როგორ შეგიძლიათ დახმარება
როგორ შეგიძლიათ დახმარება
„დეპრესიაში მყოფ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ. მაგრამ მათ არ შეუძლიათ თვითონვე ეძიონ ეს დახმარება. პირველ რიგში უფროსები უნდა ხედავდნენ პრობლემას და სერიოზულად ეკიდებოდნენ მას. ეს საკმაოდ რთულია“ (დ-რ მარკ გოლდი).
რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი დეპრესიაშია? ჯერ ერთი, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიმპტომები შეიძლება სრულიად სხვა რამის მიმანიშნებელი იყოს *. გარდა ამისა, დროდადრო ყველა ახალგაზრდას იპყრობს სევდა. მაგრამ თუ მდგომარეობა არ სწორდება და ცხადი ხდება, რომ ეს დროებითი დაცემა არ არის, საუკეთესო გამოსავალი ექიმთან კონსულტაციისთვის მისვლა იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა გვხსომებოდა იესოს სიტყვებიც: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ“ (მათე 9:12).
გულახდილად მოუყევით ექიმს ყველაფერი; მაგალითად, მოზარდის ცხოვრებაში არც ისე დიდი ხნის წინათ მომხდარი ისეთი ცვლილებების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, მოზარდის აპათიური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი გახდა. საჭიროა, რომ დიაგნოზის დასმამდე ექიმმა საკმარისი დრო დაუთმოს სიმპტომების მოსმენას. „შეუძლებელია მდგომარეობის ზუსტად შესაფასებლად აუცილებელი ინფორმაციის მიღება პაციენტის მხოლოდ ერთი ოც წუთიანი ვიზიტის განმავლობაში“, — გვაფრთხილებს დ-რ დევიდ ფასლერი.
თავისუფლად დაუსვით ექიმს ნებისმიერი კითხვა. მაგალითად, თუ ექიმის აზრით, თქვენს შვილს კლინიკური დეპრესია აქვს, შეიძლება ჰკითხოთ, რატომ გამორიცხავს ის სხვა დაავადებებს. თუ ეჭვი გეპარებათ დიაგნოზის სიზუსტეში, უთხარით
ექიმს, რომ სხვა სპეციალისტების თვალსაზრისის გაგებაც გაინტერესებთ. ცხადია, არც ერთი პატიოსანი და გულისხმიერი ექიმი არ იქნება ამის წინააღმდეგი.მდგომარეობასთან გამკლავება
თუ თქვენს შვილს კლინიკური დეპრესია აქვს, ნუ შეგრცხვებათ ამისა. ფაქტი ის გახლავთ, რომ დეპრესიაში საუკეთესო ახალგაზრდებიც ცვივდებიან. ბიბლია ცხადყოფს, რომ, ასაკის მიუხედავად, უარყოფითმა ემოციებმა დათრგუნეს ისინიც კი, ვინც ღვთისადმი მთელი გულით მსახურებას ცდილობდა. დაფიქრდით ერთგული იობის მაგალითზე, რომელიც თავს ღვთისგან მიტოვებულად გრძნობდა და ამიტომ სიცოცხლე მოსძულებოდა (იობი 10:1; 29:2, 4, 5). ღვთის მსახური ხანა იმდენად ‘სულგამწარებული’ იყო, რომ საჭმელსაც ვერ ჭამდა (პირველი მეფეთა 1:4—10). ღვთის ერთგული მსახური იაკობი მრავალი დღე გლოვობდა შვილის სიკვდილის გამო და „არ სურდა ნუგეში“. ამიტომაც ნატრობდა თავისი ვაჟივით შავეთში, ანუ სამარეში, ყოფნას! (დაბადება 37:33—35). დიახ, ემოციური პრობლემები ყოველთვის ამა თუ იმ სახის სულიერი სისუსტის მიზეზით არ იქმნება.
მიუხედავად ამისა, მოზარდის დეპრესიაში ჩავარდნა მშობლებისთვის შეიძლება ძალზე ძნელი ასატანი იყოს. „ნერვები დაწყვეტილი მაქვს, — ყვება დეპრესიაში მყოფი ერთი მოზარდის დედა. — აღელვებული, შეშინებული, გაღიზიანებული, გამწარებული და ქანცგაწყვეტილი ვარ“. სხვა დედა აღიარებს: „სახლიდან რომ გავიდოდი და დავინახავდი საყიდლებზე გამოსულ რომელიმე დედას თავის ქალიშვილთან ერთად, გული მიკვდებოდა, რადგან ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მე დავკარგე ასეთი შესაძლებლობა და დაკარგულს ვეღარასოდეს დავიბრუნებდი“.
