არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ულამაზესი მცენარეების მხარე

ულამაზესი მცენარეების მხარე

ულამაზესი მცენარეების მხარე

ჩვენი კორესპონდენტისგან სამხრეთ აფრიკაში

მე-18 საუკუნის ბოტანიკოსმა კარლ ლინემ იმ მცენარეთა დაჯგუფების შემდეგ, რომლებიც აფრიკაში იზრდება, მათი სამშობლო აღწერა, როგორც „ნეტარების ადგილი დედამიწაზე — კეთილი იმედის კონცხი, რომელიც კეთილმა შემოქმედმა კიდევ უფრო გაალამაზა რჩეული საოცრებებით“.

ეს ეგრეთ წოდებული რჩეული საოცრებები აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში იზრდება. ჰოლანდიელმა ახალმოსახლეებმა ამ მხარეში გავრცელებულ მცენარეებს ფაინბოსი უწოდეს, რაც ნიშნავს „ნატიფ ბუჩქს“ ან „ნატიფ ტყეს“. რადგან სიტყვა ფაინი ნიშნავს „პატარას“, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ისეთი მცენარისა და მისი ფოთლის პატარა ზომაზე და ასევე ისეთ ნატიფ ხეზე, როგორებიც ამ მხარეში იზრდება. იმ მცენარეების ფოთოლი, რომლებიც ფაინბოსის მხარეში ხარობენ, შეიძლება პატარა და მაგარი იყოს, მაგრამ ყვავილები შესაძლოა საოცრად დიდი, განსაცვიფრებელი ფერისა და ფორმის ჰქონდეს.

ფაინბოსის მხარე მცენარეთა სამყარო — კეთილი იმედის კონცხი — გახლავთ, რომელიც ძალიან განსხვავდება დედამიწის სხვა კუთხეებისგან *. თუმცა ამ მხარეს შედარებით პატარა ფართობი უჭირავს, იქ ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული მცენარეთა სახეობები — ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 8 550-ზე მეტი — იზრდება და ამ სახეობათა ორი მესამედი სხვაგან არსად ხარობს.

მხოლოდ თეიბლეს მთაზე 1 470 სახეობის მცენარეს ვხვდებით. „ამ ციფრის გათვალისწინებით, რომელიც ჟურნალ „ნიუ-საიენტისტში“ იყო მოცემული, ამ მხარის მცენარეთა რაოდენობა მთელ ბრიტანეთის კუნძულების მცენარეთა რაოდენობას აჭარბებს“. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფაინბოსის რეგიონის მცენარეები დედამიწის სხვა კუთხეებშიც გავრცელდა. როგორ?

საოცარი მრავალფეროვნება

ქოთანში ჩარგული ნემსიწვერა, რომელიც შეიძლება ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ადვილი დასაშვებია, რომ თავდაპირველად ფაინბოსის რეგიონში ხარობდა. მცენარეთა 250 სახეობიდან, რომლებიც მთელ დედამიწაზე იზრდება, ორ მესამედზე მეტი ფაინბოსის რეგიონში ხარობს.

ამავე დროს, 1 800 სახეობის ყვავილიდან, რომლის მესამედიც ზამბახისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და, გარდა ამისა, 72-ზე მეტი სახეობის ხმალა, რომლებიც სხვაგან არსად არ იზრდება დედამიწაზე, ამ მხარეში ხარობს. რაც შეეხება ზიზილას და ვაიას, მათი 1 646 სახეობა აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში იზრდება *. ამ სახეობებში ერთიანდება უკვდავა, რომელიც ინარჩუნებს ხასხასა ფერს და წლების მანძილზე მისი გამხმარი ყვავილი დეკორაციისთვის გამოიყენება.

მაგრამ ფაინბოსის მხარის ყველაზე საოცარი ქმნილებებია ყვავილოვანი მცენარეები, რომლებსაც ერიკა ანუ მანანა ეწოდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მთელ მსოფლიოში ერიკას 740 სახეობიდან 625 ფაინბოსის მხარეში იზრდება.

