მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
„უმუშევრობა“. ძლიერ გამამხნევა სტატიამ «რა დაემართა „მუდმივ სამსახურს“?» (8 ოქტომბერი, 2000). შესანიშნავი რჩევები იყო მოცემული, თუ როგორ მოვემზადოთ კადრების შემცირებასთან შესახვედრად და როგორ დავაღწიოთ თავი უმუშევრობას. თავს უფრო თავისუფლად ვიგრძნობ, როდესაც სამსახურის საშოვნელად გასაუბრებაზე წავალ.
ფ. უ. (აშშ).
ჩინური აფთიაქი. დამაეჭვა იმ თეორიამ, რომელიც სტატია „სტუმრად ჩინურ აფთიაქში“ აღწერილ ალტერნატიულ მკურნალობასთან იყო დაკავშირებული (8 ნოემბერი, 2000). მცენარეების გამოყენების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ „ინსა“ და „იანში“ ცივსა და ცხელზე მეტი არ იგულისხმება? თქვენ მეტისმეტად გაამარტივეთ თეორია, რომელსაც ფესვები ოკულტიზმსა და ცრუ რელიგიაში აქვს გადგმული. განა ეს სახიფათო არ არის?
ვ. ა. (აშშ).
მართალია, აღმოსავლეთში ინისა და იანის პრინციპს მრავალ საქმიანობაში, მათ შორის მარჩიელობაშიც, იყენებენ. მაგრამ ეს არ გამორიცხავს მის გამოყენებას ისეთ საქმიანობებში, რომლებსაც საღვთო წერილი არ გმობს, მაგალითად, დიაგნოზის დასმაში. ამიტომაც თითოეულმა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, გამოიყენოს თუ არა ამ პრინციპზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი (რედ.).
ბავშვთა პრობლემები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სტატიების სერიამ „ბავშვთა პრობლემები — მალე საბოლოოდ გადაიჭრება!“ (8 დეკემბერი, 2000). ცუდი ბავშვობა მქონდა. დედაჩემი სვამდა და თითქმის ყოველთვის ცუდად მეპყრობოდა. ბოლოს დეპრესიაში ჩავვარდი და ხშირად სიკვდილს ვნატრობდი. სტატიებმა შემახსენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების ურთიერთობა. დღეს უკვე ვიცი, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას და ვცდილობ, უკეთ გავუგო დედაჩემს, რომელსაც თავადაც ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდა.
უ. ფ. (კორეის რესპუბლიკა).
მასწავლებელი გახლავართ, წარმოშობით არგენტინიდან — და ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ ყველა მშობელი და მასწავლებელი გამოიყენებდა ამ ჟურნალში მოცემულ და ბიბლიიდან ასე ხშირად ციტირებულ რჩევებს.
ფ. ს. (ესპანეთი).
რისხვა. წავიკითხე სტატია „რისხვა და თქვენი გული“ რუბრიკიდან „რა ხდება მსოფლიოში“ (8 დეკემბერი, 2000). ყველაფერი მართალი იყო. გული მაწუხებს, რის გამოც ხშირად დაღლილი ვარ და თავს ცუდად ვგრძნობ. სკოლაში სიარული ჩემთვის არც ისე ადვილია, რადგან არ უნდა გავბრაზდე. მადლობა იეჰოვას, რომ დღეს ძველებურად აღარ ვრისხდები.
ა. ფ. (აშშ).
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები. ნამდვილად შესანიშნავი იყო სტატია „როგორ გავართვათ თავი წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს“ (8 დეკემბერი, 2000). მაგრამ მასში არაფერი იყო ნათქვამი რადიოაქტიური თესლის იმპლანტაციის პროცედურაზე. ამის შესახებ ბოლო დროს ხშირად იბეჭდება აშშ-ის პოპულარულ ჟურნალებში და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად აღინიშნება.
ჰ. ზ. (აშშ).
დიდი მადლობა, რომ ჩვენი მკითხველის ყურადღება გაამახვილეთ ამ მეთოდზე. როგორც ცნობილია, რადიოაქტიური თესლის იმპლანტაციის თერაპია ნაკლებად სახიფათოა პაციენტისთვის, ვიდრე ტრადიციული ქირურგიული ჩარევა და ზოგჯერ თანაბრად ეფექტურიც. მაგრამ დროა საჭირო იმისათვის, რომ ექიმებმა შეიტყონ, თუ რა შედეგები მოჰყვება მას გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. მანამდე კი პაციენტები, ვიდრე არჩევანს გააკეთებენ, სრულიად ინფორმირებული უნდა იყვნენ (რედ.).
იელოუსტოუნი. ძალიან მომეწონა სტატია „იელოუსტოუნი — ერთმანეთს შერწყმული წყალი, ქანები და ცეცხლი“ (8 დეკემბერი, 2000). გასულ წელს მე და ჩემს ცოლს წილად გვხვდა ამ პარკში მუშაობის უპირატესობა. ჩემი მეუღლე სხვადასხვა მონაცემს, მე კი პარკის წყლებს ვიკვლევდი. ამიტომაც სტატიამ ძლიერ გაგვახარა და მაშინვე წავიკითხეთ. შესანიშნავი ნაშრომია! ფოტოსურათები კარგად იყო შერჩეული და ყველაფერი ზედმიწევნით იყო გამოკვლეული. ინფორმაციაც ყოველმხრივ ზუსტი იყო. მაგრამ ყველამ მაინც თავად უნდა ნახოს ეს ადგილი! ნამდვილად აუწერელია მისი სილამაზე.
დ. ს. (აშშ).