მამაჩემით კიდევ უფრო ვამაყობ
მამაჩემით კიდევ უფრო ვამაყობ
„ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მამაჩემით კიდევ უფრო ვამაყობ!“ — ასეთი სიტყვები მისწერა 12 წლის გოგონამ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს ინდოეთში. ის გულისხმობდა 1999 წლის 22 აგვისტოს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „რა ხდება მსოფლიოში“ მოცემულ პატარა სტატიას სათაურით „ყურადღებიან მამებს უფრო ბედნიერი ვაჟები ჰყავთ“; სადაც მოცემული იყო ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგად გაკეთებული დასკვნა, რომ, თუ მამები თავიანთ პატარა ვაჟებს ინტერესით ეკიდებიან, ისინი უფრო თავდაჯერებულ და იმედით სავსე ახალგაზრდებად ყალიბდებიან.
ამ გოგონამ თქვა, რომ უზომოდ მადლიერია, რადგან მამამისი მის და მისი ტყუპისცალი დისადმი დიდ ინტერესს ავლენს. მას მოსწონს ის, თუ როგორ აშუქებს „გამოიღვიძეთ!“-ი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, და როგორც თვითონ ამბობს, „დღეს ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან სასარგებლო ჟურნალია“.
იეჰოვას მოწმეებმა იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც უჩვეულო პრობლემებს ხვდებიან, 192-გვერდიანი წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ გამოსცეს. მასში ოჯახის თითოეული წევრისთვის — ქმრისთვის, ცოლისთვის, მშობლებისთვის, ბავშვებისთვისა და პაპა-ბებიებისთვის, დიახ, ყველასათვის — სასარგებლო რჩევებია მოცემული. ამ წიგნში წარმოდგენილია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა — „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“, „დაეხმარეთ მოზარდს განვითარებაში“, „დაიცავი ოჯახი საზიანო ზემოქმედებისგან“ და „შეინარჩუნე მშვიდობა ოჯახში“.
თუ გსურთ, მიიღოთ ეს წიგნი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და მე-5 გვერდზე მოცემულ შესაფერის მისამართზე გააგზავნეთ. თქვენ გაეცნობით და ამავე დროს ისარგებლებთ იმ განსაკუთრებული რჩევებით, რომლებსაც შეუძლია დაგეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში და იმ ბედნიერი ოჯახური ცხოვრების წარმართვაში, რომელიც შემოქმედს აქვს თქვენთვის განზრახული.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.