არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტრაქტატმა მისი ყურადღება მიიპყრო

ტრაქტატმა მისი ყურადღება მიიპყრო

ტრაქტატმა მისი ყურადღება მიიპყრო

ერთ ახალგაზრდას ბანგის (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) ცენტრალურ ქუჩაზე მისცეს ტრაქტატი „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“. ტრაქტატის სათაურმა ბიჭი ძალიან დააინტერესა და ამ კითხვაზე დაწვრილებითი პასუხის მიღების დიდი სურვილი გაუჩნდა. მან თავის მეგობართან ერთად დაიწყო კითხვა და ისიც ძალიან დაინტერესდა. მაგრამ მათ მხოლოდ ერთი ტრაქტატი ჰქონდათ. რა უნდა ექნათ?

გამოსავალი ტრაქტატის ასლის გაკეთება იყო, რაც 100 აფრიკული ფრანკი დაჯდებოდა, ეს კი 30 თეთრის ეკვივალენტია. ბანგელი სკოლის მოწაფისთვის ეს არცთუ ხელმისაწვდომი თანხაა. მაგრამ ასლი მაინც გააკეთეს და ორივეს ძალიან უხაროდა. ახლა მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ეცნობა.

თუ თქვენი სურვილიც არის გაიგოთ, თუ მალე როგორ გაუმჯობესდება მმართველობის პირობები მსოფლიოში, გირჩევდით, წაგეკითხათ ეს ტრაქტატი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ის და აგრეთვე 32-გვერდიანი ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“, თუ შეავსებთ დართულ ტალონს და გაგზავნით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ტრაქტატი „სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“ და ბროშურა „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.