მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ბრაილი. მიიღეთ ჩემი მილოცვა სტატიისთვის „ლუი ბრაილი — სიბნელის ტყვეთათვის სინათლის მომტანი“ (8 სექტემბერი, 2000). იმ სკოლის დირექტორს, რომელშიც ვმუშაობ, დაქვეითებული აქვს მხედველობა. ის აღფრთოვანდა, როდესაც ეს სტატია წავუკითხე. ამ ჟურნალის ასლი სკოლის ბიბლიოთეკაში დადეს.
მ. ა. ს. (ბრაზილია).
დაფიქრება. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ბიბლიის თვალსაზრისი: დაფიქრება, რომელიც სარგებლობის მომტანია“ (8 სექტემბერი, 2000). მივხვდი, რომ ფანტაზიასა და ფიქრს ერთმანეთში ვურევდი. ახლა კი ვიცი ფილიპელთა 4:8-ში მოცემული პრინციპის გამოყენებით, როგორ უნდა ვიფიქრო საკუთარ პრობლემებზე. უღრმესი მადლობა!
ვ. პ. (პოლონეთი).
თახვები. მე 15 წლის ვარ და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „თავდაპირველი ხისმჭრელი კვლავ მუშაობს“ (8 სექტემბერი, 2000). მიყვარს კითხვა ცხოველებისა და მათი ცხოვრების შესახებ, მაგრამ არასდროს ვიცოდი, რომ თახვებს ამდენი რამის გაკეთება შესძლებიათ. ჩემი აზრით, ძნელი წარმოსადგენია ის, თუ როგორ ზრუნავენ ისინი საკუთარ თავსა და ოჯახებზე.
ს. ჯ. (შეერთებული შტატები).
მე ათი წლის ვარ; ეს სტატია მაშინ წავიკითხე, როცა პატარა მდინარის პირას ვცხოვრობდი კარავში. მხოლოდ იმის წარმოდგენა შემეძლო, თუ როგორ შეუწყვეტლივ მუშაობენ თახვები. მიყვარს ცხოველებზე სტატიების კითხვა, რადგან ასეთი სტატიები მეხმარება, დავაფასო იეჰოვას ყველა შესანიშნავი ქმნილება.
ბ. პ. (შეერთებული შტატები).
სიგამხდრე. ძალიან დამაინტერესა სტატიამ „რატომ ვარ ასეთი გამხდარი?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ოქტომბერი, 2000). მე 32 წლის ქალი ვარ, მაგრამ ყოველთვის ძალიან გამხდარი ვიყავი და საშინლად მრცხვენოდა ჩემი გარეგნობის. ამის გამო ხშირად დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. მომწონს სტატიაში ხაგზასმული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი პიროვნული თვისებების გამო გვაფასებენ. ქრისტიანებმა არ უნდა დაამცირონ სხვები მათი გარეგნობის გამო.
ვ. ლ. (შეერთებული შტატები).
სამყარო. ძალიან შემიყვარდა სტატიათა სერია „სამყარო — შემთხვევითობის წყალობით შეიქმნა?“ (8 აპრილი, 2001). ძალიან საინტერესოა იმის გაგება, თუ რამდენად ორგანიზებულად შექმნა იეჰოვა ღმერთმა ყველაფერი. ამ სტატიამ ნათლად დამანახვა, რომ ჩვენ შემოქმედების ნაყოფი ვართ და არა ევოლუციის.
ე. ვ. (შეერთებული შტატები).
უღრმესი მადლობა სტატიათა სერიისთვის „სამყარო — შემთხვევითობის წყალობით შეიქმნა?“ (8 აპრილი, 2001). მე ბიოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ და ეს სტატიები სახელმძღვანელოსავით წავიკითხე, რომლებშიც ევოლუციური თეორიის ნაცვლად, გონიერ შემოქმედზე მახვილდებოდა ყურადღება. როგორი გამამხნევებელია ამ ზუსტი და გონივრულად გადმოცემული ინფორმაციის გაგება!
კ. ლ. (შეერთებული შტატები).
სახიფათო სპორტი. ამას წინათ პლანერით ფრენა შემომთავაზეს. ეს მაცდუნებელი წინადადება იყო, მაგრამ მაინტერესებდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისის გაგება. რამდენიმე დღის შემდეგ პასუხი თქვენი სტატიიდან მივიღე: „სახიფარო სპორტი — უნდა გარისკო?“ (8 ოქტომბერი, 2000). უდავოდ, პლანერით ფრენა განსაცვიფრებელი ჩანს, მაგრამ იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც საფრთხეში არ ჩავიგდებ საკუთარ სიცოცხლეს სპორტის ამ სახეობაში მონაწილეობის მიღებით.
მ. მ. ს. (ბრაზილია).
ამ სტატიაში თქვენ აღნიშნეთ, რომ სატანა „მოსალოდნელი იყო, რომ ხილვაში“ აცდუნებდა იესოს. მსგავსი ცდუნებები ხომ სინამდვილეში ხდებოდა?
ს. გ. ჰ. (შეერთებული შტატები).
თუ ბიბლიური ცნობების ამა თუ იმ ასპექტს სიტყვასიტყვით გავიგებთ, მისი ახსნა გაგვიძნელდება. მაგალითად, ამ ცნობის თანახმად, მთა იმდენად მაღალი ვერ იქნებოდა, რომ სატანას იესოსთვის „წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება“ ეჩვენებინა. არც ის არის დასაშვები, რომ იესოს, როგორც მუხლში წერია სიტყვასიტყვით, ნება დაერთო სატანისთვის ‘წაეყვანა იგი წმინდა ქალაქში’ ან დაეყენებინა „ტაძრის ქიმზე“ (მათე 4:5—8). მაშასადამე, როგორც ჩანს, აქ გარკვეული სახის ხილვა იგულისხმებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სინამდვილეს შეეფერებოდა — სატანის მიერ იესოს შეცდენის მცდელობა რეალური იყო. ის, რომ იესომ უარი თქვა, აჰყოლოდა ცდუნებას, ცხადყოფს მის შეურყეველ უმწიკვლობას (რედ.).