაქრობისას ძნელად ხელმისაწვდომ წიგნებს წყლის წვეთიც კი არ მოხვდება“. მაგრამ გაზეთი განაგრძობს: „ამ ბიბლიოთეკას ერთი მთავარი რამ აკლია — წიგნები“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც მრავალი წლის მანძილზე მშენებლობაზე მილიონობით დოლარი დაიხარჯა, „წიგნების შესაძენად ახალი ბიბლიოთეკის ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომელი, . . მოსენ ზარანი, ისეთ წიგნებს ითხოვს დაჟინებით, რომლებიც იმით უპირატესობს, რომ უფასოა“. ბიბლიოთეკის დირექტორს ამას არც ვთხოვთ, რადგან „ჩვენ ფიზიკურად ხელფასს ვერ ვიღებთ“, — ამბობს ბატონი ზარანი. ახალ ბიბლიოთეკაში რვა მილიონი წიგნისათვის არის ცარიელი ადგილი.
ფანტომური ტკივილი
„ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სხეულის რომელიმე კიდური, ხშირად ქრონიკულ ტკივილს გრძნობენ, რომელიც, როგორც ჩანს, არარსებული კიდურიდან მოდის, ან არარსებული კიდურის შეგრძნება აქვთ, თუ ვინმე ეხება მათ“, — იუწყება ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“. „როდესაც ტვინის ქერქი აღარ იღებს შეგრძნების იმპულსებს ზურგის ტვინის დაზიანების ან ამპუტაციის გამო, ნერვული დაბოლოებები დარჩენილი ნაწილის არეში უფრო მეტ ადგილს იკავებს და იცვლება მისი ფუნქცია“, — ახსნილია ჟურნალში. შემდეგ კი მასში ნათქვამია: „ეს ხშირად იწვევს არარსებული კიდურის შეგრძნებას ან მტანჯველ მუდმივ ტკივილს“.