თაფლოვანი პროტეა და ნექტარა

ბოტანიკოსმა ლინემ ფაინბოსის მხარის ყვავილების ერთი ჯგუფი გამოიკვლია; მასში გაერთიანებულ ყვავილებს საოცრად მრავალფეროვანი ფორმები ჰქონდა. მან ამ ჯიშის მცენარეებს პროტეა (პროტეასებრთა ოჯახში შემავალი სახეობა) უწოდა ბერძნული ღვთაების „პროტევსის“ სახელიდან გამომდინარე, რომელსაც, ადამიანთა წარმოდგენების თანახმად, სხეულის ფორმის შეცვლა შეეძლო. მთლიანობაში, პროტეას 328 ერთმანეთისგან განსხვავებული სახეობა თავდაპირველად ფაინბოსის მხარეში იზრდებოდა. რა ამაღელვებელია კეთილი იმედის კონცხზე გასეირნება და მოულოდნელად უზარმაზარი პროტეას დანახვა! მისი თვალწარმტაცი ყვავილი ზოგჯერ ზომით ადამიანის სახეზე დიდია.

სხვა გავრცელებული ჯიშის პროტეას თაფლოვანი პროტეა ჰქვია. ამ ხის ყვავილებს ფინჯნის ფორმა აქვს და მათში ნექტრის უხვი მარაგია. ადრეული ახალმოსახლეები კონტეინერზე მის ყვავილებს ჩამობერტყავდნენ ხოლმე ნექტარის შესაგროვებლად, რომლისგანაც მოგვიანებით სიროფს ადუღებდნენ.

კეთილი იმედის კონცხის ნექტარას — ქმნილებას, რომელიც მხოლოდ ფაინბოსის მხარეში გვხვდება — მოსწონს პროტეას ნექტარი. ეს ფრინველი თავისი გრძელი ნისკარტითა და ენით ისე წოვს ნექტარს ყვავილიდან, რომ თავადაც კმაყოფილდება და ყვავილის მტვერი ერთი ყვავილიდან მეორეზეც გადააქვს; ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ეფექტურ განაყოფიერებას. გარდა ამისა, ნექტარა იკვებება მწერებით, რომლებსაც დიდი ყვავილები იზიდავთ. ამგვარად, ფრინველი და ყვავილი არსებობაში ერთმანეთს უწყობენ ხელს.

სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთობა

ზოგი პროტეას ყვავილი მიწისკენ იხრება და მის ქვემოთ მოქცეულ სხვა მცენარეებს ფარავს. მინდვრის თაგვს იზიდავს სუნი, რომელსაც პროტეა გაღვივების დროს აფრქვევს. ის თავს ჩარგავს ამ მცენარის ყვავილებში და წოვს ნექტარს, შემდეგ კი სხვა პროტეას ესტუმრება ხოლმე; ასეთი სახით მასაც გადააქვს სხვა მცენარეებზე ყვავილის მტვერი, რომელიც თაგვებს თავიანთ ბეწვიან სახეზე უგროვდებათ. ამგვარად, მინდვრის თაგვებსა და პროტეასაც არსებობისთვის აუცილებელი ურთიერთობა აქვთ.

მსგავსი ურთიერთობა არსებობს ერიკას ყვავილებსა და ფერადი, ნარინჯისგულა ნექტარას შორის, რომლებიც მხოლოდ ფაინბოსის მხარეში ბუდობენ. რადგან ამ ფრინველებს მოხრილი გრძელი ცილინდრის ფორმა აქვთ, თავიანთი ნისკარტით ძალიან კარგად უდგებიან ყვავილებს. როდესაც ფრინველი თავისი ნისკარტით ნექტარს წოვს ყვავილიდან, მის თავზე მტვერი გროვდება. მთელი წლის განმავლობაში, ერიკას ყვავილობისას, ნექტარა იკმაყოფილებს შიმშილს და ამავე დროს, მცენარეები მისი მეშვეობით იმტვერებიან. რა აღმაფრთოვანებელია ფერდობის გასწვრივ გასეირნება და ამ საოცარი ურთიერთობისთვის თვალის დევნება!