არაფერია არანორმალური იმაში, რომ ადამიანს ასეთი გრძნობები ეუფლება. მაგრამ ზოგჯერ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. თუ ეს ასე მოხდა, რატომ არ უნდა მიგემართათ სანდო მეგობრისთვის? იგავნის 17:17 ამბობს: „მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება“. ნურც ლოცვას უგულებელყოფთ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ თუ ღმერთს მივანდობთ ჩვენს ტვირთს, ის შეგვეხიდება (ფსალმუნი 54:23).
დადანაშაულებისკენ მიდრეკილება
დეპრესიაში მყოფი მრავალი მოზარდის მშობლებს ძალიან უტყდებათ გული და ისეთი შეგრძნება უჩნდებათ, რომ, გარკვეულწილად, მათ მიუძღვით შექმნილ მდგომარეობაში ბრალი. „როდესაც თქვენი შვილი დეპრესიაშია, — ამბობს ერთი დედა, — თავს დამნაშავედ გრძნობთ და საპირისპიროში ვერავინ დაგარწმუნებთ. ტვინს გიბურღავთ კითხვები: სად დავუშვი შეცდომა? რამ გამოიწვია ეს გარდატეხა? რით შევუწყვე ხელი ამას?“ როგორ შეუძლიათ მშობლებს გაწონასწორებული აზროვნების შენარჩუნება?
ეჭვგარეშეა, ოჯახში დაძაბული ატმოსფერო ბავშვზე ცუდად კოლასელთა 3:21, აქ). ამიტომ კარგი იქნებოდა მშობლებს გაეანალიზებინათ შვილებთან თავიანთი დამოკიდებულება და სათანადო ცვლილებები შეეტანათ მასში.
მოქმედებს. ბიბლია არც თუ უსაფუძვლოდ აფრთხილებს მამებს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა გული არ გაუტყდეთ.“ (მაგრამ დეპრესია ყოველთვის მშობლების არასათანადო დამოკიდებულების ბრალი არ არის. დიახ, ეს მოშლილობა შეიძლება ისეთ მოზარდსაც განუვითარდეს, რომელიც ძალზე მოსიყვარულე ატმოსფეროში იზრდება. ამიტომ, მშობლები, რომლებიც შვილების საკეთილდღეოდ ძალ-ღონეს არ იშურებენ, თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია, არ დაადანაშაულოთ დეპრესიაში მყოფი მოზარდი. ახალგაზრდას ხომ არ შეუძლია ამ მოშლილობაზე რაიმე გავლენის მოხდენა. „არასოდეს დავადანაშაულებდი მას ჩუტყვავილათი ან პნევმონიით დაავადების გამო, — ამბობს ერთი დედა. — მაგრამ დეპრესიით დაავადების შემთხვევაში, — აღიარებს ის, — მე სწორედ ასე მოვიქეცი. შვილი დავადანაშაულე იმისათვის, რომ დეპრესიაში ჩავარდა, რასაც ახლა თავს ვერ ვპატიობ“. თუ დეპრესიას სისუსტედ კი არა დაავადებად მიიჩნევენ, ეს მშობლებსა და სხვებსაც დაეხმარებათ, ყურადღება გაამახვილონ იმაზე, თუ როგორ ამოუდგნენ მხარში დაავადებულ მოზარდს.
