არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოლქო კონგრესზე „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოლქო კონგრესზე „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოლქო კონგრესზე „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“!

მილიონობით ადამიანი დაესწრება ამ კონგრესს, რომელიც მთელ მსოფლიოში ასობით ადგილას ჩატარდება. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 189 კონგრესის ჩატარებაა დაგეგმილი. პირველი კონგრესი 18-20 მაისს ჩატარდება და ბოლო — 14-16 სექტემბერს. ალბათ ერთ-ერთი ასეთი სამდღიანი შეკრება — პარასკევიდან კვირის ჩათვლით — შენი სახლიდან არცთუ ისე შორს მდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ბევრგან, პროგრამას ყოველ დილით 9:30-ზე გახსნის მუსიკა. პარასკევს მისასალმებელი სიტყვების შემდეგ წარმოითქმება მთელი რიგი მოხსენებები ბიბლიურ თემებზე „სამეფოს შესახებ სწავლებას მშვენიერი ნაყოფი მოაქვს“, «‘ღვთის დიადი საქმეებით’ აღფრთოვანებულნი» და „გაიხარეთ იეჰოვას სამართლიანობით“. დილის პროგრამას დაასრულებს წამყვანი მოხსენება „სრულად აღჭურვილი ღვთის სიტყვის მასწავლებლები“.

ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება მოხსენებით „კეთილი საქმეებისთვის გაწმენდილი ხალხი“, რომელსაც მოჰყვება სამნაწილიანი მოხსენებათა სერია „საკუთარ თავსაც ვასწავლო, როდესაც სხვებს ვასწავლით“. ამ მოხსენებაში ყურადღება გამახვილდება, რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვუჭერთ მტკიცედ მხარს ზნეობრიობასთან, ბიბლიის პირად შესწავლასა და იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის მიერ ჩვენი შეცდენის მცდელობას. ამას მოჰყვება მოხსენება „შეიძულე წუთისოფელში ფართოდ გავრცელებული პორნოგრაფია“. პირველი დღის პროგრამა დასრულდება ესაიას მე-60 თავის განხილვით, სათაურით „იეჰოვა თავის ხალხს სინათლით მოსავს“.

შაბათის პროგრამის მოხსენებებში „ჰპოვეთ შვება ქრისტეს უღელში“, „მიბაძეთ დიდებულ მასწავლებელს“ და „მზად ხართ, ემსახუროთ სხვებს?“ ყურადღება გამახვილდება ქრისტეს მიბაძვის აუცილებლობაზე. შაბათის პროგრამაში აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ორი ერთსაათიანი მოხსენებათა სერია, სახელწოდებებით „მსახურები, რომელთა მეშვეობითაც სხვები მორწმუნეები ხდებიან“ და „უფრო მეტი სარგებლობა მიიღე თეოკრატიული განათლებიდან“. დილის პროგრამის მოხსენებათა სერიაში შემოთავაზებული იქნება რჩევები მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, ხოლო ნაშუადღევის პროგრამის მსვლელობის დროს ხაზი გაესმება იმას, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ, რათა ბიბლიის შესწავლიდან და ქრისტიანული შეხვედრებიდან სრული სარგებლობა მივიღოთ. დილის პროგრამას დაასრულებს ნათლობასთან დაკავშირებული მოხსენება, რომლის შემდეგაც მონათვლის შესაძლებლობა მიეცემათ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მომზადებულებს. უამრავი დამსწრე მოუთმენლად დაელოდება ნაშუადღევის პროგრამის დასკვნით მოხსენებას, „ჩვენი სულიერი წინსვლისთვის საჭირო ახალი ღონისძიებები“.

კვირის დილის პროგრამაში შედის სამნაწილიანი მოხსენებათა სერია, რომელიც განიხილავს ბიბლიის წიგნს „მალაქია“ და შესანიშნავად წარმოადგენს, თუ როგორ უკავშირდება ამ წიგნში მოცემული ინფორმაცია დღევანდელობას. ამას მოჰყვება კოსტიუმირებული დრამა ღვთისგან უფლებამოსილი მოსეს წინააღმდეგ კორახის, დათანისა და აბირამის აჯანყების შესახებ. ამის შემდეგ წარმოთქმულ მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დრამაში წარმოდგენილ მთავარ თემაზე. ნაშუადღევის პროგრამის დროს წარმოითქმება საჯარო მოხსენება, სახელწოდებით „ვინ ასწავლის ჭეშმარიტებას ერებს?“.

უდავოა, რომ კონგრესის სამივე დღის პროგრამაზე დასწრებით სულიერად გამდიდრდები. დაუკავშირდი იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ან მისწერე ამ ჟურნალის გამომცემლებს, რათა გაიგო, შენს სახლთან ახლოს, სად ჩატარდება კონგრესი.