დახმარება საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას
დახმარება საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას
რამდენიმე წლის წინათ იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბროშურა, რომელიც განიხილავდა საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების შესაძლებლობებს. ახლახან მივიღეთ მადლიერი მკითხველის წერილი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. ის წერდა: «მთელი გულით მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ბროშურისთვის „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“. ის განიხილავს ყველა დეტალს, რომელიც დაკავშირებულია საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან».
წერილის ავტორი ჰყვება: „როდესაც ჩემი ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ამ ბროშურამ ‘უდიდესი დახმარება’ აღმომიჩინა. მე-18 გვერდზე მოცემული ინფორმაცია, სათაურით „ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა“, ნამდვილად მანუგეშებელი იყო. მიუხედავად ამისა, ოთხი თვის შემდეგ მონატრებით გამოწვეული აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ვშიშობდი, რომ ჩემი ემოციური ჯანმრთელობა საფრთხეში იყო.
«მე კვლავ გადავიკითხე ბროშურა და მე-9 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში, სათაურით „მწუხარების პროცესი“, შევნიშნე, რომ სტაბილურ პერიოდს თან ახლავს მტანჯველი მოგონებები და სევდა. ნამდვილი შვება ვიგრძენი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და გულმოწყალებისთვის, რომელიც ამ ბროშურაში ვლინდება».
შესაძლოა თქვენ ან რომელიმე თქვენს ნაცნობს სურს ნუგეშის მიღება ამ 32-გვერდიანი ბროშურის წაკითხვით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გააგზავნით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი. . .“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.