დეპრესიაში მყოფი მოზარდის აღზრდამ მშობლების ურთიერთობაში შეიძლება საკმაოდ დიდი დაძაბულობა შეიტანოს. „ჩვენ ერთმანეთს ვადანაშაულებდით, — ამბობს ერთი დედა. — ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როდესაც ვფიქრობდით, როგორ ცხოვრებას ვნატრობდით და როგორ ვცხოვრობდით ჩვენი შვილის დეპრესიის გამო“. ტიმი, რომლის გოგოც დეპრესიაშია, აღიარებს. — „ძალიან ადვილია მეუღლის დადანაშაულება. თუ მანამდე, სანამ შვილს დეპრესიის პირველი ნიშნები გამოუვლინდებოდა, მშობლებს ერთმანეთთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ, ბავშვის უჩვეულო მოქმედება
მათთვის შეიძლება უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდეს“. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვის დეპრესია გახდეს თქვენს ქორწინებაში განხეთქილების მიზეზი! მართლაც კარგი არაფერი მოაქვს საკუთარი თავის, შვილისა თუ მეუღლის დადანაშაულებას. ამ შემთხვევაში მთავარი დაავადებულისთვის მხარში ამოდგომაა.მხარში ამოდგომა
ბიბლია ქრისტიანებს გვაფრთხილებს: «ანუგეშეთ სულმოკლენი, [„გულდამძიმებულები“, აქ]» (1 თესალონიკელთა 5:14). თუ დეპრესიაში მყოფ ახალგაზრდას საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა დაკარგული აქვს, თქვენ შეგიძლიათ მისთვის დახმარების აღმოჩენა. როგორ? ცხადია, არა ისეთი გამაკრიტიკებელი ფრაზებით, როგორიცაა: „შენ თავს ასე არ უნდა გრძნობდე“ ან „ასეთი აზროვნება არასწორია“. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ იყოთ თანამგრძნობნი და „გულშემატკივარნი“ (1 პეტრე 3:8). პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელთა 12:15). გახსოვდეთ, ადამიანი, რომელიც ნამდვილად დეპრესიაშია, ტკივილს განიცდის. ეს ტკივილი წარმოსახვითი არ არის და არც სხვების ყურადღების მისაპყრობად არის მოგონილი.
მოსმენის შემდეგ, შეეცადეთ გულახდილად აალაპარაკოთ დეპრესიაში მყოფი. ჰკითხეთ, რატომ გრძნობს თავს ასე. შემდეგ თბილად და რბილად დაეხმარეთ მოზარდს იმის დანახვაში, თუ რატომ არ არის საკუთარი თავისთვის ასე დაბალი შეფასების მიცემა სიმართლესთან ახლოს. ღვთის სიყვარულსა და გულმოწყალებაში კიდევ ერთხელ დარწმუნება ავადმყოფს ტვირთს შეუმსუბუქებს (1 პეტრე 5:6, 7).
შესაძლოა, საჭირო იყოს შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, დარწმუნდით, რომ დეპრესიაში მყოფი თქვენი შვილი საკმარისად ისვენებს, სათანადოდ იკვებება და ვარჯიშობს (ეკლესიასტე 4:6, აქ). თუ ექიმმა ბავშვს წამლები დაუნიშნა, გონივრული იქნებოდა მოზარდისთვის დაგენახვებინათ, რომ ამ წამლების მიღება ძალზე მნიშვნელოვანია. ნურასოდეს დატოვებთ მხარდაჭერისა და სიყვარულის გარეშე.
უნდა ვაღიაროთ, რომ მოზარდის დეპრესიაში ჩავარდნა შეიძლება მტანჯველი იყოს როგორც ავადმყოფისთვის, ისე ოჯახის სხვა წევრებისთვის. მაგრამ მოთმინება, ნებისყოფა და სიყვარული, საბოლოოდ, შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ მოზარდს.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 როგორც ცნობილია, გარკვეული დაავადებების (მონონუკლეოზის, დიაბეტის, ანემიის, ჰიპოთირეოზისა და ჰიპოგლიკემიის) დროს ავადმყოფს შეიძლება დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდეს.
[ჩანართი 11 გვერდზე]
ადამიანი, რომელიც ნამდვილად დეპრესიაშია, ტკივილს განიცდის. ეს ტკივილი წარმოსახვითი არ არის.
[ჩარჩო 13 გვერდზე]
თუ დეპრესიაში მყოფი მოზარდი ხარ
შენ მარტო არა ხარ და არც შენი მდგომარეობაა უიმედო. შენი დეპრესია შეიძლება დაკავშირებული იყოს 1) ბიოქიმიური წონასწორობის დარღვევასთან ან 2) ცხოვრებისეულ სიტუაციებთან, რომლებზეც თითქმის ან საერთოდ არავითარი გავლენის მოხდენა არ შეგიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ არა ხარ დამნაშავე იმისათვის, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი. და მაინც, რის გაკეთება შეგიძლია?
ბიბლია ამბობს: „ზოგი მეგობარი. . . ძმაზე მოყვარულია“ (იგავნი 18:24). რატომ არ უნდა მიგემართა ასეთი მეგობრისთვის და არ გაგეზიარებინა შენი გრძნობები? მშობელი ან სხვა ვინმე მოწიფული პიროვნება დიდად დაგეხმარებოდა დეპრესიასთან ბრძოლაში.
