რა არის ცუდი ნაადრევ სიყვარულში?
ახალგაზრდების შეკითხვები
რა არის ცუდი ნაადრევ სიყვარულში?
„ამ ბოლო დროს ჩემი სკოლელი ბიჭები სიყვარულს მეფიცებიან ან მთხოვენ, რომ შევხვდე“ (ბეკი, 11 წლის *).
„ჩვენს სკოლაში ბავშვების უმეტესობას შეყვარებული ჰყავს. უკვე ჩვეულებრივი რამ არის, რომ ბიჭები და გოგონები პირდაპირ დერეფნებში კოცნაობენ“ (ლიანა, მე-10 კლასის მოსწავლე).
ბევრი ძალიან პატარა იყვარებს ვინმეს. მასმედია ამას ნორმალურ, უწყინარ გართობას უწოდებს. თორმეტი წლის ონადე ყვება: „სკოლაში თითქმის ყველას ჰყავს შეყვარებული“. ახალგაზრდა ჯენიფერი იხსენებს: „მახსოვს, რომ ზოგი მესამე კლასელი თამამად და დაუფარავად ხვდებოდა შეყვარებულს. — შემდეგ დასძენს — თერთმეტი წლის რომ გავხდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი თანატოლებთან, რადგან მე არ მყავდა შეყვარებული“.
გასაგებია, რომ, თუ შეყვარებული არ გყავს, შეიძლება თავი გარიყულად იგრძნო. შეიძლება ამის გამო გამცირებენ და დაგცინიან. ჯენიფერი გრძნობდა, პატარა იყო საიმისოდ, რომ ვინმე შეეყვარებინა და ბიჭებს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა. როგორ რეაგირებდნენ ისინი უარზე? ჯენიფერი იხსენებს: „მასხარად მიგდებდნენ და დამცინოდნენ“. არავის არ მოსწონს, როდესაც დასცინიან. მაგრამ განა უნდა შეიყვარო ვინმე მხოლოდ იმის გამო, რომ სხვები აკეთებენ ამას? და საერთოდ, რას ნიშნავს, გყავდეს შეყვარებული? და რა მიზანს ემსახურება ეს?
რას ნიშნავს მყავდეს შეყვარებული?
„ჩვენ არ ვართ შეყვარებულები. უბრალოდ, ვმეგობრობთ“. ბევრი ახალგაზრდა ამბობს ამ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ დროს ატარებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. მაგრამ რაც უნდა დაარქვა ამას — პაემანი, შეხვედრა თუ უბრალოდ ერთმანეთის ნახვა — როდესაც ბიჭი და გოგო ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენენ და დროს ერთად ატარებენ, ჩვეულებრივ, ეს უბრალო მეგობრობა არ არის. შეიძლება პირადად არც კი შეხვდე ადამიანს, მაგრამ მასთან გამუდმებით გქონდეს ურთიერთობა. ინტერნეტში „სალაყბო ოთახების“ (chat rooms), ტელეფონის, წერილებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც ხანგრძლივი ურთიერთობა შეიძლება ერთმანეთთან დაახლოების ზოგიერთი ფორმა იყოს.
მაგრამ, რამდენად სერიოზულია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან გამუდმებით მარტო ყოფნა?
შეყვარება და საშიშროებები
იგავნის 30:19-ში ბიბლია „ქალწულში კაცის კვალის“ თაობაზე საუბრობს. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობა შეიძლება ერთი სცენარით წავიდეს. როდესაც ქალიც და მამაკაციც მოწიფულია და ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრობენ, შეხვედრებისას შეიძლება ერთმანეთი შეუყვარდეთ და, საბოლოოდ, კარგი ოჯახი შექმნან. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა მამაკაცი და ქალი ისე შექმნა, რომ ერთმანეთისკენ ჰქონოდათ ლტოლვა. მაგრამ დავუშვათ, რომ დაქორწინებისთვის ჯერ პატარა ხარ? თუ ვინმეს შეიყვარებ, თავს ცუდ მდგომარეობაში იგდებ.
რატომ? იმიტომ რომ, თუ ძალიან დიდ დროს ატარებ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, ბუნებრივია, რომ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდება. სანამ მიხვდები, რომ ეს პიროვნება შეგიყვარდა, ერთი სული გექნება, როდის შეხვდები მას. როდესაც ერთად არ ხართ, საკუთარ თავს იჭერ მასზე ფიქრებში. თუმცა, ძალიან ხშირად ეს გრძნობები ცალმხრივია და ერთ-ერთს გული უტყდება. მაშინაც კი, როდესაც ორივეს უყვარს ერთმანეთი, შეიძლება იმედგაცრუება და გულგატეხილობა მაინც გაჩნდეს, თუ ერთ-ერთი თქვენგანი ან ორივე დაქორწინებისთვის პატარაა. თუკი დავფიქრდებით, სადამდე მიგიყვანთ ასეთი ურთიერთობა? ბიბლიური იგავი ამბობს: „თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?“ (იგავნი 6:27).
