არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეიძლება პასუხების პოვნა?

სად შეიძლება პასუხების პოვნა?

სად შეიძლება პასუხების პოვნა?

ამ კითხვას დღეს მრავალი სვამს. ნოვოსიბირსკელმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ადვილი არ არის მოსწავლეთა იმ კითხვებს უპასუხოს, რომლებიც ღმერთსა და რელიგიას ეხება. იგი წერილში ასეთ სიტყვებს გვწერს:

«ერთხელ სახლში რომ დავბრუნდი, ვნახე, პატარა ტარქტატი დაეტოვებინათ ჩემთვის, სახელწოდებით „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“. სკოლაში ისტორიას ვასწავლი და მოწაფეებთან ხშირად მიწევს საკითხების განხილვა რელიგიის, ბიბლიისა და ღვთის შესახებ. ზოგჯერ კი საოცრად მიჭირს ბავშვების კითხვებზე პასუხის გაცემა.

ადრე ვფიქრობდი, რომ ადამიანებს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც პრობლემები აქვთ. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთლად ასე არ არის. ადამიანს ებადება კითხვები: „რატომ დამემართა ეს? ვინ ვარ მე? როგორ გავჩნდი? რა დამემართება სიკვდილის შემდეგ?“. ამ კითხვებზე პასუხების გაგება ერთობ მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ბიბლიას ამ კითხვებზე დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა შეუძლია».

შემდეგ კი დასძენს: „წერილს იმიტომ გწერთ, რომ ბიბლიისა და ღმერთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგება მსურს“.

იეჰოვას მოწმეები ადამიანებს ბიბლიაში თავიანთ კითხვებზე პასუხების პოვნაში ეხმარებიან. ამისათვის კი ერთ-ერთი დამხმარე საშუალება წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნებაა“. ამ წიგნის 19 თავიდან ზოგიერთის სათაური შემდეგნაირია: „ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი?“ „რატომ ვბერდებით და ვკვდებით?“ და „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“. თუ გსურთ მიიღოთ ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ეს 192-გვერდიანი წიგნი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და მე-5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე გააგზავნეთ.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.