მკითხველთა წერილები
მკითხველთა წერილები
ნუგეში დაავადებულთათვის 22 წლის ვარ და თითქმის მთელი ცხოვრება ავთვისებიანი სიმსივნით ვიტანჯები. სტატიათა ეს სერია „ნუგეში დაავადებულთათვის“ ჩემს გულს შეეხო (8 თებერვალი, 2001). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩემი გულგატეხილობა და გულისწყრომა! შემიძლია შევიდე უილიამ და როუზ მაინერზების მდგომარეობაში და წარმოვიდგინო, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი თავის მდგომარეობას. იეჰოვამ იცის, როგორ გააძლიეროს თავისი მოყვარული.
ა. ს. (ჩილე).
ცეცხლსაქრობები მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტატიისთვის „ხანძარი! — რომელი ცეცხლსაქრობი უნდა გამოიყენო?“ (8 თებერვალი, 2001). თუ შეიძლება, გამოგვიგზავნეთ ამ ნომრის 130 ეგზემპლარი, რათა ჩვენს ყველა თანამშრომელს დავურიგოთ და თითოეულს ჰქონდეს ოჯახში თითო ეგზემპლარი.
დ. ფ. (აშშ).
მადლობას გიხდით, რომ ასე გულმოდგინედ იშრომეთ ამ სტატიის დასაწერად. სხვაგან არსად მოიპოვება ამის მსგავსი 32 გვერდიანი ჟურნალი, რომელიც სარგებლობის მომტან მრავალფეროვან ინფორმაციას გვთავაზობს. მაგრამ მინდა შევნიშნო, რომ, ჩემი აზრით, სტატიაში ნახსენებ „ფხვნილიან ცეცხლსაქრობში“ ალბათ „მშრალი ქიმიური“ ცეცხლსაქრობი საშუალება იგულისხმეთ. ფხვნილიანი ცეცხლსაქრობები, რომელზეც ყვითელი ვარსკვლავი და D ასო არის გამოსახული, მხოლოდ ლითონზე გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენება, მაშინ როცა მშრალ ქიმიურ ცეცხლსაქრობ საშუალებას A B C ან B C კლასის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ.
ჯ. ჰ. (აშშ).
მადლობას გიხდით ასეთი ახსნისთვის. ზოგ ქვეყანაში „ფხვნილიან ცეცხლსაქრობებში“ სწორედ ის იგულისხმება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მშრალ ქიმიურ ცეცხლსაქრობ საშუალებებად არის ცნობილი. რადგან „გამოიღვიძეთ!“-ი საერთაშორისო ჟურნალია, დროდადრო ტერმინოლოგიაში უცილობლად იქნება განსხვავებები (რედ.).
ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული? ძალიან მომეწონა სტატია რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები. . . რა გავაკეთო, თუ მშობლები ფიქრობენ, რომ ჩემთვის ჯერ ადრეა პაემნებზე სიარული?“ (8 თებერვალი, 2001). მე 17 წლის ვარ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯერ მართლაც არ ვარ მზად, დავქორწინდე და ოჯახი მატერიალურად უზრუნველვყო. ეს სტატია დამეხმარა, ძალიან სერიოზულად დავფიქრებულიყავი ამ საკითხზე პაემანზე სიარულის დაწყებამდე, და დამენახა იმის აუცილებლობა, რომ გამჭრიახობის გამოვლენა დამჭირდება, როცა ერთ მშვენიერ დღეს პაემანზე სიარულსა და დაქორწინებას გადავწყვეტ.
ა. მ. ჰ. (აშშ).
ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ და სკოლაში მაქეზებენ, რომ პაემანზე ვიარო, რაც ძალიან მთრგუნავს. მამხნევებს ის, რომ ბიბლია და თანაქრისტიანები გვაძლიერებენ. ეს მეხმარება, ბოლომდე ჩემს პოზიციაზე დავრჩე.
ლ. მ. (კანადა).
კარგად მესმის, რა შეიძლება მოჰყვეს ბიჭისა და გოგოს ტელეფონზე საუბარს — კიდევ ცოტა და მეც მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ერთ ახალგაზრდასთან ურთიერთობის გაწყვეტა მომიწია, რადგან მესმოდა, რომ მასთან პაემანზე სასიარულოდ მზად არ ვიყავი. მსგავსი სტატიები მეხმარება, არ ვიჩქარო და მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვიმოქმედო.
მ. რ. ქ. (აშშ).
მე 14 წლის ვარ. ეს სტატია ნამდვილად დამეხმარა იმის გაგებაში, თუ რამდენად სახიფათოა ჩემს ასაკში პაემანზე სიარული, რადგან არ ვარ მზად ქორწინებისთვის. ამ სტატიამ დამანახვა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა იეჰოვასთან ურთიერთობის განვითარება და არა პაემნებზე სიარული.
ა. პ. (კანადა).
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს სტატია ზუსტად ჩემთვის დაიწერა. ვფიქრობდი, რომ მშობლები ძალიან მკაცრად მეპყრობოდნენ და არ ესმოდათ ჩემი გრძნობები. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისინი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ ჩემს დასახმარებლად და დასაცავად. მოუთმენლად ველი მომდევნო სტატიის წაკითხვას, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“.
ჰ. ე. (რუმინეთი).