აი რას ამბობს ახალგაზრდა ნინა: «მე და ერთ ბიჭს ინტერნეტის საშუალებით გვქონდა ურთიერთობა. ყოველდღიურად „სალაყბო ოთახში“ საათობით ვსაუბრობდით. მისით გატაცებული ვიყავი და მთელი ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებდა. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა. როდესაც ურთიერთობა გავწყვიტეთ, ძალიან გულგატეხილი და დაღონებული ვიყავი. ამას დაემატა ისიც, რომ ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი დაშორების გულისთვის თავს მოიკლავდა. ამან სულ დეპრესიაში ჩამაგდო». როდესაც წარსულს იხსენებს, ნინა დასძენს: „არ ღირდა ამ ურთიერთობის დაწყება! უკვე ორი წელია, რაც ურთიერთობა გავწყვიტეთ და კვლავ დეპრესიით ვიტანჯები“. ნინა ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ ოჯახი შეექმნა.
საინტერესოა, რომ როდესაც ბიბლია საუბრობს „ქალწულში კაცის კვალის“ თაობაზე, შეიძლება სქესობრივ კავშირს გულისხმობდეს. დღევანდელ წუთისოფელში, როდესაც ორ პიროვნებას ერთმანეთი უყვარს, შეიძლება ქორწინებამდე ჰქონდეთ სქესობრივი კავშირი. ეს შეიძლება უნებლიედ დაიწყოს, უბრალოდ, ხელის ჩაკიდებით. ამას შეიძლება მოჰყვეს გულში ჩახუტება და ლოყაზე კოცნა. ეს არ ეხება ისეთ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებმაც ერთმანეთს პირობა მისცეს და დაქორწინებას აპირებენ. მაგრამ, როდესაც ბიჭი და გოგო დაქორწინებისთვის პატარები არიან, ასეთი მოქმედებები მათ მხოლოდ ტყუილად გაუღვიძებს სქესობრივ ლტოლვას. „სიყვარულის“ გამომხატველი მოქმედებები შეიძლება სულ უფრო და უფრო მიუღებელი და უწმინდური გახდეს. ამან შეიძლება ისინი სიძვის რომელიმე ფორმამდეც კი მიიყვანოს *.
სიძვის ნაყოფი მწარეა. ზოგი, ვინც ასე იქცევა, სქესობრივი გზით გადამდები ავადმყოფობებით ავადდება. სხვები ღირსების გრძნობის დაკარგვით 1 კორინთელთა 6:13, 18; 1 თესალონიკელთა 4:3). ნაადრევი სიყვარულისთვის უარის თქმა ამ ბრძანების გათვალისწინებაში დაგეხმარება.
ან სინდისის ქენჯნით იტანჯებიან. ზოგი კი ფეხმძიმდება. არ არის გასაკვირი, რომ ბიბლია გვაფრთხილებს: „გაექეცით სიძვას“ (როდის იქნები მზად სიყვარულისთვის?
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერასოდეს შეძლებ ვინმეს შეყვარებას. მაგრამ თუ ჯერ მოზარდი ხარ, როგორც ბიბლია ამბობს, ალბათ, „სიყმაწვილის ასაკში“ ხარ (1 კორინთელთა 7:36). შენ ჯერ არ ჩამოყალიბებულხარ მამაკაცად ან ქალად. ამ ხნის განმავლობაში შენ ფიზიკურად, ემოციურად და სქესობრივად მწიფდები. შენი გრძნობები — მათ შორის სექსუალური ლტოლვა — შეიძლება უმაღლეს მწვერვალს აღწევს. მაგრამ ეს გრძნობები შეიძლება სწრაფად ცვალებადიც იყოს. ამიტომაა, რომ მოზარდთა მიჯნურობა ძალიან ხანმოკლეა ხოლმე. „როდესაც ვინმესთან შეხვედრას ვიწყებდი, — იხსენებს ერთი მოზარდი გოგონა, — ეს, ჩვეულებრივ, ერთი კვირა გრძელდებოდა, შემდეგ კი სხვასთან ვაბამდი რომანს“.
