არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯანმრთელობა ყველასთვის მიიღწევა თუ არა?

ჯანმრთელობა ყველასთვის მიიღწევა თუ არა?

ჯანმრთელობა ყველასთვის მიიღწევა თუ არა?

გსურთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ჯანმრთელები იყოთ? რა თქმა უნდა. მაგრამ, როდესაც შეიძლება ხანდახან ბევრი ჩვენგანი რაიმე უმნიშვნელო ავადმყოფობას უჩიოდეს, მილიონებს ავადმყოფობა მთელი ცხოვრება სტანჯავთ.

მიუხედავად ამისა, ავადმყოფობებისა და დაავადებების შესამცირებლად ყოველ ღონეს ხმარობენ. გავიხსენოთ „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (ჯდმო), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო. კონფერენციაზე, რომლის სპონსორიც 1978 წელს ჯდმო იყო, და რომელსაც 134 ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები და გაერთიანებული ერების 67 წევრი ორგანიზაცია ესწრებოდნენ, დაასკვნეს, რომ ჯანმრთელობა არ არის უბრალოდ ავადმყოფობისა და სნეულებისგან განთავისუფლება. ჯანმრთელობა, განაცხადეს მათ, არის „სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა“. დელეგატებმა გაბედული ნაბიჯი გადადგეს, როცა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობა არის „ადამიანის მთავარი უფლება“! ამიტომ ჯდმო-მ მიზნად დაისახა „მსოფლიოს ყველა ხალხს დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობისთვის“ მიეღწია.

ასეთი მიზანი სასიამოვნო და დიდებულიც კია. მაგრამ რამდენად დასაჯერებელია, რომ ამ მიზანს ოდესმე მიაღწევენ? ადამიანების ნებისმიერ წამოწყებათა შორის, უდავოა, რომ მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანდო და სასურველი დარგი გახდა. ბრიტანეთის გაზეთის „ევროპელის“ თანახმად, დასავლეთის ქვეყნების ხალხში გავრცელდა შეხედულება «ტრადიციული მედიცინის, როგორც „სასწაულმოქმედი წამლის“ შესახებ — ერთი აბი ერთ პრობლემას შველის». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ავადმყოფობისას მოველით, რომ მედიცინის საშუალებით ადვილად განვიკურნებით. მართლა შეუძლია მედიცინას ასეთი დიდი მოლოდინის გამართლება?