არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა დაიცვან თუ არა ქრისტიანებმა თავი?

უნდა დაიცვან თუ არა ქრისტიანებმა თავი?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა დაიცვან თუ არა ქრისტიანებმა თავი?

„რატომ უნდა იცხოვრო შიშში? ისწავლე, როგორ შეგიძლია თავის დაცვა და თავდამსხმელის შემოტევების არიდება. თავდაცვის იოლი და ეფექტური ილეთები დეტალურად არის ნაჩვენები ამ ვიდეოფილმში, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს, დაზარალდები თუ არა“ (თავდაცვის შესახებ ვიდეოფილმის რეკლამა).

ალბათ არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ დღეს ასეთი ვიდეოფილმები ძალიან კარგად იყიდება. ქალაქ ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი, აშშ) ახალგაზრდებისგან შემდგარი ბანდები, რომლებიც იმ მიზნით დახეტიალობენ ქუჩებში, რომ თავიანთ მსხვერპლს თავს დაესხნენ, ერთი და იმავეს იმეორებენ: „დაჰკარ, დაარტყი, ცემე!“. „დამნაშავეობისადმი შიში ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მთელ მოსახლეობას ეუფლება“, — იუწყება ჟურნალი „ტაიმი“. ჰონკონგში შეირაღებული თავდასხმები და მკვლელობები ისეთ ადგილებშიც კი ხდება, სადაც დღემდე ასეთი საშინელი დამნაშავეობის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი.

მსგავსი შემთხვევების შესახებ მთელ მსოფლიოში იუწყებიან. რა არის ამის შედეგი? „მოქალაქეები ფიქრობენ, იქნებოდა თუ არა სარისკო საპასუხო შეტევაზე გადასვლა“, — ნათქვამია „ნიუსუიკში“. ქრისტიანები არ არიან დაცული ‘ამ უკანასკნელ დღეებში დამდგარ საზარელ ჟამში’; მაგრამ საპასუხო შეტევაზე გადასვლა იქნება კი „გადამწყვეტი, დაზარალდები თუ არა“? (2 ტიმოთე 3:1).

ვუპასუხოთ ძალადობას ძალადობითვე?

„თუ ყოველთვის თან მექნება პისტოლეტი, — ფიქრობს ზოგი, — უსაფრთხოდ ვიქნები. სანამ ის მესროდეს, მე ვესვრი. ბოლოს და ბოლოს შევაშინებ მაინც“. მაგრამ ეს არც ისე ადვილია.

ატლანტის (ჯორჯიის შტატი, აშშ) საზოგადოებრივი უშიშროების კომისარი, ჯორჯ ნეპერი, აღნიშნავს: „საკუთარი პისტოლეტის ქონა ნიშნავს, შეეგუო იმ აზრს, რომ ვიღაცას სიცოცხლეს მოუსწრაფებ“. მზად არის ქრისტიანი ამ აზრთან შესაგუებლად, რომელიც შესაძლოა სისხლისღვრაში მონაწილეობასაც გულისხმობდეს? (შეადარე რიცხვნი 35:11, 12).

ღვთის სიტყვა აგრეთვე მოგვიწოდებს, რომ ‘მახვილები სახნისებად გამოვჭედოთ’ და ‘ვეძიებდეთ მშვიდობას და მისკენ ვისწრაფოდეთ’ (მიქა 4:3; 1 პეტრე 3:11). როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს ცეცხლსასროლი იარაღით იცავდნენ თავს და ამავდროულად ბიბლიური მოთხოვნების თანახმად ცხოვრობდნენ? ნებისმიერ შემთხვევაში თავდამსხმელს უფრო სწრაფად შეუძლია იმოქმედოს, ვიდრე მსხვერპლს.

იესო უარყოფდა, თავდამსხმელს იარაღით შეწინააღმდეგებოდა. მართალია, მან უთხრა თავის მოციქულებს, გეთსიმანიის ბაღში, იქ, სადაც ის უნდა დაეპატიმრებინათ, ორი მახვილი წამოეღოთ, მაგრამ რატომ მოიქცა ის ასე? ამით იესომ ცხადყო, რომ თუმცა მის მიმდევრებს ჰქონდათ იარაღი, არ უნდა გამოეყენებინათ ის ადამიანის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ პეტრე გაფიცხდა და ამიტომ გამოიყენა იარაღი, რომელიც თან ჰქონდა. იესომ მკაცრად გაკიცხა ის ასეთი წინდაუხედავი საქციელისთვის: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:36, 47—56; ლუკა 22:36—38, 49—51).

„კარგი, ცეცხლსასროლ იარაღზე ყველაფერი გასაგებია, — შეიძლება თქვას ვინმემ, — მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმაზე, თუ თავის დასაცავად ისეთი ორთაბრძოლების ილეთებს ვისწავლიდი, როგორიცაა ძიუდო, კარატე და კენდო?“. შეეკითხე საკუთარ თავს: განა ამ ილეთების სწავლის მიზანი სხვებთან ბრძოლა ან მათთვის ზიანის მიყენება არ არის? და განა არ უტოლდება ასეთი წვრთნა მომაკვდინებელი იარაღით შეირაღებას? (1 ტიმოთე 3:3). ვარჯიშის დროსაც კი ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ვინმე დაშავებულა და მომკვდარა.

