არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მალე ყველა ჯანმრთელი იქნება!

მალე ყველა ჯანმრთელი იქნება!

მალე ყველა ჯანმრთელი იქნება!

„იდეა, რომ კვლავ აღარასდროს გახდები ავად. . . დღეისათვის პოპულარულია,“ — იუწყება გერმანული გაზეთი „ფოკუსი“. მაგრამ ეს იდეა ახალი არ არის. როდესაც შემოქმედმა შექმნა ადამიანები სრულებით არ ჰქონია განზრახული, რომ ისინი ავად გამხდარიყვნენ. ადამიანებთან დაკავშირებული მისი განზრახვა არ იყო უბრალოდ — „მსოფლიოს ყველა ხალხებისთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა“ (კურსივი ჩვენია). ჩვენს შემოქმედს განზრახული ჰქონდა, რომ ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონოდა!

მაშ რატომ ვიტანჯებით ავადმყოფობებითა და სნეულებებით? ბიბლია მოგვითხრობს, რომ იეჰოვა ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, სრულყოფილები შექმნა. როდესაც დაამთავრა შემოქმედება „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“. ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს არასდროს განუზრახავს, რომ ადამიანთა ცხოვრება ავადმყოფობითა და სიკვდილით მტანჯველი ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც ადამმა და ევამ არჩიეს, მიეტოვებინათ მათთვის მიცემული სიცოცხლის გზა, შესცოდეს. ადამის ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო, რომელმაც მთელი კაცობრიობა იმსხვერპლა (დაბადება 1:31; რომაელთა 5:12).

იეჰოვას არ მიუტოვებია კაცობრიობა. მას არც მათთან და დედამიწასთან დაკავშირებული თავისი პირველი განზრახვის შესრულება გადაუფიქრებია. მთელ ბიბლიაში ის თვალნათლივ გვიჩვენებს თავის განზრახვას — დაუბრუნოს მორჩილ ადამიანებს თავიანთი თავდაპირველი ჯანმრთელობა. იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, დედამიწაზე ყოფნისას გამოავლინა ღვთის ძალა ავადმყოფობების განსაკურნავად. მაგალითად, იესომ განკურნა სიბრმავე, კეთრი, დაქვეითებული ყურთასმენა, წყალმანკი, ეპილეფსია და დამბლა (მათე 4:23, 24; ლუკა 5:12, 13; 7:22; 14:1—4; იოანე 9:1—7).

ღმერთი მალე ეტყვის მესიანურ მეფეს, იესო ქრისტეს, უხელმძღვანელოს ადამიანებს დედამიწაზე. მისი მმართველობის დროს ესაიას წინასწარმეტყველება გამართლდება „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული“ (ესაია 33:24). როგორ მოხდება ეს?

როგორც ვხედავთ, წინასწარმეტყველი წერს ხალხზე, რომლებსაც ‘მიეტევებათ დანაშაული’. მაშასადამე, ავადმყოფობის თავდაპირველი მიზეზი — მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა — გაქრება. როგორ? იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფასური გამოყენებული იქნება მორჩილი კაცობრიობისთვის, რათა მოისპოს ავადმყოფობისა და სიკვდილის საფუძველი. სამოთხის პირობები იქნება დედამიწის ყოველ კუთხეში. ქრისტიანმა მოციქულმა იოანემ დაწერა: „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. ეს მალე უნდა მოხდეს! (გამოცხადება 21:3, 4; მათე 24-ე თავი; 2 ტიმოთე 3:1—5).

გაწონასწორებულობის შენარჩუნება

დღეს კი ავადმყოფობა მილიონობით ადამიანის ხვედრია. ბუნებრივია, რომ მათ აინტერესებთ თავიანთი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა.

დღეს ქრისტიანები დიდ მადლიერებას ავლენენ მედიცინისა და მისი პერსონალის მიერ გაწეული დახმარებისთვის. ქრისტიანები გონივრულ ნაბიჯებს დგამენ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. მიუხედავად ამისა, ის ბიბლიური იმედი, რომ აღარ იქნება ავადმყოფობა, გვეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნებაში. სანამ მესიანური სამეფო შეცვლის ადამიანთა საქმეებს, უბრალოდ, შეუძლებელია, ვინმეს სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონდეს. როგორც დავინახეთ, უაღრესად აღმაფრთოვანებელმა აღმოჩენებმაც კი ვერ გახადა შესაძლებელი, რომ მედიცინა მიწვდომოდა ხის კენწეროზე მოქცეულ მადის აღმძვრელ ვაშლს — ჯანმრთელობას ყველასათვის.

მიზანი „მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა“, მალე მიღწეულ იქნება. მაგრამ არა გაერო-ს ან „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გარემოს დაცვის ორგანიზაციების ან კიდევ რეფორმატორებისა თუ ექიმების, არამედ იესო ქრისტეს მიერ. რაოდენ დიდი იქნება სიხარული, როდესაც კაცობრიობა საბოლოოდ „გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:21).

[სურათები 10 გვერდზე]

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ყველა ჯანმრთელი იქნება.