ნათელია, რომ აზრი არა აქვს „სიყმაწვილის ასაკში“ ვინმეს შეყვარებას. საუკეთესოა, იმ დროს დაელოდო, როდესაც ნამდვილად გაიგებ, რა გინდა, რა მოგწონს და რა არა, და რა მიზნებს დაისახავ. ამასთანავე, ოჯახში პასუხისმგებლობების შესრულება შეგეძლება. მაგალითად, იეჰოვა მოელის, რომ ქმარი იზრუნებს ოჯახის ფიზიკურ, მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებზე. თუ ჯერ პატარა ხარ, შეგიძლია იშოვო სამუშაო და იზრუნო ცოლზე და შეიძლება შვილებზეც? შეგიძლია რომ მათ სულიერობის შენარჩუნებაში დაეხმარო? მაგრამ, თუ მოზარდი გოგონა ხარ? ცოლს უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს თავის ქმარს; მან მხარი უნდა დაუჭიროს მეუღლის გადაწყვეტილებებს. ხარ მზად იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ასე მოიქცე? ამასთანავე, შეგიძლია გაუძღვე საოჯახო საქმეებს ყოველდღიურად: მოამზადო საჭმელი და იზრუნო ბავშვებზე? (ეფესელთა 5:22—25, 28—31; 1 ტიმოთე 5:8).
მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში მოზარდები მანქანის საჭესთან მიჯდომაზე ოცნებობენ. მაგრამ რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისათვის, რომ ამის გაკეთების უფლება ჰქონდეთ? ბევრ ქვეყანაში ჯერ უნდა ისწავლონ, შემდეგ ჩააბარონ გამოცდები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ მართვის მოწმობას. რატომ? იმიტომ რომ, ავტომობილის მართვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. შენი და სხვების სიცოცხლე შენს ხელში იქნება, როდესაც საჭეს მიუჯდები. ოჯახის შექმნაც სერიოზული პასუხისმგებლობისთვის ხელის მოკიდებაა! როგორც მოზარდი, ამისათვის შეიძლება ჯერ მზად არ იყო. ამიტომ გონივრულად მოიქცევი, თუ ვინმეს მიმართ გრძნობების გაჩენის ცდუნებას გაუძლებ, რადგან ეს დაქორწინებისკენ გადადგმული ნაბიჯია. უბრალოდ რომ ვთქვათ, თუ ოჯახის შექმნისთვის ჯერ მზად არ ხარ, ნურავის მიმართ განივითარებ გრძნობებს.
გონივრული გადაწყვეტილება რომ მიიღო, ის გჭირდება, რასაც ბიბლია «ცოდნასა და გონიერებას [„გამჭრიახობა“, აქ]» უწოდებს (იგავნი 1:4). რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ვინმე უფროსისთვის მიგემართა დახმარებისთვის, რადგან მას ცოდნა და გამოცდილება აქვს. ქრისტიანი მშობლები, ჩვეულებრივ, ყველაზე კარგად ხედავენ, ხარ თუ არა მზად ქორწინებისთვის. და ალბათ, მოწიფულ ქრისტიანებსაც ჰკითხავ რჩევას კრებაში. თუ მშობლები წინააღმდეგი არიან, რომ შენ ვინმე შეიყვარო და გამუდმებით მასთან ერთად იყო, კარგს იზამ, თუ მათ აზრს გაითვალისწინებ. მათ სურთ, რომ „უბედურება აგარიდონ“ (ეკლესიასტე 11:10, აქ).
თუ ისინი ფიქრობენ, რომ შენთვის სიყვარული ჯერ ნაადრევია, შეიძლება გირჩიონ, ერთ პიროვნებაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, მეგობრების წრე გაზარდო. დაუქორწინებლებთან და დაქორწინებულებთან, უფროსებთან და ახალგაზრდებთან, ასევე, შენს თანატოლებთან ურთიერთობა საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში დაგეხმარება და ცხოვრებასა და ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით უფრო რეალისტური შეხედულებები გექნება.
მანამდე მოცდა, სანამ შესაფერის ასაკს მიაღწევ, ადვილი არ არის. მაგრამ ამის გაკეთება ღირს. „სიყმაწვილის ასაკის“ გამოყენება, რომ მოწიფული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ახალგაზრდა გახდე, უამრავი პრობლემისგან დაგიცავს. საკუთარ თავს იმის დროს მისცემ, რომ ისეთ ადამიანად ჩამოყალიბდე, რომელიც ოჯახური მოვალეობების შესრულებას შეძლებს. საკუთარ თავს სულიერად გაზრდაშიც შეუწყობ ხელს. როდესაც მოწიფული ადამიანი გახდები, სხვები შენში იმ პიროვნებას დაინახავენ, ვისთანაც ღირს ახლო გაცნობა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 14 სიტყვა სიძვა ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან „პორნეა“. ეს სიტყვა ეხება დაუქორწინებელ პირებს შორის სქესობრივ ურთიერთობას, როდესაც რაიმე სახით ხდება სასქესო ორგანოების გამოყენება. ამაში შედის სასქესო ორგანოების აღგზნება და ორალური სექსიც.
[სურათი 28 გვერდზე]
სიყვარულის გამომხატველ მოქმედებებს ხშირად ცუდი შედეგები მოჰყვება.