თუ მშობლები ვარაუდობენ, რომ კლინიკური დეპრესიით ხართ დაავადებული, მათ შეიძლება მიგიყვანონ ექიმთან, რომელიც გამოცდილია მსგავსი მოშლილობის მკურნალობაში. ასე მოქმედება გონივრულია, რადგან დეპრესია ხშირად ექვემდებარება მკურნალობას. მაგალითად, ქიმიური წონასწორობის დარღვევისას შეიძლება ექიმმა პაციენტს ანტიდეპრესანტები გამოუწეროს. თუ მსგავსი მკურნალობა დაგინიშნეს, ნუ შეგრცხვება წამლების მიღება. მათი დახმარებით სხეულში ქიმიური წონასწორობა აღდგება, ამან კი შეიძლება მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიოს ცხოვრებაში გარკვეული სიხარულისა და სტაბილურობის დაბრუნებაში.
დეპრესიაში მყოფმა მრავალმა ადამიანმა ნუგეში ბიბლიის კითხვასა და ღმერთთან ლოცვით უფრო მეტად დაახლოებაში ჰპოვა. ბიბლია გვარწმუნებს: «ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან [„გულგატეხილებთან“, აქ] და სულით მორჩილებს იხსნის» * (ფსალმუნი 33:19).
[სქოლიო]
^ აბზ. 30 მეტი ინფორმაციის მისაღებად „გამოიღვიძეთ!“-ის 2000 წლის 8 ნოემბრის ნომერში იხილე სტატია: „ახალგაზრდების შეკითხვები. . . უნდა ვუთხრა ვინმეს, დეპრესიაში რომ ვარ?“
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
დახმარება და იმედი დეპრესიაში მყოფთათვის
დეპრესიის თემა საკმაოდ რთულია. ამიტომ სტატიათა ამ მოკლე სერიაში შეუძლებელია მისი ყველა ასპექტის განხილვა. მიუხედავად ამისა, „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლები იმედოვნებენ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია მოზარდებსა და მათ მშობლებს ამ ძალების გამომცლელ მოშლილობასთან გამკლავებაში დაეხმარებათ.
თქვენ შეიძლება შენიშნეთ, რომ წინა სტატიაში მოცემული რჩევების უმეტესობა ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. მართალია ის ძველი წიგნია, მაგრამ მისი რჩევები დღესაც ისევე პრაქტიკულია, როგორც ეს მისი დაწერის დროს იყო. რატომ? იმიტომ რომ, დროის მსვლელობის მიუხედავად, ადამიანის ბუნება არ შეცვლილა. ჩვენც, ძირითადად, იმავე პრობლემებს ვაწყდებით, რასაც წინა თაობები. განსხვავება ის არის, რომ დღეს ეს პრობლემები უფრო დიდი და მეტის მომცველია.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზის გამოა ბიბლია ძალზე პრაქტიკული — ის ღვთის მიერ არის შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16). ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა გვჭირდება ცხოვრებაში სიხარულისა და კმაყოფილების მისაღებად.
რა თქმა უნდა, ბიბლია დაავადების მკურნალობისთვის გამიზნული სახელმძღვანელო არ არის. ამიტომ ის ვერ შეცვლის დაავადებების, მაგალითად, დეპრესიის, დროს საჭირო სათანადო სამედიცინო საშუალებებს. მიუხედავად ამისა, ბიბლიაში მოცემულია პრინციპები, რომლებიც დაგვეხმარება, ვანუგეშოთ ამ დაავადებით დატანჯული ადამიანები. უფრო მეტიც, მასში მოცემულია ღვთის აღთქმა, რომ ის მალე ყველა სნეულებას განკურნავს (ფსალმუნი 102:3). დიახ, იეჰოვა აპირებს, ‘ცხოველყოს ტანჯულთა გული‘ (ესაია 57:15).
ისურვებდით თუ არა ამ დიდებული იმედის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას? გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ სათანადო მისამართზე მოგვწეროთ.
[სურათი 10 გვერდზე]
ეცადეთ, იყოთ თანამგრძნობი.
[სურათი 11 გვერდზე]
თუ მოზარდის ცუდი გუნება-განწყობილება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, გონივრული იქნებოდა, ექიმისთვის მიგემართათ.
[სურათები 12 გვერდზე]
მშობლებო, ნაჩქარევად ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, მეუღლეს ან მოზარდს.