არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის გადარჩენა?

შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის გადარჩენა?

შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის გადარჩენა?

„ადამიანები ისე სწრაფად ანადგურებენ სხვადასხვა სახეობის ცოცხალ ქმნილებებს — მაიმუნებიდან დაწყებული ალბატროსებითა და ნემსიყლაპიებით დამთავრებული, რომ ჩვენ არსებობასაც საშიშროება ემუქრება“ — ნათქვამია კანადის გაზეთში „გლოუბ ენდ მეილი“. იმავე გაზეთში შენიშნული იყო ჟენევის (შვეიცარია) „ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის“ (ბდსკ) მიერ გამოქვეყნებული „გადაშენების ზღვარზე მდგარი ცხოველთა სახეობების წითელი სია 2000“-ის შესახებ. „წითელ სიაში“ წინასწარი შეტყობინებაა მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოველთა და მცენარეთა 11 000-ზე მეტ სახეობას გადაშენების დიდი საფრთხე ემუქრება. ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში ძუძუმწოვრები არიან. „დღესდღეობით დედამიწაზე ძუძუმწოვრების დაახლოებით ოთხიდან ერთ სახეობას — ანუ 24 პროცენტს — გადაშენების საფრთხე ემუქრება“ — ნათქვამია გაზეთში „გლოუბ ენდ მეილი“.

ვის ედება ბრალი ამ კრიზისში? მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამა თუ იმ სახეობის ასე სწრაფად გადაშენებას მოშინაურებულ ცხოველთა საერთაშორისო ბაზრების მომრავლება, რამდენიმე კილომეტრიანი სათევზაო მოწყობილობებით თევზის ჭერა და ცხოველების არახელსაყრელ საცხოვრებელ პირობებში დაბინავება უწყობს ხელს. გარდა ამისა, რამდენადაც ადრე ხელუხლებელ ტყეებში უფრო და უფრო მეტი გზა გაჰყავთ, „ადამიანებს გაცილებით ადვილად შეუძლიათ, მიაგნონ გარეულ ცხოველებს, რომელთა ნახვაც უწინ შეუძლებელი იყო. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ ისინი ამ ცხოველებს ხოცავენ და ჭამენ. სწორედ ასეთი ხშირი შემთხვევების შედეგად ხდება სხვადასხვა სახეობის ცხოველის გადაშენება“.

მეცნიერების პროგნოზით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებიც საფრთხის წინაშე დგანან. „ჩვენ თვითნებურად შეგვაქვს ცვლილებები ჩვენი სიცოცხლის შემანარჩუნებელ სისტემაში, რადგან ხელს ვუწყობთ სხვადასხვა სახეობის ცხოველთა გადაშენებას. — ამბობს დეივიდ ბრაკეტი, ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირში შემავალი სხვადასხვა სახეობის ცხოველთა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. . . დედამიწა ვერ იარსებებს ჩვენი სიცოცხლის შემანარჩუნებელი ყველა ბიოლოგიური ნაირფეროვნებით მხოლოდ ზოოპარკებში“.

ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირი (ბდსკ) თავის ცნობაზე დაყრდნობით მოუწოდებს მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოქმედებისკენ და აცხადებს, რომ „ადამიანებსა და ფინანსურ სახსრებს დღევანდელთან შედარებით 10-ჯერ და 100-ჯერ მეტად უნდა მოეყაროს თავი, რათა ამ კრიზისს ბოლო მოეღოს“. სამწუხაროდ, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი რესურსების გადარჩენის გულწრფელი მცდელობების მიუხედავად, ადამიანთა სიხარბე კუთხეში გვაქცევს.

შეიძლება დედამიწაზე ცხოველთა სხვადასხვა სახეობის გადარჩენა? ადამიანთა პირველ წყვილსა და მათ შთამომავლებს დავალებული ჰქონდათ, ეზრუნათ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად — ნათქვამია ბიბლიაში — და დასაცავად“ (დაბადება 2:15). თუმცა ადამიანი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ღვთის განზრახვა დედამიწის მიმართ უცვლელი რჩება. ის ზრუნავს ჩვენს პლანეტაზე და არ დაუშვებს, რომ ვიღაცის უგულობის ან სიხარბის გამო განადგურდეს (გამოცხადება 11:18). მის სიტყვაში შემდეგი დანაპირებია მოცემული: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29).