სიზმრების საშუალებით გვაწვდის ღმერთი ცნობებს?
ბიბლიის თვალსაზრისი
სიზმრების საშუალებით გვაწვდის ღმერთი ცნობებს?
როგორც იტყობინებიან, გამომგონებელ ელაიეს ჰაუს საკერავი მანქანის შექმნის იდეა იმის საფუძველზე გაუჩნდა, რაც სიზმარში ნახა. კომპოზიტორი მოცარტი ამბობდა, რომ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების ბევრი თემა იმის მიხედვით შექმნა, რაც სიზმარში მოისმინა. ქიმიკოსი ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე ფონ შტრადონიციც ამტკიცებდა, რომ ბენზოლის მოლეკულის სტრუქტურა სიზმარში აღმოაჩინა. ასეთი შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია. მთელი ისტორიის განმავლობაში მრავალ კულტურაში სიზმარს ზებუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ზოგან კი სჯერათ, რომ სიზმარი და მღვიძარ მდგომარეობაში ყოფნა ერთნაირად რეალურია.
ბიბლიაში მოცემულია რამდენიმე ცნობა, რომლებშიც სიზმარი ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ, ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ საშუალებადაა, აღწერილი (მსაჯულნი 7:13, 14; მესამე მეფეთა 3:5). მაგალითად, ღმერთი სიზმრის საშუალებით დაუკავშირდა აბრაამს, იაკობსა და იოსებს (დაბადება 28:10—19; 31:10—13; 37:5—11). ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ღვთისგან იხილა წინასწარმეტყველური სიზმარი (დანიელი 2:1, 28—45). აქედან გამომდინარე, შეიძლება საფუძვლიანი მიზეზი არსებობდეს იმის დასაჯერებლად, რომ ღმერთი დღესაც კი სიზმრების საშუალებით გვაწვდის ცნობებს?
სიზმრები ღვთისგან
ბიბლიაში ღვთისგან შთაგონებული სიზმრები ყოველთვის განსაკუთრებული მიზეზის გამო ესიზმრებოდათ. სინამდვილეში მას, ვინც სიზმარს ხედავდა, ზოგჯერ არ შეეძლო დაუყოვნებლივ გაეგო მისი მნიშვნელობა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში „საიდუმლოთა გამცხადებელი“ თვითონვე უხსნიდა მათ სიზმარს ისე, რომ მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები აღარ რჩებოდა (დანიელი 2:28, 29; ამოსი 3:7). ღვთისგან შთაგონებული სიზმრები არ იყო გაურკვეველი და ლოგიკას მოკლებული, რაც ხშირად ჩვეულებრივი სიზმრებისთვის არის დამახასიათებელი.
დროდადრო ღმერთი სიზმრების საშუალებით იცავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მისი განზრახვის შესრულებაში. აუცილებელი არ იყო, რომ ასეთი სიზმრების მხილველნი მაინცდამაინც ღვთის მსახურები მათე 2:7—12). ამან იესოს მამობილ იოსებს იმის საშუალება მისცა, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდა თავის ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გასაქცევად იმ მითითების თანახმად, რომელიც მანაც სიზმარში მიიღო. ამან იხსნა ყრმა იესოს სიცოცხლე (მათე 2:13—15).
ყოფილიყვნენ. მაგალითად, ასტროლოგები, რომლებმაც ყრმა იესო მოინახულეს, თხოვნისამებრ, სისხლისმღვრელ ჰეროდესთან აღარ დაბრუნდნენ. რატომ? მათ გაფრთხილება მიიღეს სიზმარში (საუკუნეებით ადრე ეგვიპტის ფარაონს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რამ დაესიზმრა: შვიდი საღი თავთავი და შვიდი ხორცსავსე ძროხა, შვიდი ფშუტე თავთავი და შვიდი ხორცდაყრილი ძროხა. იოსებმა ღვთის დახმარებით ზუსტად ახსნა სიზმრის მნიშვნელობა: ეგვიპტეში დადგებოდა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი, რასაც მოჰყვებოდა შვიდი მოუსავლიანი წელიწადი. ამის ცოდნამ ეგვიპტელებს მომზადებისა და საკვების უხვად მომარაგების შესაძლებლობა მისცა, რამაც აბრაამის შთამომავლების გადარჩენა და ეგვიპტეში ჩასვლა განაპირობა (დაბადება, თავი 41; 45:5—8).