ამ მხრივ რომაელთა 12:17—19-ში ბრძნული რჩევაა შემოთავაზებული: «ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი“». პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა (კაკოს), რომელიც ითარგმნება სიტყვით „ბოროტი“, შეიძლება აგრეთვე „დამღუპველს“, „საზიანოს“ ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა თავიდან უნდა ამოიგდონ ის აზრი, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით ვიღაცას ავნონ ან ბოროტება გაუკეთონ.

ქრისტიანი, ნაცვლად იმისა, რომ ემოციებზე აყოლით მწყობრიდან გამოვიდეს, სრულიად ენდობა ღმერთს, რომელიც ამბობს თავის ხალხზე: „თქვენი შემხებარი ჩემი თვალის გუგის შემხებარია“. ამ სიტყვებთან თანხმობაში, ღმერთი გვპირდება, რომ თავის დროზე „ბოროტს მოსპობს“ (ზაქარია 2:8; ფსალმუნი 144:20).

ხლა ბრძოლის დროა?

„უბრძოლველად ჩემს ფულს ვერ დავანებებ!“ — თამამად აცხადებს ზოგი. დამნაშავეობის აღკვეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დიკ მერალდი, გვაფრთხილებს: „ადამიანის ბუნებისთვის დამახასიათებელია შეწინააღმდეგება, მაგრამ მას ისიც ახასიათებს, რომ არასასურველ სიტუაციაში სიცოცხლეს გამოგასალმოს“. ბევრი ყაჩაღი შეიარაღებულია, აგრეთვე თავდასხმის დროს აღგზნებულია და ნერვიულობს. ფულს კიდევ იშოვი, მაგრამ დაკარგულ სიცოცხლეს რაღას უზამ? ღირს რისკზე წასვლა?

ზემოთ მოხსენიებული ჯორჯ ნეპერი გვირჩევს: „შეიძლება თავის დასაცავად საუკეთესო იყოს, ქონებას გამოემშვიდობო, ვიდრე სიცოცხლეს. მძარცველებისა და ქურდების უმეტესობის მიზანი გაქურდვაა და არა მკვლელობის ჩადენა“. როდესაც ვინმეს, უბრალოდ, გადაეკიდებიან ან ფულს მოსთხოვენ, გონივრულია შემდეგი პრინციპის გამოყენება: „მონას ღვთისას კი არ მართებს ჩხუბი“ (2 ტიმოთე 2:24) *.

ეს არ არის პაციფიზმი — ნებისმიერ სიტუაციაში პასიურად ყოფნა. გამოსვლის 22:2, 3-ში აღწერილია შემთხვევა, როცა ქურდი დღისით ვინმეს სახლში შეჭრის დროს სასიკვდილო დარტყმას იღებს. ასეთი თავდაცვითი ზომის მიღება მკვლელობას უტოლდებოდა, რადგან დღისით შესაძლებელი იყო ქურდის ამოცნობა და მისი სამართალში მიცემა. მაგრამ ღამით სახლის მფლობელისთვის ძნელი იქნებოდა, დაენახა თავდამსხმელი და გაეგო, რა განზრახვა ჰქონდა. ამიტომ ადამიანი, რომელსაც ღამით მოსული თავდამსხმელი შემოაკვდებოდა, უდანაშაულოდ ითვლებოდა.

ამგვარად, ბიბლია არ იწონებს, როდესაც ადამიანი ემოციებზე აყოლილი ცდილობს თავის დაცვას. მაგრამ არც პაციფიზმს უჭერს მხარს და გვიჩვენებს, რომ განსაზღვრულ სიტუაციებში საჭიროა თავის დაცვა. ქრისტიანებს შეუძლიათ ფიზიკურად დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახი ან სხვები აგრესიული თავდასხმისგან *. მაგრამ ქრისტიანები თვითონ არ წამოიწყებენ ჩხუბს და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებენ ყაჩაღს ქონების შესანარჩუნებლად. ისინი მსგავსი თავდასხმების მოლოდინში არ დაიწყებენ იარაღის ტარებას, ნაცვლად ამისა, ეცდებიან, ‘იყვნენ მშვიდობიანნი’ (2 კორინთელთა 13:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 16 თუმცა კონტექსტის მიხედვით პავლე სიტყვიერ კამათს გულისხმობს, ორიგინალის ენაზე სიტყვა (მახესთე), რომელიც ითარგმნება სიტყვით „ჩხუბი“, ძირითადად, დაკავშირებულია შეიარაღებულ ან ხელჩართულ ბრძოლასთან.

^ აბზ. 18 ქალს, რომელსაც გაუპატიურების საფრთხე ემუქრება, უნდა იკივლოს და რაც მის ძალებშია, ყველაფერი გააკეთოს სქესობრივი კავშირის თავიდან ასარიდებლად (მეორე რჯული 22:23—27).

[საავტორო უფლება 12 გვერდზე]

Betrayal of Christ, by Albrecht Dürer, 1508