არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრიტანეთის მუზეუმის ახალი სახე

ბრიტანეთის მუზეუმის ახალი სახე

ბრიტანეთის მუზეუმის ახალი სახე

ჩვენი კორესპონდენტისგან ბრიტანეთში

ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმს ყოველწლიურად ექვს მილიონამდე სტუმარი ჰყავს. ამ ზღვა ხალხს უფრო კომფორტულად რომ ეგრძნო თავი, დაახლოებით ერთი წლის წინ, მუზეუმის ფართობი თითქმის 40 პროცენტით გაზარდეს. ეს როგორ?

ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკა და ბრიტანეთის მუზეუმი საჯაროდ 1759 წელს გაიხსნა. მაგრამ იმ შენობის აგება, რომელიც ამ ორივე მუზეუმს ემსახურებოდა, 1852 წელს დასრულდა. 1997 წელს ბიბლიოთეკა, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკის სახელით არის ცნობილი, მახლობლად მდებარე შენობაში გადავიდა და თან გადაიტანა 12 მილიონი წიგნი, ათი ათასობით ხელნაწერი და მედალიონი. ამან ბრიტანეთის მუზეუმს გაფართოების საშუალება მისცა, რადგან გაიხსნა ცენტრალური შიდა ეზო, რომელიც თითქმის 150 წლის მანძილზე ხალხისთვის შეუვალი იყო!

ახლად გაფართოებულ შიდა ეზოში, რომელსაც „დიდ ეზოს“ ეძახდნენ, თაღოვანი სამკითხველო დარბაზია. ამიტომ 1857 წლიდან მოყოლებული, ეს სამკითხველო დარბაზი მთელი მსოფლიოს მკვლევარებისთვის იდეალური ადგილი იყო. მოჰანდას განდი, ჩარლზ დარვინი და კარლ მარქსი იმ უამრავ ცნობილ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც ამ წყნარ, პრესტიჟულ ბიბლიოთეკაში მუშაობდნენ. დარბაზი თავდაპირველადვე საჯაროდ იყო გახსნილი, სადაც დღეისათვის მუზეუმის 25 000 წიგნია ხელმისაწვდომი.

ამ ისტორიული დარბაზის თაღს რესტავრირებამ თავდაპირველი ბრწყინვალება დაუბრუნა. „დიდი ეზო“, სადაც სამკითხველო დარბაზია მოთავსებული, 800 ტონიანი დიდებული ჭერით არის გადახურული, რომელიც 3 312 ცალი სამკუთხა შუშით მოჭედილი ფოლადის კარკასია. ამ შუშების ზომები კომპიუტერით სათითაოდ იქნა გრადუირებული.

ბრიტანეთის მუზეუმის სამკითხველო დარბაზი ახლა თავის ფასდაუდებელ განძს ათასობით მკითხველისთვის კომპიუტერის მეშვეობითაც ხელმისაწვდომს ხდის. ლონდონში გამომავალმა გაზეთმა „ტაიმზმა“ რეკონსტრუირებულ შენობებს შედევრი უწოდა, რასაც მნახველები უყოყმანოდ ეთანხმებიან.

[სურათის საავტორო უფლებები 31 გვერდზე]

Center top and bottom: Copyright The British Museum All others: Copyright Nigel Young/The British Museum