როგორ იხსნა ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისი სიცოცხლე
როგორ იხსნა ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისი სიცოცხლე
„აღარ მსურდა, ოჯახს კვლავ ტვირთად დავწოლოდი და ამიტომაც გამოსავალი თვითმკვლელობაში დავინახე“, — ამ სიტყვებს ნეპალელი მამაკაცი წერს. ის განაგრძობს: „თავის ჩამოსახრჩობად თოკი ჩამოვკიდე და დღე და ადგილი ავირჩიე. მაგრამ ამ დღის დადგომამდე ერთი კვირით ადრე 2000 წლის 8 მარტის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მივიღე.
ამ ნომრის მთავარი სტატიების სერიის სათაური იყო: „თვითმკვლელობა — ვის სიცოცხლეს უფრო ემუქრება ეს საფრთხე?“. ეს მამაკაცი წერს: „მთელი ძალების მოკრება და დიდი გამბედაობა დამჭირდა მის წასაკითხად. სტატიაში განხილული, თვითმკვლელობამდე მიმყვანი, ათი სარისკო ფაქტორი ღრმად ჩამებეჭდა გონებაში და თავის მოკვლა გადავიფიქრე“. მან ასე დაასრულა წერილი: „არ შემიძლია, არ გამოვხატო მადლიერება იმისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩემთვის. ამ სტატიის დასაწერად გამოვლენილმა თქვენმა ძალისხმევამ იხსნა ჩემი სიცოცხლე!“.
დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს თვიმკვლელობის შემთხვევათა რაოდენობის ზრდას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მრავალი ადამიანი სიცოცხლის აზრს ვერ პოულობს. ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ ბევრს დაეხმარა იმის გაგებაში, რომ ნამდვილად არსებობს უკეთესი ცხოვრების იმედი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბროშურის ეგზემპლარი, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით მე-5 გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.