ბევრი სხვა ცოცხალი ქმნილებების როლიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაინბოსის მხარის სხვადასხვა ცოცხალი არსებისთვის. მაგალითად, თეიბლეს მთის მშვენებად წოდებული პეპელა განსაკუთრებული სახით მტვერავს 15 სახეობის წითელ ყვავილს. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ყვავილია დიზა, რომელიც ალამაზებს თეიბლეს მთას.

ამ მხარეში ბინადრობს ზოგიერთი ჯიშის თხუნელა, რომელიც იმ მცენარეების ბოლქვიანი ფესვებით იკვებება, რომლებიც გაერთიანებული არიან ჯადვარის, შროშანისა და ზამბახის გვარებში. კეთილი იმედის კონცხზე მობინადრე თხუნელებს მცენარის ფესვების ნაწილები თავიანთ სოროში გადააქვთ და იქ ინახავენ. გადატანის დროს ნაწილი გზაზე უცვივდებათ ან შეუჭმელი რჩებათ სოროში და ამის გამო ხშირად მათგან ახალი ფესვები ვითარდება და იზრდება.

ასობით ფაინბოსის მცენარე თავისი თესლის მარცვლებს ნოყიერ ზეთოვან წვენს აწვდის, რომლის მძაფრი სუნიც ჭიანჭველებს იზიდავს. მას შემდეგ, რაც ჭიანჭველები მოსაჭიდს მოუძებნიან მცენარის ღეროს, რომელიც ამ წვენს აწვდის ფესვებს, მიწიდან ამოათრევენ ხოლმე თესლის მარცვლებს და შემდეგ თესლის მაგარ მარცვლებს კი არა, რბილ ღეროს შეექცევიან. მიწაში ჩატოვებული მარცვლები კი, რომლებიც დაცულია ფრინველებისა და თაგვებისგან, მოგვიანებით შეიძლება გაიზარდოს.

ამ მხარეში არიან გრძელხორთუმიანი მწერებიც. ისინი საუკეთესოდ მტვერავენ ფაინბოსის მხარის იმ მცენარეებს, რომლებსაც გრძელი მილისებრი ყვავილები აქვთ. ამ მწერის ხორთუმის სიგრძე თითქმის 7,5 სანტიმეტრია. სინამდვილეში, ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფაინბოსის მხარის ცოცხალი ქმნილებების არსებობას.

არასაიმედო ურთიერთობა

„სამწუხაროა, — აღნიშნავს გარემოს დაცვის სპეციალისტი ტ. ფ. ჯ. ვან რენსბერხი წიგნში „გავეცნოთ ფაინბოსს“. — რომ ხშირ შემთხვევაში იმ ადამიანს მიუძღვის ბრალი ბუნების გარკვეული ადგილის გაჩანაგებაში, რომელსაც ცოცხალ ქმნილებებზე მზრუნველობას აკისრებენ“. სინამდვილეში, შედარებით მოკლე დროში ძალიან ბევრი ადგილი გაუდაბურდა, როგორც ამას დოქტორი პეტ ვან უეკი ხსნის: „კოლონიზაციის შემდეგ დაახლოებით 300 წელიწადში ფაინბოსის ქვემო ველზე მოსახლე ადამიანებმა, დააქუცმაცეს ეს მხარე და სრულიად შეუცვალეს იერსახე, რის გამოც ფაინბოსის თავდაპირველი ჯიშებიდან მხოლოდ 31 პროცენტი შემორჩა. . . მაგრამ მცენარეულობა იქ ჯერ კიდევ ხარობს; მაშინ როცა ფაინბოსის 39 სახეობის მცენარე უკვე გადაშენდა და კიდევ 1 033 სახეობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა“.