მსგავსად ამისა, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმაც ნახა სიზმარი. მასში ნაწინასწარმეტყველები იყო მომავალი მსოფლიო მპყრობელების აღზევება და დაცემა, რაც დიდ გავლენას მოახდენდა უშუალოდ ღვთის ხალხზე (დანიელი 2:31—43). მოგვიანებით მან იხილა სხვა სიზმარი, რომელშიც ნაწინასწარმეტყველები იყო მისი გაგიჟება და მოგვიანებით — გამოჯანმრთელება. ეს წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც უფრო მასშტაბურად შესრულდებოდა, მიუთითებდა მესიანური სამეფოს დამყარებაზე, რომლის საშუალებითაც ღმერთი სისრულეში მოიყვანდა თავის განზრახვას (დანიელი 4:10—37).
რა შეიძლება ითქვას დღეს?
დიახ, ღმერთი სიზმრის საშუალებით ურთიერთობას ამყარებდა ზოგ ადამიანთან. მაგრამ ბიბლია მიუთითებს, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. სიზმარი არასდროს ყოფილა ღმერთთან ურთიერთობის ძირითადი საშუალება. ღვთის ბევრ ერთგულ მსახურს არასდროს მიუღია ღვთისგან ცნობები სიზმრების საშუალებით. ადამიანებთან ურთიერთობისათვის ღვთის მიერ სიზმრების გამოყენება შეიძლება შევადაროთ მის მიერ წითელი ზღვის გაყოფას. ჩვენ ვიცით, რომ მან ეს ერთხელ გააკეთა, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ამგვარად მოქმედებდა თავისი ხალხის მიმართ (გამოსვლა 14:21).
პავლე მოციქული აცნობიერებდა, რომ მის დღეებში ღვთის სული მოქმედებდა ღვთის მსახურებზე სხვადასხვა უჩვეულო სახით. მან თქვა: „ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს — ცოდნის სიტყვა იმავე სულით. ზოგს რწმენა — იმავე სულით და ზოგს — განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს — სასწაულთმოქმედება, ზოგს — წინასწარმეტყველება, ზოგს — სულების გარჩევა, ზოგს — სხვადასხვა ენები, ზოგს — ენების განმარტება“ (1 კორინთელთა 12:8—10). თუმცა განსაკუთრებულად არ მოიხსენიება ღვთისგან შთაგონებული სიზმრები, როგორც ჩანს, ზოგმა ქრისტიანმა, იოველის 3:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, იხილა ღვთისგან შთაგონებული სიზმრები, როგორც სულიერი ნიჭებიდან ერთ-ერთი (საქმეები 16:9, 10).
მაგრამ მოციქულმა ამ განსაკუთრებულ ნიჭებთან დაკავშირებით თქვა: „წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება“ (1 კორინთელთა 13:8). აქედან გამომდინარე, ამ ნიჭებში, რომლებიც უნდა ‘გაუქმებულიყო’, სხვადასხვა სახით ღმერთთან ურთიერთობა შედიოდა. მოციქულების სიკვდილის შემდეგ ღმერთმა შეწყვიტა თავისი მსახურებისთვის ამ განსაკუთრებული ნიჭების გადაცემა.
დღესდღეობით სპეციალისტები კვლავ ცდილობენ, ჩასწვდნენ სიზმრის მსვლელობასა და მექანიზმს და სურთ, გაარკვიონ, აქვს თუ არა მას პრაქტიკული დანიშნულება. ბიბლია ნათელს არ ჰფენს ასეთ საკითხებს. მაგრამ მათ საყურადღებოდ, ვინც დაჟინებით ეძებს ღმერთთან ურთიერთობას სიზმრების საშუალებით, ბიბლიაში გაფრთხილებაა. ზაქარიას 10:2-ში ნათქვამია: „მისნები. . . ცრუ სიზმრებს ყვებიან“. ღმერთი მკითხავებსაც აფრთხილებს (მეორე რჯული 18:10—12). ამ გაფრთხილებებიდან გამომდინარე, ქრისტიანები არ მოელიან, რომ ღმერთი მათ სიზმრების საშუალებით უხელმძღვანელებს. ნაცვლად ამისა, ისინი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ სიზმარს, რომელიც ძილს ახლავს.