ადამიანის ჩარევა აგრეთვე საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან ურთიერთობას, რომელიც ფაინბოსის ცხოველებსა და მცენარეებს შორის არსებობს. „ეკოლოგები“, — შენიშნავს წიგნი „თეიბლეს მთა — ბუნების საოცრება“. — მხოლოდ ახლა ხვდებიან, რომ ფაინბოსის მხარეში ცხოველსა და მცენარეს შორის რთული კავშირი არსებობს. თუ მცენარე მოკვდება, მისი დამმტვერავიც (მღრღნელი, პეპელა ან ხოჭო) შეწყვეტს არსებობას? რა შეიძლება ითქვას ფაინბოსის ფრინველებზე? სამხრეთ აფრიკელი ბიოლოგის, ს. სკედის, სიტყვების თანახმად, მრავალი ნექტარას არსებობას საფრთხე ემუქრება, რადგან მათ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვთ პროტეას ჯიშის მცენარეებთან“.

ფაინბოსის მხარის შესახებ ამ ცნობების მოსმენა გულდასაწყვეტია. მიუხედავად ამისა, ლინეს მსგავსად, მათაც, რომელთაც სწამთ „კეთილი შემოქმედის“, გააჩნიათ საფუძვლიანი იმედი. ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ, როცა იეჰოვა ღმერთი თავის განზრახვას შეასრულებს და ‘შექმნის ყოველივე ახალს’, დედამიწა, როგორც არასდროს უწინ, აყვავდება და გაიფურჩქნება (გამოცხადება 21:5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დედამიწაზე არსებობს მცენარეთა ექვსი სამყარო. ამ რეგიონებს კარგად იცნობენ მცენარეთა თავისებურებებით დაინტერესებული გეოგრაფები. მხარე, რომელიც სამხრეთ აფრიკის კონცხს აკრავს გარშემო, ერთ-ერთია ამ ექვსი სამყაროდან.

^ აბზ. 9 ზიზილა მიეკუთვნება ასტრას ოჯახს; ვაია მესემსის ადგილობრივი სახელია, რომელიც მეზიმბრიანტემუმის ოჯახს ეკუთვნის.

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფაინბოსის მხარე (ნაჩვენებია მწვანედ)

თეიბლეს მთა

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათი 16 გვერდზე]

ხმალა, 72 სახეობიდან ერთ-ერთი, რომელიც დედამიწაზე სხვაგან არსად ხარობს.

[საავტორო უფლება]

Una Coetzee (www.agulhasfynbos.co.za)

[სურათი 16 გვერდზე]

ზოგი სახეობის პროტეა ზომით ადამიანის სახეზე დიდია.

[საავტორო უფლება]

Nigel Dennis

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მხოლოდ თეიბლეს მთაზე 1 470 სხვადასხვა სახეობის მცენარე იქნა აღმოჩენილი.

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

მარწყვის მსგავსი უკვდავას ყვავილი.

[საავტორო უფლება]

Nigel Dennis

[სურათი 17 გვერდზე]

უამრავი სახეობის ზიზილადან ერთ-ერთი ფაინბოსის მხარეში ხარობს.

[საავტორო უფლება]

Kirstenbosch, Cape Town

[სურათი 17 გვერდზე]

15 სახეობის წითელი ყვავილის განსაკუთრებული სახით დამმტვერავს თეიბლეს მთის მშვენება ჰქვია.

[საავტორო უფლება]

Colin Paterson-Jones

[სურათი 17 გვერდზე]

ნემსა პროტეა.

[საავტორო უფლება]

National Parks Board of South Africa

[სურათი 18 გვერდზე]

ერიკას ყვავილებსა და ნექტარას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.

[საავტორო უფლება]

Colin Paterson-Jones

[სურათი 18 გვერდზე]

პროტეასა და კეთილი იმედის კონცხის ნექტარას შორის განსაკუთრებული კავშირი არსებობს.

[საავტორო უფლება]

Kirstenbosch, Cape Town

[სურათი 18 გვერდზე]

უოტსონია.

[საავტორო უფლება]

Kirstenbosch, Cape Town

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

National Parks Board of South Africa